ევროკომისარის დაწერილი დაბალი ნიშანი და შეწყალებული გვარამია

      ევროკოვისარმა ზეპირი მოხსენება და შეფასებები გააჟღერა და საშინაო დავალების შესრულების დონე და ტემპები დაგვიწუნა - 25% გაქვთ შესრულებული მხოლოდ და ძალიან ცოტააო. დღის მთავარი ამბავიც სწორედ ეს იყო და ოპო-პო კამათები ამ თემის გარშემო ტრიალებდა, რაც არავის გაკვირვებია. სამაგიეროდ საკვირველი აღმოჩნდა დღის ბოლო ნიუსი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. კინოში ისევ არეულობაა და მიშა უკრაინიდან ქართულ პოლიტიკაში გადმობრუნდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6260 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ევროპული მოთხოვნები და საშნაო დავალების ნიშანი - ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს - რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრესს. ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გამოიყენეთ ის - ნუ უყურებთ სხვას, შეხედეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რისი შესრულება შეგიძლიათ. წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! ჩემი რეკომენდაცია მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო - ჩვენ მზად ვართ, როცა საქმე გაკეთებული იქნება. საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმას, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია. შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში - მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო.

      ქართული პასუხები ევროკომისარს - შალვა პაპუაშვილი - დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, არამედ - დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია. მთავრობის ხელში არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ავტორიტეტული რეიტინგებისა და გამოკითხვების შედეგებია, რომლებიც საქართველოს პროგრესსა და მთავრობისადმი ხალხის მხარდაჭერას წარმოაჩენს. ირაკლი კობახიძე - ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს არასწორია. მიხეილ დაუშვილი - რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ, პასუხს აგებენ. რომან გოცირიძე - ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში. ალუდა ღუდუშაური - ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს - ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, პირდაპირ თუ ირიბად, წყალს რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს. კახა კალაძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სანქციებით დავაზიანებთ ჩვეულებრივ გლეხს - არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ხალხისთვის. ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 პუნქტიდან ამოღებულ იქნას - შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ამოიღებენ და იმ შემთხვევაშიც, თუ არ ამოიღებენ. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში, ყოველდღე დივერსიას რომ აწყობს, როგორ უნდა თქვა, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს? - თვითონ კობახიძე იძახის 50/50-ზეაო და რატომ გავხადეთ ასე საქმე? სერგო ჩიხლაძე - პარტნიორების სურვილია, რომ საქართველო სწრაფად რეფორმირდეს, დაუახლოვდეს ნატო-ს, ევროკავშირს და გახდეს განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე. თინა ბოკუჩავა - ევროკავშირის მნიშვნელოვანი ვალდებულებები - დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიათავისუფლება, შესრულებული არ არის - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. თეონა აქუბარდია - თუ შესაძლებლობა არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან და რუსეთის გავლენების ზრდიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ 12 რეკომენდაცია სრულფასოვნად შესრულდა. ჰერმან საბო - სახარბიელო შეფასებები არ მოვისმინეთ - მოსწავლემ 12 დავალებიდან მხოლოდ 3 რომ შეგისრულოს, შეიძლება სამიანი დაგიწერონ. პაატა მანჯგალაძე - 12 დავალება გქონდეს მოცემული და მხოლოდ სამი შეასრულო, მაღალი ქულის პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს? - საქართველოს საშინაო დავალება კიდევ ერთხელ გამოაყოლეს. ანა წითლიძე ევროკომისიის ზეპირ ანგარიშზე - „ქართული ოცნების“ ტყუილი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მიხეილ სარჯველაძე - რეკომენდაციების უმეტესობაზე, 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ სრულად, ან მეტწილად შესრულებულია - პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

      ოპოზიცია ამ დროს - თინა ბოკუჩავა - იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა დაინახოს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი კოალიციური მთავრობა, მნიშვნელოვანია ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, საკუთარი პარტიების დღის წესრიგის გათვალისწინებთ. ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ვთავაზობთ, საერთო სტრატეგია, საერთო ბრძოლის ტაქტიკა გვქონდეს „ქართულ ოცნებასთან“, იგივე „რუსულ ოცნებასთან“. შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის „გამოჯანმრთელებითა“ და „დაბრუნებით“ გვეძლევა უნიკალური შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა. სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როცა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა - ამ ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, რომლებიც მთავრობას ადანაშაულებდნენ მისთვის ზიანის მიყენებაში. ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ. კახა კალაძე - ამბობდნენ, სააკაშვილი თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა - კეთილი ინებონ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენს მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ. ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს წასულა - ბოლო სერიაში იტყვის, რომ მას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები დევნიან. ირაკლი ნადირაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე - მან უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის და პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. ბადრი ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის იმ განცხადებებთან, რომლებიც მის ჯანმრთელობასთან მიმართებით გვესმოდა. ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილზე იძახდნენ მომაკვდავიაო, ახლა მოცოცხლებულა, თუ მოცოცხლდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ „ვივამედში" კი არ უნდა წამოწვე, ამისთვის ციხის საკანია. ირაკლი კობახიძე - ვერავითარი - ვერც ასეთი და ვერც ისეთი გავლენა ვერ ექნება სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას პროცესებზე, მათ შორის იმის გამოც, რომ მან ბოლო 600 დღეში საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, წარმოჩინდა, როგორც მატყუარა. ვიდრე სააკაშვილის დროინდელი სახეები არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ - „ნაცმოძრაობა“ განწირულია მორიგი, მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.

      ლიბერალინგი - რომან გოცირიძე - პუტინის და ორბანის დროშა აიტაცა „ქართულმა ოცნებამ" და უმცირესობების დევნის ლოზუნგით იწყებს საარჩევნო კამპანიას. ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, ოპოზიციური ტელეკომპანიები.

      ხალხის ძალა - დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს, როდესაც 2008 წელს განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა ჩვენს მიმართ - პრაქტიკულად, ამხელა ქვეყანასთან ერთი-ერთზე დავრჩით. თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება.

      გაპრეზიდენტების ვალდებულება - პაპუნა ლეჟავა - კანონი მიღებულია და ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ - ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს. ნათია თურნავა - ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ბანკი კვლავინდებურად დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციაა - ბევრი ძალისხმევა დაჭირდა მის დეპოლიტიზაციას და მონაპოვარს არ დავთმობთ. ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია, რაც ხასიათდება შემცირების ტენდენციებით - გვაქვს იმედი, რომ საშუალო ვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს.

      პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა - ხატია დეკანოიძე - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა. სალომე ზურაბიშვილი - არ ვაპირებ, ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას. არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ - ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. სახალხო დამცველი - მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე - დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან. ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა პრეზიდენტმა, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი - კოშმარული ღამე აქვს „რუსულ ოცნებას“. მირიან ლექსმანი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა.

      მაღაროელები პარლამენტის წინ აქციას მართავენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ - გამოვთქვამთ უდიდეს სურვილსა და მზაობას გააგრძელდეს მოლაპარაკებები.

      კურიერის დაჯარიმება - დედაქალაქის მერია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, „თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“.

      კინოინსდუსტრია - TI - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა განსხვავებული მოსაზრებების გამო და მათ პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს. კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის მინისტრს მიმართავენ და შეხვედრას სთხოვენ.

      EBRD - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

      Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინული ნიუსლისტი - ბელარუსში დაახლოებით 1500 რუსი სამხედრო იმყოფება - საჭირო შემტევი დაჯგუფების შექმნა ჯერჯერობით არ აღინიშნება. ოკუპირებულ მელიტოპოლში 8-ზე მეტი აფეთქება მოხდა. ესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეათანხმა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 42

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters