სხვის დაწერილს და ჭორებად მოსმენილს, საკუთარი თვალით ნანახი და ხელშენახები ჯობიაო. ვიდრე თავად არ მოვსინჯე, არ გამოვცადე, არ დავემგზავრე, ვერა და ვერ დავიჯერე - რას ვიზამთ, ყველა ჩვენგანში ცხოვრობს „ურწმუნო“ თომა. ამიტომ, როცა ანონსები მესმოდა ავტობუსების შესახებ, ყურსაც არ ვიბერტყავდი და არაფერს ვწერდი. ხომ წაგიკითხავთ ვითომსამოტივაციო ამბები, რომლებშიც ავტორები გვიზიარებენ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ სწყუროდათ რაღაც და ამ წყურვილის მოსაკვლელად, მიზნის მისაღწევად, არ დაიშურეს ძალ-ღონე, ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც დადეს. ალბათ, რაღაც მსგავსის განცდა უნდა მქონოდა და მერე სადმე დამებრეხვებინა „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ და ათასი სისულელე, მითუფრო რომ ჩემს ბლოგში, პირველი პოსტი რომელიც ამ სატრანსპორტო პრობლემას ეხება, 2012 წლით თარიღდება, მაგრამ ასეთი ემოციურიც აღარ ვარ და თან... ახლა შობაა, ახალი წელია, რა დროს ესაა და ეგეც არ იყოს, ჯერ კიდევ გვაქვს საქმე და უფრო მნიშვნელოვანი.

რეკომენდაცია, მცხეთა-თბილისი, ავტობუსი, მარშრუტკა, მარშრუტი, განრიგი, ბლოგი, Qwelly

დიახ, 2024 წლის პირველი იანვრიდან, მარშრუტზე „მცხეთა - თბილისი“ თანამედროვე ავტობუსები იმოძრავებენ

მართალია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საარჩევნო წელს, მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, მაგრამ იმაზეც ვთანხმდებით რომ „ყვავს კაკალი უნდა გააგდებინო“ თუნდაც არჩევნების წელს. ახლა მთავარია, ეს კაკალი შევინარჩუნოთ. იმ ფაქტს, რომ ავტობუსები და არჩევნები პირდაპირ კავშირშია, მერიის საიტზე გამოქვეყნებული „ნიუსის“ სათაურიც მოწმობდა და ამ პოსტერზე, მსხვილად და ასომთავრულად დაწერილი „უფასოდ მოემსახურება“-ც. მახსოვს, 2020 წელს, როდესაც ავტობუსებზე მეტ-ნაკლებად დალაგებული, მწყობრად ჩამოწერილი პროექტ-ბლოგი გამოვაქვეყნე, მეც ასე დავარქვი - „ავტობუსები მცხეთას - დათვლილი პროექტი და მგზავრობა უფასოდ“. იმ პოსტს, ათასობით ნახვა და ასობით გაზიარება ჰქონდა. რას ვიზამთ, გვიყვარს „უფასო“, „საჩუქარად“, „მუქთა“ და ა.შ. ან ვის არ უყვარს? უბრალოდ, მინდა გავითვალისწინოთ, რომ:

როდესაც, მთავრობა რამეს აკეთებს ან უფრო სამთავრობო ენით რომ ვთქვა „რამეს გვიკეთებს უფასოდ“, ვიცოდეთ, რომ ამაში უკვე გადახდილი გვაქვს თანხა. მაგ. პენსიონერებო - თქვენ ოდესღაც რომ იშრომეთ და იმ ნაშრომის ანაზღაურების წილში გეჯდათ სახელმწიფო, იმ თანხით აკეთებენ ახლა „უფასოდ“ ან თქვენი შვილების ნაშრომით; და თქვენც, მოსწავლეებო, თქვენი მშობლების შრომაში რომ წილი აქვს სახელმწიფოს, იმ თანხით იმგზავრებთ ახლა „უფასოდ“, ამიტომ მოუფრთხილდით მაგ ავტობუსებს, არავის უჩუქებია.

ლირიკა იქით იყოს და ახლა მთავარზე გადავიდეთ,

რეკომენდაციები ავტობუსების შესანარჩუნებლად

1. თუ ჯერ კიდევ არ შექმნილა, აუცილებელია შეიქმნას მცხეთის სატრანსპორტო სამსახური, რომელიც დაექვემდებარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (სსიპ თუ როგორც არის ხოლმე) და პასუხისმგებელი იქნება ავტობუსების მოვლა-პატრონობაზე, გამართულ მუშაობასა და სერვისზე. ძალიან დიდი სამსახურის შექმნაც არაა საჭირო, 4 კაცი სრულიად საკმარისი იქნება (1 მშრომელი და 3 უფროსი). ამავე სამსახურში გაფორმდებიან მძღოლები და კონტროლიორებიც. აღნიშნული სამსახურის შესახებ საჯარო ინფორმაცია საკონტაქტო მონაცემების მითითებით გამოკრული უნდა იყოს ყველა ავტობუსში. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დარეკვის და ინფორმაციის გამოთხოვის უფლება.

2. მარშრუტი და გრაფიკი უნდა დადგინდეს მუდმივი მონიტორინგით. აღნიშნულ სამსახურის საქმიანობაში უნდა შედიოდეს მუდმივი მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზი - მოსახლეობის გადაადგილების შესახებ, რათა ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა (შეგეშველებით: დაყავით დღე - საათებად, კვირა - დღეებად + დღესასწაულებად, თვეები - კვირებად, კვარტლები - თვეებად, წლები - სეზონებად, ასევე სასწავლო სემესტრებად, საგამოცდო პერიოდებად და ა.შ. მიიღებთ სრულ სურათს და ზუსტად გეცოდინებათ, სად, როდის, რომელ საათზე რამდენი მგზავრი ეყოლება ავტობუსს. ამ საქმეში დაგეხმარებათ გადახდის ელექტრონული სისტემაც).

სხვათაშორის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი განრიგი-გრაფიკი მაფიქრებინებს (გონივრული ეჭვით), რომ არათუ წინა წლების განმავლობაში, არამედ ავტობუსების შეძენიდან დღემდე, 4-5 თვის განმავლობაშიც კი არ დაინტერესებულხართ მოსახლეობის გადაადგილების შესწავლით. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ასე ხელაღებით და მოუმზადებლად დადგენილი გრაფიკი. დრო არ გვქონდა და ახლა ვტესტავთო ნუ იტყვით, ძალიან დიდი სირცხვილია! უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა - დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას უნდა იყოს ავტობუსი.

გუშინ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა განრიგი, რომლის მიხედვითაც საათში ერთხელ იმოძრავებენ ავტობუსები თბილისის მიმართულებით. ეს განრიგი სრულიად არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს, იმდენად რომ კომენტარიც კი ზედმეტია (სამწუხაროდ, ასეთი გრაფიკით დაფრინავს აირზენა მოსკოვში).

3. სატრანსპორტო სამსახურს, არ უნდა გაუჭირდეს კომუნიკაცია თბილისის მერიასთან, რათა ამ უკანასკნელმა, მცხეთის 10 კინკილა ავტობუსს ავტობუსების ზოლზე მოძრაობის და გაჩერების უფლება მისცეს. როდესაც აღმაშენებლის ხეივანსაც დაემატება ე.წ. „ბასლაინი“, მერე განსაკუთრებით აქტუალური გახდება ეს თემა. ასევე, ავტოსადგომი 2 ავტობუსისთვის, შეიძლება გამოინახოს დიდუბის რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე (ამაზეც უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა, ოდესმე ხომ დამთავრდება რეაბილიტაცია?!).

4. გარკვეულწილად, პირველი პუნქტის გაგრძელებაა, მაგრამ ცალკეა გამოსაყოფი, რადგან მნიშვნელოვანია! შექმნილ სამსახურს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. (იურიდიულად არ შემიძლია აქ რაიმე რჩევის მოცემა, რადგან ეს ის სფეროა, სადაც უდილეტანტესი ვარ, მაგრამ მერიის 23-ე იურისტს დაეკითხეთ და წესით ეცოდინება ეს როგორ უნდა მოხდეს). მცხეთა ტურისტული ქალაქია, მათ შორის ქართველებისთვისაც საყვარელი ქალაქი, ამიტომ ავტობუსში, შიგნით, მნიშვნელოვანია მცხეთის ამა თუ იმ ლოკაციის დარეკლამება, სულაც „სამიკიტნოებისა“ და სასტუმროების, ეს უკანასკნელი შემოსავალს მოუტანს სამსახურს (ანუ უფრო დიდხანს გვეყოლება ავტობუსები).

5. გადახდის სისტემის შესახებ, ტექნიკური მხარე ჯერ არ არის ცნობილი, რადგან 1 თვე სრულიად „უფასოა“ მგზავრობა და ჯერ არც აპარატებია ავტობუსში, მაგრამ ჯერ კიდევ მომწონს ჩემი ძველი შეთავაზება სამგზავრო ბარათების და წინასწარ გადახდილი სააბონენტოების შესახებ (ჩავაკოპირებ აბზაცის ბოლოს). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არავის უთხოვია უფასო ავტობუსი. უმჯობესია გადავიხადოთ თანხა და ვიმგზავროთ კომფორტულად, ვიდრე რამდენიმე თვის ანდა არჩევნების შემდეგ გამოგვიცხადოთ - არ გაამართლა, ვერ იმუშავა, მოთხოვნა არ იყო, ბიუჯეტს ძალიან დააწვა, დიდი ხარჯია და ა.შ.

გადახდის შესახებ „სქრინი“ ძველი პოსტიდან (საჭიროებს ფასების განახლებას):

გადახდა, გადასახადი, ბლოგი, qwelly

P.S. საჩოთირო თემა. მოსწავლეებმა, რომ უფასოდ უნდა იმგზავრონ და ამის მაგალითად ევროპის ქვეყნებს იშველიებთ, ამას მივესალმები და მომწონს (თან საარჩევნო წელიცაა), მაგრამ მგონი ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერ ადრეა მსგავსი „შეღავათი“. ჩვენთან, მხოლოდ იმას აფასებენ და უფრთხილდებიან, რაშიც ფულს იხდიან, ანუ უკეთ რომ ვთქვა, თუნდაც მინიმალური გადასახადით - 10 თეთრით, მოსწავლეს მიაჩვევთ პასუხისმგებლობას, მიაჩვევთ რომ ის რაც საზოგადოებრივია ყველას საკუთრებაა და ყველას ვალდებულება. თან ფულს რომ გადაიხდიან, მეტადაც მოითხოვენ და მოუფრთხილდებიან. ცოტა ვრცელი და საკამათო თემაა, სპეციალისტების ჩართულობასაც საჭიროებს, მაგრამ არც მთლად აცდენილი და მოწყვეტილია რეალობას.

6. როდესაც გადახდის აპარატებს დააყენებთ ავტობუსში, დაამონტაჟეთ სამეთვალყურეო კამერები. ეს, სამომავლოდ, ბევრი ვანდალური ფაქტის გამოძიებაში და ვანდალების „აღრიცხვაში“ დაგეხმარებათ.

7. ავტობუსს სჭირდება ბრენდირება. ახლა ზამთარია და დიდი ვიტრინები კარგია, მაგრამ მალე ზაფხული მოვა და დაგვცხება. აქაც შეგიძლიათ რეკლამიდან შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, ეს ისე გააკეთოთ, ქალაქის სახეს არ დაიკარგოს და მცხეთის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა აქაც შევინარჩუნოთ.

ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი მაფიქრდება. გაჩერებები მცხეთაში ტროტუარების დასრულებასთან ერთად „ამუშავდება“ ამიტომ ეს თემა აღარ ჩავრთე (ეს ტროტუარებიც ხომ გაკეთდება ოდესმე?!). ახლა მავანი იტყვის, ეს რეკომენდაციები ამას რომ არ დაეწერა, ჩვენ ვერ მოვიფიქრებდითო?! ვინ იცის, იქნებ, უკეთესიც არის მოფიქრებული, და არა მხოლოდ მოფიქრებული, შესრულებაც დაწყებული, მაგრამ მე როგორც რიგითმა მცხეთელმა, ჩემი ვიფიქრე და გაგიზიარეთ, თქვენ თუ ჩემი არ მოგეწონებათ, თქვენი გააზიარეთ, თქვენი შესთავაზეთ და თქვენი მოითხოვეთ. თუ არადა, ეს პოსტი გააზიარეთ. მთავარია, სად 1 ან 2 რომ მოიფიქრებს და სად 100 და 200.

ერის ხმა ღმერთს მისწვდებაო ნათქვამია და ჩვენ მედღეხვალიე მთავრობებს ვერ უნდა მივაწვდინოთ?!

ნახვა: 1196

ტეგები: Qwelly, qwellynews, ავტობუსი, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, მცხეთა-თბილისი, რეკომენდაცია, ტრანსპორტი

George: იანვარი 10, 2024||5:16pm

1 მშრომელი და 3 უფროსი ??? - ვერ მოერევიან (

3 უფროს სჭირდება მინიმუმ : 3  მოადგილე, 3 მენეჯერი, 3 მდივანი, 2 საითის წამყვანი,2 დამლაგებელი, 2 დარაჯი,1 მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი, 1 ფსიქოლოგი....

ლაშა: იანვარი 11, 2024||11:56am

და როდესაც ხარჯების შემცირების გამო ვისამე გაათავისუფლებენ, ეგ იქნება ის 1 მშრომელი ხომ? )) 

ახლა ამბობენ, სატესტო რეჟიმში მუშაობსო. რა იტესტება საათში ერთხელ სიარულით? პირიქით, საათში 4-ჯერ რომ ევლო მიხვდებოდით რომ 4 საჭირო არ არის, მერე საათში 3-ჯერ ივლიდა და ა.შ. ასევე, ნულოვანი გადახდა, მაგრამ გადახდის დაფიქსირება იქნებოდა საუკეთესო საშუალება მოსახლეობის მოთხოვნის და რაოდენობის აღსარიცხად. ახლა ამ გრაფიკით რა ინფორმაციას აგროვებთ, ძალიან მაინტერესებს. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters