არჩევნების წელი რომ ინფრასტრუქტურული გამოცოცხლების წელია, ამ მოვლენას მალე ეროვნული ტრადიციული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ თავად ფაქტი, რომ „რაღაც კეთდება“ ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულო.

      ცხოვრების ნახევარზე სტატისტიკურად ცოტა ნაკლები, მცხეთის შესასვლელში, ამ პატარა უბანში გავატარე. დაბადებითაც აქ დავიბადე და მთელი ცნობიერი ცხოვრება ამ უბანს უკავშირდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება სენტიმენები მის მიმართ. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენს უბანში მხოლოდ გზა დაიგო, განათების ლამპიონები შეიცვალა და კიბე გაკეთდა. სხვა მხრივ კომუნისტურმა სახელმწიფომ რაც დაგვიტოვა ისევ იმ დანატოვარში ვცხოვრობთ ანუ სახელმწიფო ზრუნავსო, არ გვიგრძვნია. სახელიც კი იმ დროის შესაფერი აქვს - აზნევთი. როგორც ყველამ იცის, აქ აზერბაიჯანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო და მის საპატივცემულოდ, უბანსაც ასე ეწეოდა. მაგრამ ამას გარდა, ცოტამ თუ იცის, რომ დღემდე, აწ უკვე ჩვენი დროის საჯარო რეესტრში, ერთი კორპუსის მესაკუთრეა ამხანაგობა აზნევთი, ხოლო სხვები უკვე დანაწილებულ-დასაკუთრებულია (კომუნისტებმა ვერ მოიფიქრეს, პრივატიზაციას რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, თორემ იქნებ არც დაშლილიყვნენ?!)

      მახსოვს, ბავშვობაში, ნავთობის ცისტერნების თავზე, დაახლოებით 20-30 მეტრის სიმაღლეზე ფეხბურთს ვთამაშობდით. მერე დაჭრეს ის რეზერვუარები და ჯართში ჩააბარეს. დღემდე რომ დგას ქარხნის შენობა, აი იქ ვთამაშობდით ბურთს, ერთი პერიოდი ქვებისგან გასუფთავებაც დავიწყეთ და მიწის შეტანა, მაგრამ ქვების რაოდენობა, ჩვენს ენთუზიაზმ-მონდომება-შემართებას ბევრად აღემატებოდა. სავარჯიშო ტრენაჟორები უცხო ხილი იყო, მაგრამ ვანდამის და რემბოს ფილმებით აღტაცებულები ქვიშის ტომრებით, ავტომობილის საბურავებით და მორებით ვვარჯიშობდით, საქანელები და სასრიალოები არ გვქონდა, მაგრამ წყლის მილებზე სრიალი შეგვეძლო და კატანკა მარტულზე ქანაობა, მაშინ „შტაბი“ ერქვა ხეზე ან ხის ძირას მოწყობილ პატარა ხუხულას და ახლა რომ ვუფიქრდები, მშვენიერი ადგილები გვქონია პეინბოლისთვის. ეს იყო და ეს. ასეთი იყო ტკბილი 90-იანები და უინტერნეტო ორიათასიანების დასაწყისი. ახლანდელი ბავშვები როგორც თამაშობენ და ერთობიან, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. მაშინ ჩვენ მხოლოდ ბურთი და საბურთაო ადგილი გვჭირდებოდა. იდეები და ოცნებები ბავშვობიდან ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომ ვერ ნახავთ ჩემს უბანში ადგილს, რომელზეც არ მეფიქროს. ჩემს ოცნებებში კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები გვქონდა, კორტებიც კი. მოკლედ, ჩვენი ბავშვობა ასეთი იყო ნაკლები შესაძლებლობები და მეტი ფანტაზია.

აზნევთი, ხიდისუბანი, არჩევნები, ინფრასტრუქტურა, მცხეთა, Qwelly, ბლოგი

      წლევანდელი არჩევნები აზნევთელებისთვის გამორჩეულია. წელს ჩვენი უბანიც გაახსენდათ და ჰოი საოცრებავ, ჩვენს უბანში „სკვერი“ მოეწყობა. აი, ზემოთ კიბეები გააკეთესთქო რომ ვახსენე, იმის ორ მხარეს. ჩვენს ბავშვობაში მაგ ადგილს „გორკა„ ერქვა და სათამაშოდ ჩავდიოდით, ვჭიდაობდით. მანდვე იყო ერთი დიდი წყლის მილი, რომელიც სასრიალოდ გამოდგებოდა. ჰოდა, იმ დროიდან, ჩემს ფიქრებში „გორკა“ სულ სხვანაირად წარმომედგინა, გაგიზიარებთ, იქნებ ჭკუაში დაგიჯდეთ ხელისუფალნო.

      ცენტრში, ახლა რომ მოასწორეთ, ერთი დიდი ტირიფის ხე იქნებოდა. ტირიფს წყალი უყვარს, ამიტომ წყაროც უნდა ყოფილიყო მასთან ახლოს - ფანტანი არ გვინდა, უბრალო წყარო. ტირიფის ძირში, ქვით ლამაზად მოპირკეთებული, შემაღლებული დასაჯდომი იქნებოდა წრეზე, ხოლო ირგვლივ სკამები. ტირიფი იმხელა იზრდება, სულ დაჩრდილავდა მაგ ადგილს. კიბეების მარჯვენა მხარეს, მთელს ზოლზე ნაძვნარში, სასეირნო ბილიკები და სკამები. ტრაქტორმა რომ მოთხარა, იმ ადგილას ბავშვებისთვის რამდენიმე სასრიალო, საქანელა და ქვიშაში სათამაშო ადგილი იქნებოდა. თქვენ რომ ტრენაჟორებს დააყენებთ, ისინი 2 თვეში აღარ ივარგებს და ტირიფი კი წლების განმავლობაში დარჩება. მაგრამ ეგეც არის, ტრენაჟორების განახლებაში ბიუჯეტიდან შეჭამთ ფულს, ტირიფი კი მაგდენს არ გაჭმევთ.

      ჰო მართლა, ჩემი უბნისთვის სახელიც მაქვს მოფიქრებული - ხიდისუბანი. უფრო ლიტერატურული და მხატვრულია, ევროპული, დასავლური და საინტერესოც, თან ლეგენდებში და მითებში ცხოვრება ხომ გვიყვარს ქართველებს და აგერ, „პომპეუსის ხიდიც“ წაგვეხმარება.

ნახვა: 353

ტეგები: Qwelly, არჩევნები, ბლოგი, ინფრასტრუქტურა, მცხეთა, ხიდისუბანი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters