დღეს, როდესაც სახლში, ვბრუნდებოდი, დაახლოებით საღამოს 11 საათზე (ამ დროს სუსხი ნიავი უბერავს და ყველა ცდილობს სახლში მალე მივიდეს, ცხელი ყავა ან ჩაი დალიოს, თბილ საბანში გაეხვიოს და ტკბილად დაიძინოს); მეტროთი ვმგზავრობდი. დიდხანს ველოდებოდით ერთ-ერთ სადგურზე მატარებელს მე, ჩემი ორი დაიკო. . . მოკლედ. ნახევარი საათის შემდეგ როგორც იქნა მოვიდა მატარებელი. ჩამოვედით ერთ-ერთ სადგურზე და იმ ვაგონიდან სადაც ჩვენ ვიყავით გამოვიდა (არადა ვაგონში ახლო-მახლოს ეს ადამიანი არ შემიმჩნევია, გამიკვირდა)ერთი უბრალო ადამიანი, მოხუცი კაცი. როგორც ჩანს ტრამვა ჰქონდა მიღებული, რადგან "ყავარჯნით" დადიოდა. ეს იყო "მარხოვარი" (არ მიყვარს ეს სიტყვა, მგონია რო ადამიანს ყველაზე ცუდად ვახასიათებ), ღარიბი, რომელიც საარსებო თანხას ეძებდა; მაგრამ ეს ადამიანი ცდილობდა სახლში (არვიცი სახლი ჰქონდა თუ არა. ალბათ... მთავარია, რომ ცდილობდა დასაძინებლად წასულიყო, მანამდე ალბათ უნდოდა რამე ეჭამა, თუ საკმარისი თანხა აღმოაჩნდებოდა) მისულიყო დროულად. გამოვიდა ვაგონიდან და მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. ცდილობდა მეორე ვაგონში (მოპირდაპირე მხარეს) შესულიყო კარების დაკეტვამდე, მაგრამ ვერ მოასწრო; ვაგონს მიუახლოვდა თუარა, კარებიც დაიკეტა და მატარებელიც წავიდა. . .
ამ კაცმა, დამწუხრებულმა მხრები საწყლად ჩამოუშვა, თითქოს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ მომხდარიყო. ძალიან შემეცოდა... ზოგიერთი დასცინოდა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა ბევრი კეთილი ადამიანიც (ისინიც ადევნებდნენ თვალს ალბათ ამ ადამიანის ქმედებებს).
როდესაც მე და ჩემი დაიკოები ამ ადამიანს ვაკვირდებოდით (სანამ მიუახლოვდებოდით უფროსწორად) გვერდი გაგვიარა წყვილმა, როგორც ჩანდა შეყვარებულები იყვნენ; ბიჭს გოგონას ზედა, ე. წ. კურტკა ეჭირა. ამ გოგონამ სთხოვა კურტკა მიეცა, რადგან საფულე ამ კურტკის ჯიბეში ედო და სურდა ზემოთ აღნიშნული ადამიანისთვის რაღაც მცირედი მიეცა; მაგრამ ამ ბიჭმა გოგონას დახმარების უფლება არ მისცა, წამოვიდა და გოგონა უკან მოიტოვა. ეს გოგონა დამწუხრებული და თან გაბრაზებული გაჰყვა ბიჭს უკან. . .
. . .
ღმერთო, რამდენი ვწერე...

ნახვა: 175

ტეგები: qwelly, ბაბუ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters