დღის მთავარ ამბებში რამდენიმე მიმართულება გვაქვს - ერთი რა თქმა უნდა დიდგორობაა, რომელიც ეროვნული დღესასწაულად იზემება, ასევე კოვიდის ამბები და კოვიდ აკრძალვები, რასაც ჩვენც ჰედლაინში წარმოგიდგენთ - 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა შეიზღუდება. საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება მიეცათ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1138 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 800 პაციენტიდან 139-ის მდგომარეობა მძიმეა. ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო. ოკუპირებული აფხაზეთის საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო რეანიმაციაში სასუნთქი აპარატები გაითიშა, რასაც ერთი კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა. 31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. სერგო ჩიხლაძე - გასაგებია, რომ საწოლფონდი ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით. გიგი წერეთელი - მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბი, ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი მობილური ჯგუფების შექმნა. ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი - აუცილებელია როგორც ორსული, ისე მეძუძური დედების აცრა, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად აიცრან. შიდა ქართლს დამატებით 11 850 დოზა “ფაიზერის“ ვაქცინა გადაეცა. დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ამირან გამყრელიძე - 184 ამცრელი პუნქტი გვაქვს 354 ბრიგადით - მოსახლეობას უმორჩილესად ვთხოვ, მიმართონ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან. მოვუწოდებ ყველა ორსულს, აუცილებლად აიცრას. ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“ არ იქნება. ვირუსი იბრძვის, არ არის გამორიცხული სურპრიზებიც დაუყენოს კაცობრიობას - აცრა ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ფაქტორია. სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებებია, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომლის დოზებს შორის მოკლე ინტერვალია, ასეთი „სინოვაკი” გვაქვს. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ არ ვიცრებით, გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში, თქვენი ან დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. პაატა იმნაძე - პროპორციულად რომ შევადაროთ 100 000 მოსახლეზე, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტია ავადობა ჩვენთან. ჯანდაცვის მინისტრი - არ წარმოგვიდგენია, რომ საველე ჰოსპიტლები კარვის ტიპის იყოს, რადგან მნიშვნელოვანია პაციენტებისა და ექიმების უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. საქართველოს მასშტაბით 500-მდე საწოლია თავისუფალი. საქართველოში 700 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი, რაც კარგი მაჩვენებელია - გვაქვს რესურსი, ყოველდღიურად 30 000 აცრაზე მეტი ჩავატაროთ. პრეზიდენტი - კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება - ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. მცხეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. მეუფე მელქისედეკი - დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა... პირდაპირ უნდა ვთქვათ - ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
ისევ ჯარიმები - იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ბათუმში ორი სარიტუალო დარბაზი დალუქეს. ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 72 საათში 23 ობიექტი დაჯარიმდა, 8 კი დაილუქა.
დროშების დაცვა - კახა კუკავა პარლამენტს ალტერნატიული წინადადებით მიმართავს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა დადგინდეს. იაგო ხვიჩია - შესაძლოა, ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა. ნიკოლოზ სამხარაძე - თუკი ადამიანი სახლიდან მოტანილი დროშის შებღალვას მოინდომებს, ამისთვის მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. გიგა ბოკერია - ხელისუფლება არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეების და მედიის უფლებებს იცავდეს. ანა ნაცვლიშვილი - 5-6 ივლისის მოვლენებზე რეაგირებასთან დაკავშირებით ერთადერთი გაფართხალება დროშის შებღალვის თაობაზე კანონის მიღება არ უნდა იყოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს, იყვნენ შპს „თეთრი ქუდის” კუთვნილ სოკოს საწარმოშიც.
მონატრებული კვლევა - NDI-ის კვლევა - მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს. გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა. NDI-ის გამოკითხულთა 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, 25% - ცუდად. გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, თუმცა, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკლავდება. გამოკითხულთა 55% აცხადებს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს. გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ მისაღებია საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ხოლო გამოკითხულთა 74% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51% არცერთი პარტიას ასახელებს, 18% -„ქართულ ოცნებას“, 6% კი „ნაცმოძრაობას“. კახა კალაძე - ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს, მგონი, ციფრი ცოტა გაბერილია. მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პირდაპირ კონვერტირებადი იყოს არჩევნებში მოსალოდნელ შედეგებთან. გიგა ბოკერია - NDI-ის კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს.
ტენდერმოგებული - სოსო ფხაკაძე - „ალმა" გარე რეკლამის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტების დანერგვას გააგრძელებს.
სემეკში „თელმიკოს“, „თელასისა" და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების საკითხს განიხილავენ და საბოლოოდ, სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა
დიდგორის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროები პრემიერის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი - დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია. სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია - დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 5 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში კორონავირუსით 808 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელში 3 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს გარკვეულ დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდ ტესტების ჩატარებას მოსთხოვენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადაა და კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.
ბელარუსი აშშ-ს საელჩოს პერსონალის რაოდენობის შემცირებას სთხოვს.
ომს მოთმინება იგებს - „თალიბანმა“ ავღანეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია