რუსეთის ტერიტორიაზე გადასროლილი ომის ფრაგმენტები დღის მთავარი ამბავია დღესაც, ცხადია მსოფლიოს ევროპული ნაწილის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს არის. ჩვენთან რუსული ფრენების გახსნა არ გამოეპარა აშშ-ს დეპარტამენტს და ეგეც მეინსტრიმულია, ცხადია ქართული შეფასება-კომენტარებით და ოპო-პოების კინკლაობით. პრემიერი კატარშია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარია.
ჯანმრთელობა პირველყოვლისა - ხათუნა ზახაშვილი - ქვეყანაში მხოლოდ ერთეული სახით არის რეგისტრირებული წითელას შემთხვევა, ამასთან, დღითიდღე მატულობს წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაციით მოცვა. ივანე ჩხაიძე - დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი - კორონავირუსი არსად გამქრალა. ჯანმო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - საქართველოში მარილის მაღალი მოხმარება განსაკუთრებით პრობლემატურია, როგორც ვიცით, რეკომენდებულ დღიურ საშუალო დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალია. ივანე ჩხაიძე - საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 10 ათასი ბავშვია აუცრელი - სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია.
ევროინტეგრაცია - შალვა პაპუაშვილი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების 80% შესრულებულია.
დეპარტამენტის შფოთი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით - საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - საქართველოს სახელმწიფოებრიობა, „ქართული ოცნების“ ხელით და რუსეთის ინტერესებით, მორიგ ჯერზე დგება დარტყმის ქვეშ. თეონა აქუბარდია - სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება - ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. შალვა პაპუაშვილი - არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით რომელიმე სანქციას ვარღვევთ - თუ ამ შეფასებების უკან რამე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამაზე უნდა ისაუბრონ. იასე ზაუტაშვილი - როგორც წესი, აშშ-ის წინასწარი განცხადებები და რეალობაში ამის განხორციელება დიდ პერიოდს არ მოიცავს - ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, თუ შეზღუდვებს არ დააწესებს, ქართული ავიაკომპანიები და აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ. რომან გოცირიძე- აშშ-ს განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე. შალვა პაპუაშვილი - მაშინ როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა. ვიქტორ ყიფიანი - რუსეთის გადაწყვეტილება იმდენად ჩვენდამი განხორციელებული გამოწვევა არაა, რამდენადაც ევროკავშირის მიმართ - ამაზე პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს. მაკა ბოჭორიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - სამწუხაროა, ასეთი განცხადებები, რომელიც შემდეგ უკვე სპეკულაციის საგანი ხდება - ჩვენ მათგან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას ველით. არჩილ თალაკვაძე - მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენ გარეშე მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება.
მთავრობის ამბავი - ნინო დოლიძე - ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების დრო ნამდვილად არ არის - ჩვენ უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის სივრცეს. არჩილ თალაკვაძე რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებზე - ეს არის სიცრუე, ოპოზიციის და ზოგიერთი არხის პროპაგანდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშალოს. ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს და დარჩეს მხოლოდ ერთი გზა - რუსეთი. პაატა მანჯგალაძე - ეს არის უთოფო, უიარაღო ოკუპაცია - „ქართულ ოცნებაში“ არიან უთოფო „ბოლშევიკები“, რომლებიც ებრძვიან ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შალვა პაპუაშვილი - რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, „ფეიკია“ საზღვაო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციაც - რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას, პოლიციის ვალდებულება არა ქართველების, არამედ ადამიანების დაცვაა.
ოპოზიციის ამბავი - შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩის“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი - არეულობის წაქეზება - პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან. ყოფილები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ - „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაა, როდესაც ისინი თითქოს გადიან, ემიჯნებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში, ერთი ორგანიზაციის ნაწილი არიან. შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება. არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ თავდაღმართში. რომან გოცირიძე ყოფილ თანაფრაქციელებზე - პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით უზნეო ინტერპრეტაციები კეთდება - ფრაქციის შიდა პრობლემები სხვა ფორმით გაარკვიონ!
აფხაზეთობა - თეა ახვლედიანი - სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ვულოცავთ „აფხაზეთობას“. მამუკა მდინარაძე - ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!
ჩემპიონატისთვის მზაობა - ირაკლი ქარსელაძე - ქვეყანას უეფას უმაღლესი კატეგორიის სტადიონები შეემატა.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. ვახტანგ გომელაური ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
ახალი ტაძარი - პატრიარქი - 1991-1993 და 2008 წლების ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
პრემიერი კატარში - ნიკოლოზ რევაზიშვილი - კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ჩვენი პრემიერი ასევე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ლევან დავითაშვილი - კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები.
პუტკუნა ბავშვები - კვლევა - საქართველოში ბავშვების 28%-ში აღინიშნება ჭარბი წონა - დაბალია ხილის და ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი.
შეუწყალებელი გვარამია - პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. გიგა ბოკერია ნიკა გვარამიაზე - პრეზიდენტის პოლიტიკური განაჩენია, როცა ასეთ საქმეზე მის მთავარ ინსტრუმენტს არ იყენებს. ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები ქმედითი ნაბიჯებითა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით უნდა დაამტკიცოს, რაც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას გულისხმობს.
ნარკოკარტელი ფოთურად - ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ნავმისადგომზე სატვირთოში დიდი ოდენობით „ჰეროინია“ აღმოჩენილი.
საზღვარგარეთულები:
ომი რუსეთის ტერიტორიაზეც - მედია - ბელგოროდში რუსეთის 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გრძელვადიანი ომის წარმოება. ანა მალიარი - ბახმუტში ბრძოლები შემცირდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. დიმიტრი მედვედევი - რაც არ უნდა იყბედონ კიევში, ბელგოროდში მომხდარზე პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმსა და მის სპონსორებს ეკისრებათ. კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება. „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ვაგრძელებთ ბელგოროდის გათავისუფლებას - რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის. Politico - გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება.
ვულკანი მექსიკაში - მექსიკაში ვულკანის გააქტიურების გამო მილიონობით ადამიანს შესაძლო ევაკუაციის გაფრთხილება მისცეს.
ბრაზილიამ, ფრინველის გრიპის შემთხვევების დაფიქსირების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია