უქმეების კარგი ამბებით დავიწყოთ ახალი კვირის თუ თვის პირველი ქველინიუსი - ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია - პრიზი ოფიციალურად გადასცეს. ჩვენთან კი დღის მთავარი ამბავი მთავრობის ანგარიში იყო, რომელშიც საუბარია თუ რამდენად კარგად შესრულდა ყველაფერი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეების სტუმრობა, პრემიერის საქართველო და ერთი რესტორნის ხმაურიანი ამბავი. ცხადია, კადიროველების შავ-ბნელი მერსედესებიც არ გამორჩა არავის და შესაბამისად რუსეთის თემაც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      წარდგენა მოსახლეობის წინაშე - მთავრობის ანგარიში - 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა, 2022 წელს კი სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, 2022 წელს გაიზარდა ექსპორტიც და რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა. ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 94.7%-ია მოცული - პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - გასულ წელს დასაქმდა სამუშაოს მაძიებელი 12 645 პირი, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 3 815 ადამიანი. ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას. სხვადასხვა ავტორიტეტული, საერთაშორისო შეფასებით, საქართველო კორუფციის ინდექცით, პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს - უკრაინისადმი გაწეულმა დახმარებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი 1,208,462. საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე კონკურსის წესით საქართველოს 149 მოქალაქე დაფინანსდა. 2022 წელს დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, მათ შორის, შემცირებულია მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას, 1933 ობიექტზე 3755 ინსპექტირება განხორციელდა.

      საპარლამენტო ტრიო - შალვა პაპუაშვილი სლავკოვის სამეულის პარლამენტის თავმჯდომარეებს შეხვდა. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - უარი უნდა ვთქვათ ნაბიჯებზე, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება საქართველოს ევროპულ გზაზე ხელი შეუშალოს. ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი - ყველა პოლიტიკურმა ძალამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაონ, ეს არ არის პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილის ექსკლუზიური სფერო.

      რეკომენდაციები და სტატუსი - სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ. ოთარ შამუგია - 12 რეკომენდაციის შესრულების მიხედვით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პაველ ჰერჩინსკი - ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი დაყოვნება და მერყეობა კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ააქტიურებს არაკეთილმოსურნე ძალებს - მივმართავ ევროპელ კოლეგებს, მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

      პრემიერის საქართველო - პრემიერი - დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი - სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი დღის ჩასატარებლად. სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე - სიღარიბის დონემ 15.6%-ს მიაღწია, რაც რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. მთავრობა 154 ახალ ავტობუსს შეიძენს, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. ფინანსურ სექტორში ყველა მიმართულებით ძალიან პოზიტიური დინამიკაა - ამის მთავარი განმაპირობებელი ის მშვიდობიანი პერიოდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს.

      ძალადობა რესტორანში - შსს-მ ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლის მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავებმა ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს. ბათუმში, რესტორან „რეტროში“ შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ. ანა დოლიძე - მოვუწოდებ შრომის ინსპექციას, სასწრაფოდ დაიწყოს შემოწმება რამდენად აქვთ დასაქმების უფლება რუსეთის მოქალაქეებს. „რეტროს“ თანამშრომელი, რომელზე ძალადობის ფაქტზეც ობიექტის მფლობელია დაკავებული - დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები დაასაქმა და მათ ქართველებზე მეტს უხდიდა. „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი - თეიმურაზ ვარშანიძემ ერთ-ერთი ოფიციანტის დარბაზიდან გაძევება სცადა, რა დროსაც წააქციეს და ურტყეს, აქვს დაზიანებები - ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები რესტორან „რეტროზე“ - უსაფრთხოების მიმართულებით მოხდა სამუშაო პროცესის ნაწილობრივ შეჩერება. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, რესტორანი „რეტრო“ 30 000 ლარით დაჯარიმდა.

      ოპოზიციის მომავალი - პაატა მანჯგალაძე - კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს. ბექა ლილუაშვილი - ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ სისტემურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ. შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაფერი გამოვა, იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რაზეც არის დაყრდნობილი ეს პარტია. სერგო ჩიხლაძე - ერთიანი სიის დემონიზებას არ ვახდენ, რადგან შეიძლება ასეთი რამეც გახდეს საჭირო - ოპოზიციური პარტიები ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას, ერთობლივ ბრძოლაში უნდა შევიდეთ.

      კადიროველები ბათუმში - მამუკა ყურაშვილი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე - ანეკდოტია საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან კადიროვის ოპოზიცია - კადიროვს არ ჰყავს ოპოზიცია და თუ ჰყავს, არის საფლავში. მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე - მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული - რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს შემოუშვა. გია ვოლსკი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე - ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია - კადიროველი სხვა რამეა!

      ბომბობანა - თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა. ბომბის გამო ევაკუირდა რეგიონალური ცენტრების სასამართლოებიც.

      ახალი აეროპორტი - ლევან დავითაშვილი - ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც დაახლოებით, ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა" - მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ნაკლებად ანგარიშვალდებული პარლამენტი, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - არჩევითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა საფრთხის შემცველია.

      რუსეთის „ძალა“ - გია ვოლსკი - რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება - დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც ჩვენთვის წამგებიანი აღმოჩნდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება სანქციის დაწესებას ნიშნავს და „საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას“.

      აღსაწერი საცხოვრისები - მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში საცხოვრისების შემოვლა გრძელდება.

      (უ)სარგებლო სტატისტიკა - „საქსტატი“ - 2023 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

      მეტი ძალაუფლება უსაფრთხოებას - სუს-ი და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ები შესაძლოა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების საჭიროებისგან გათავისუფლდნენ.

საზღვარგარეთულები:

      შეტევა და კონტრშეტევა - ჯეიკ სალივანი - უკრაინა კონტრშეტევის საშუალებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს. “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ - ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს უკრაინას გადავცემთ. ბელგოროდის გუბერნატორი - დრონით თავდასხმის გამო ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა დონეცკის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს. უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 210 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. პოლონეთის პრემიერი - უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ ის ალიანსისკენ სწრაფ გზას იმსახურებს. ალექსანდრ კამიშინი - კიევში თავშესაფრებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულია. ვატიკანის დესპანი, რომელსაც რომის პაპმა „სამშვიდობო მისიის“ შესრულება დაავალა, კიევს ეწვევა. „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ - ბელგოროდში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გავანადგურეთ - გადავდივართ რეჟიმის სრულ განადგურებაზე, რუსეთი იქნება თავისუფალი. ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ აცხადებს, რომ ბელგოროდში პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი ლიკვიდირებულია. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო - კირილ ბუდანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ფეიკია“. CNN - უკრაინამ რუსეთში დივერსიის მოსაწყობად აგენტების ქსელი შექმნა, რომელსაც დრონებს აწვდის. გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული. დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს.

      ენტონი ბლინკენი - თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, ყველა ვარიანტი განიხილება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 42

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters