ქეთევან პოპიაშვილი

      ისტორიის შესწავლის საგანია საზოგადოებრივი ცხოვრება დროში და სივრცეში. ის არ არის უბრალოდ ფაქტებისა და მოვლენების სწორხაზოვანი ქრონოლოგიური სწორხაზოვანი მწკრივი. ისტორიისთვის საინტერესო ყოველი ამბავი თუ პიროვნება მრავალგანზომილებიანად უნდა განიხილებოდეს. და შეძლებისდაგვარად ყოველმხრივ უნდა იქნეს შესწავლილი ყველა მოვლენის, დოკუმენტური მასალის, წერილობითი წყაროს, ენის, წესს-ჩვეულებების თუ საყოფაცხოვრებო ნივთების კვლევა და შესწავლა ემსახურება ისტორიის ძირითადი საგნის - ადამიანის (უფრო სწორად, ადამიანების) შეცნობას.

      ისტორია ბლოკის აზრით, მეცნიერებაა და არა ხელოვნება. ის ხომ არ არის მხატვრული თხრობა ნანახისა თუ გაგონილისა. ისტორია არის გაბედული მკვლევარის მიერ გამოკვლეული, კლასიფიცირებული, დაზუსტებული და სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით გადმოცემული შეძლებისდაგვარად უეჭველი ინფორმაცია ეპოქის, მოვლენების, პიროვნებების შესახებ.

      ისტორიული დრო არის ის სივრცე, რომელიც სავსეა ადამიანებითა და მოვლენებით, რომელთა ქმედებები და აზრები განსჯისა და შესწავლის სფეროა. ყოველ ფაქტსა თუ ინდივიდს თავისი ქრონოლოგიური ადგილი აქვს თავის ეპოქასა თუ არსებობის არეალში.

      ბლოკი ვრცლად მსჯელობს იმ ისტორიკოსთა შესახებ, რომელთაც უმთავრესად წარსულის კვლევა მიაჩნიათ თავისი სათავეებით, და მათზეც, ვისთვისაც წარსულისაგან თითქმის იზოლირებული აწმყოს შესწავლაა პრიორიტეტული.

      „ე. წ მეცნიერება აწმყოს შესახებ, თავისი არსებობის ყოველ წუთს წარსულის შესახებ მეცნიერებად გარდაიქმნება“[1]

      ბლოკი აწმყოს განიხილავს როგორც თანამედროვეობას თავისი საზოგადოებრივი პროცესებითა და ურთიერთობებით, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესებით, წეს-ჩვეულებათა და კულტურის სფეროთი. რთულია ზღვარის გავლება წარსულსა და აწმყოს შორის, ისინი არ არსებობს იზოლირებულად „აწმყოს გაუგებრობა ფატალურად გამომდინარეობს წარსულის არცოდნიდან.“[2]

      წარსული, ბლოკის აზრით, მოცემულობაა, რომელიც მუდმივად ცვლილების და დახვეწის პროცესშია. მისი სრულყოფილი შესწავლა არის საფუძველი აწმყოში მიმდინარე პროცესების ასე თუ ისე კარგად გასაგებად დაკვირვებისა და ანალიზის გამოყენებით. შორეული ისტორია მოცემულობაა, მაგრამ ამავე დროს ცოცხალი პროცესია, რომელიც მდიდრდება, ივსება და იხვეწება ახალი აღმოჩენების, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე. არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე და არც წარსულია მოწყვეტილი აწმყო რეალობას.

      მეცნიერების და ტექნიკის განვითარება, სრულყოფა და დახვეწა საშუალებას იძლევა უკეთესად იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი არსებული დოკუმენტური მასალა თუ საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც სრულყოფს წარსულის შესწავლის დონეს. გამქრალი ცივილიზაციები და სარწმუნოებები, დღეისათვის ყოვლად უსარგებლო ტექნიკა, ნივთები, უძველესი კანონები და აქტები, მკვდარი ენები შეიძლება გავლენას აღარ ახდენს აწმყოზე, მაგრამ მათი შესწავლა არ შეიძლება ჩაითვალოს უსარგებლოდ. ყოველთვის შესაძლებელია რაღაც ახალმა აღმოჩენამ, კვლევის უახლესმა საშუალებამ სრულყოს და დააზუსტოს, უფრო სანდო გახადოს ცოდნა ამა თ იმ ეპოქის, პიროვნებისა თუ მოვლენის შესახებ. მხოლოდ მოვლენათა სრული, უწყვეტი ჯაჭვის შესწავლა შორეული წარსულიდან უახლეს აწმყომდე იძლევა შეძლებისდაგვარად სრულყოფილ სურათს საზოგადოებრივი პროცესების შესახებ.

      შორეული წარსულის კვლევა რთულია უახლესი ისტორიის შესწავლასთან შედარებით, რადგან ამ უკანასკნელზე შესაძლებელია პირდაპირი დაკვირვება და გაცნობიერება. თუმცა ყოველ ობიექტურ მოვლენას თვითმხილველები სუბიექტურად აკვირდებიან, აღიქვამენ და გადმოსცემენ. მხოლოდ ღრმა ანალიზითა და კრიტიკული შესწავლით, ზუსტი კლასიფიკაციითაა შესაძლებელი მოვლენათა აღწერა, შეფასება და მათთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა უწყვეტ და ცვალებად ქრონოლოგიურ მწკრივში.[3]

      მე ვფიქრობ, ოცი, ათი თ ერთი წლის წინ, უფრო მეტიც, გუშინდელი დღის (რომელიც უკვე წარსულია) მოვლენების შესწავლაც კი არ არის მარტივი, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოდესმე ეს უახლესი ისტორიაც შორეულ წარსულად გადაიქცევა და ის უნდა შეიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას მათთვის, ვისთვისაც ის იწერება, მათ უნდა შეძლონ ამ უკვე წარსული მიღწევებისა თუ მარცხის გაანალიზების შედეგად უკეთესი აწმყოს შექმნა.


[1] ფროიდი, ზიგმუნდ. 1930. კულტურით უკმაყოფილება. 242.

[2] ფროიდი ზიგმუნდ - კულტურით უკმაყოფილება; შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 2462

ტეგები: აზროვნება, აპოლოგია, ბლოკი, თანამედროვე, ისტორია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters