ქეთევან პოპიაშვილი
რეცენზია
ალფრედ ჰიჩკოკის თრილერი “ეზოში გამავალი ფანჯარა“ გადაღებულია 1954 წელს, კორნელ ვულრიჩის 1942 წელს დაწერილ ნოველაზე „ეს უნდა იყოს მკვლელობა“ დაყრდნობით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ჯეიმს სტიუარტი, გრეის კელი, უენდელ კორი, ტელმა რიტერი და რეიმონდ ბარი.
რეჟისორი ფილმის სრულ სიუჟეტს მთავარი პერსონაჟის. ფოტოგრაფ ჯეფ ჯეფრზის (ჯეიმს სტიუარტი) თვალით გვიჩვენებს, რომელსაც დაზიანებული ფეხის გამო სახლიდან გასვლა არ შეუძლია და ერთადერთი საშუალება გარე სამყაროსთან კავშირის მისთვის მისივე სახლიდან ეზოში გამავალი ფანჯარაა. ფილმის განმავლობაში მოვლენები სწორედ ჯეფის სახლში, ეზოსა და მეზობლების ფანჯრების მიღმა სივრცეში ვითარდება. მას ჰყავს შეყვარებული ლიზა (გრეის კელი), მეგობარი გამომძიებელი თომასი (უენდელ კორი), მომვლელი სტელა (ტელმა რიტერი) და მეზობლები, რომელთა ყოველდღიური ცხოვრებაც მოქცეულია ფოტოგრაფის ობიექტივში.
მიუხედავად იმისა, რომ გარემო უცვლელია, ფილმი საინტერესოდ მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, პირიქით, ერთსა და იმავე გარემოში განვითარებული მოვლენები და ერთი ადამიანის მიერ ერთი ფანჯრიდან დანახული არაერთი ადამიანი და მათი ცხოვრება განსხვავებულ და საუცხოო ელფერს სძენს ფილმს.
ვფიქრობ, სულაც არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ მთავარი პერსონაჟი, რომელიც თვალს ადევნებს მეზობლების ცხოვრებას, პროფესიით ფოტოგრაფია. ფოტოგრაფების და ზოგადად ხელოვანი და შემოქმედი ადამიანების ხედვა ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების ხედვისგან. მათ შეუძლიათ იმ დეტალების, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ნიუანსების შემჩნევა, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. ჯეფი სწორედ ფოტოგრაფიული ხედვის მეშვეობით ახერხებს იმას, რომ ადამიანების ყოველდღიური რუტინა საინტერესოდ აღიქვას და გააკეთოს დასკვნები მათ შესახებ.
ძირითადად ჩაცმულობა და დეკორაციები ქმნის ფილმში ზოგად ხასიათს და გამოხატავს პერსონაჟების შინაგან სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანია. მუსიკალური გაფორმებაც დიდ როლს თამაშობს ფილმის სრულყოფაში.
ყველაზე დადებითი თვისება ფილმის ის არის, რომ მნახველს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს როგორ განვითარდება მოვლენები. ყურების პროცესში არაერთხელ იცვლი აზრს სხვადასხვა საკითხზე, თუმცა არცერთი შენი ვარაუდი არ მართლდება და მხოლოდ დასასრულს ხვდები იმას, რომ ყველაფერი ბურუსით იყო მოცული.
მიმიკები, რეაქციები, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, თუმცა პიროვნების გამოსაცნობად სრულიად საკმარისი ქცევები, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი- ეს ის დეტალებია, რაზეც ფილმში ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება. ჩემი აზრით, სწორედ ამ „წვრილმანებზეა“ აგებული მთელი სიუჟეტი.
მთავარი პერსონაჟი, ჯეფი, მისგან დამოუკიდებლად და სრულიად მოულოდნელად დანაშაულის მომსწრე ხდება. აქამდე დროის გასაყვანად და ზოგადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ ბინოკლში, ახლა ეჭვმიტანილს იღებს სამიზნედ. მისი ახლობელი ადამიანებიც ერთვებიან დანაშაულის გახსნის პროცესში და ერთობლივი ძალებით აღწევენ იმას, რომ ერთი შეხედვით უწყინარ და სხვებისგან არაფრით განსხვავებულ მეზობელს დანაშაული დაუმტკიცონ.
თუ რეჟისორს უნდოდა ეჩვენებინა მაყურებლისთვის რამდენად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეიძლება ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი მოქმედებიდან გამომდინარე სხვანაირი ხედვისა და დაკვირვების საშუალებით, მას ეს, რა თქმა უნდა, გამოუვიდა.
ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა ერთ მილიონს, ხოლო შემოსავალმა 24 მილიონზე მეტს მიაღწია. ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ეს კი, ჩემი აზრით, იმის დამსახურებაა, რომ განსხვავდება სხვა ძველი თუ თანამედროვე ფილმებისგან. განსხვავებული გაფორმებით, ღრმა და საინტერესო შინაარსით და შესაძლებლობით მაყურებელი ჩართოს ფილმის ამოუცნობ მიმდინარეობაში.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია