ქეთევან პოპიაშვილი
მაკიაველიმ თავისი წიგნით „მთავარი”, შეიძლება თამამად ითქვას, დიდი ზეგავლენა იქონია იმ დროინდელ და არამარტო იმდროინდელ საზოგადოებრივ აზრსა და დამოკიდებულებებზე. ყველაზე დიდი წვლილი კი ამაში, ჩემი აზრით, მისი წერის მანერას მიუძღვის, რომელიც საკმაოდ პირდაპირი და მარტივია. არანაკლებ საყურადღებოა მისი განსხვავებული მიდგომები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც სახელმწიფო. საზოგადოება და მათი ურთიერთდამოკიდებულებაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაკიაველს არ სჭირდება მოიშველიოს მითები, გამოგონილი ისტორიები და თეორიები საკუთარი აზრების განსამტკიცებლად. ამისთვის მისი ცოდნაც საკმარისია. მისი წიგნის კითხვის დროს შეუძლებელია ვერ მიხვდეს მკითხველი რამდენად კარგად და დეტალურად იცნობს ავტორი ისტორიას.
რისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო და მმართველი, როგორი იქნებოდა იდეალური მმართველობა და ა. შ ასეთი საკითხების განხილვას მაკიაველი უკვე არსებულზე მსჯელობას ამჯობინებს. სწორედ უკვე არსებული სახელმწიფოებისა და მმართველების შესახებ მსჯელობაში გამოიხატება მისი დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ. “მაკიაველის არ აინტერესებს სახელმწიფოს არსებობის მიზეზი და მიზანი, ის განიხილავს უფრო მარტივ საკითხს: როგორი სახელმწიფოები არსებობენ სინამდვილეში?“ [1]. მაკიაველის წიგნი, მისი აზრები, მსჯელობები და შეხედულებები გამორჩეულად თამამი, განსხვავებული, პირდაპირი და რეალობასთან ახლოს მდგომია. ვფიქრობ, სწორედ ამან გამოიწვია მისი ყურადღების ცენტრში მოქცევა და უამრავი სხვადასხვანაირი დამოკიდებულების წარმოქმნა მის მიმართ. სახელმწიფო და მმართველობა ყოველთვის იყო და იქნება განხილვის თემა, თუმცა იმ დროისთვის მაკიაველიმ სულ სხვანაირი კუთხით განიხილა ეს ყოველივე და ამით დაიმსახურა საზოგადოების ინტერესი.
მაკიაველის არ ჰქონია ჩვეულებრივი დამოკიდებულება არც მმართველებისა და საზოგადოების მიმართ. მისი ინდივიდუალური მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაშიც შეინიშნება. იმ აზრს, რომ მთავარი უნდა მოქმედებდეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, რათქმაუნდა ვეთანხმები და ვფიქრობ, ერთერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ინტერესების დასაცავად, გაიზიარო სხვისი. არც იმაზე ღიად და პირდაპირ მსჯელობაა ჩემთვის მიუღებელი როგორ უნდა შეინარჩუნოს მმართველმა ბატონობა ხალხზე. ჩემი აზრით, მმართველის პირდაპირი მოვალეობაა ეს ყველაფერი. კარგი მმართველი სწორედ ისეთ მმართველს შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არ იწვევს აგრესიას საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით იცავს საკუთარ ინტერესებს და ინარჩუნებს საკუთარ ადგილს. შეუძლებელია ან მხოლოდ „მთავარი“ იყოს ხალხისთვის, ან მხოლოდ ხალხი იყოს „მთავრისთვის“. ორივე ისე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, იმდენად წარმოუდგენელია ერთმანეთის გარეშე და იმდენად ავსებს ერთმანეთს, რომ შეიძლება ითქვას, ორივე ერთნაირი დოზითაა ერთმანეთისთვის.
არვიცი, რამდენად რეალური და სწორია ჩემი ასეთი დასკვნა, მაგრამ ვფიქრობ, ის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას შეიძლება მთავარ აზრად და საფუძვლად ჩაითვალოს წიგნის „მთავარი“. თითქოს ყველაფერი ამაზე დაყრდნობითაა დაწერილი. მთავარმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად და ყველანაირი გარემოება და შესაძლო ვითარება უნდა გაითვალისწინოს და გამოიყენოს სხვა სახელმწიფოს დაპყრობისთვის. მაკიაველის ასეთი მსჯელობა პირდაპირ კავშირშია მის ფრაზასთან. ის, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, რას გულისხმობს სხვას, თუარა იმას, რომ ყველაფრის გამოყენებაა მისაღები და საჭირო მიზნის მისაღწევად.
მაკიაველის მიზანი ნათელია, რომ არ ყოფილა ვინმესთვის რამის სწავლება. მისი წიგნი მოიცავს რჩევებს, რომელიც სურვილის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. ავტორი არ ცდილობს თავს მოახვიოს მკითხველს საკუთარი აზრი, ვფიქრობ ეს კიდევ ერთი საყურადღებო და დასაფასებელი დეტალია. ხოლო ის, რომ მისი წიგნი გამყარებულია რეალური ფაქტებით და არა მითებით, მისი აზრი გადმოცემულია პირდაპირ და არა შემოვლითი გზებით, უნიკალურს ხდის მის ნაშრომს და ნააზრევს. ნიკოლო მაკიაველის განსხვავებული თვალთახედვა, რომელსაც მთლიანად მოიცავს მისი წიგნი, იმ დროისთვის მკვეთრად პროგრესულია და ჩემი აზრით ამის თქმა სრულიად დარწმუნებით შეიძლება. [2]
[1] მაკიაველი ნიკოლო, მთავარი, 108.
[2] მაკიაველი ნიკოლო, მთავარი - შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია