Qwelly ბლოგი! - შთა (12)

ისტორიისთვის მიძღვნილი მოღვაწეობა

მარკ ბლოკი

      მარკ ბლოკი იყო ფრანგი ისტორიკოსი, რომელმაც თავისი ნაშრომები ისტორიის შესწავალს მიუძღვნა. მარკ ბლოკი თავის ნაშრომში „ისტორიის აპოლოგია“ გვესაუბრება ისტორიის მნიშვნელობაზე. ავტორისთვის ისტორია არის წარსულის მეცნიერება, რომელიც აღწერს წარშულში მომხდარ ფაქტებს, გადმოგვცემს ეპოქას, მოვლენებდ და „ადამიანიების შესახებ დროში“ (ბლოკი. 465). ბლოკის აზრით ისტორია…

გაგრძელება

დაამატა eka_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2019 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

მერაბ მამარდაშვილი, ხორციელი ბმულობა

ქეთევან პოპიაშვილი

პოსტ ტოტალიტარული სიტუაციიდან გამოსვლა (საბჭოთა კავშირის დაშლა) გავს ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, როცა პირველად რეალურად მიეცათ შანსი ადამიანებს ყოფილიყვნენ ისინი, ვინც იყვნენ, ეკეთებინათ ის, რაც სურდათ, რომ ეკეთებინათ. ეაზროვნათ ისე, როგორც სწორად მიაჩნდათ - დაებრუნებინათ ღირსეული ადგილი და ყოფნა ისტორიის თანამედროვე ეტაპზე.

90- იან წლებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ ისე, როგორც აწყობდათ. მათში…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2019 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ჰარარი „რევოლუციები“

      ადამიანის განვითარების ისტორიაზე სრული და ზუსტი წარმოდგენისათვის აუცილებელია მისი დაკავშირება ფიზიკის, ქიმიისა თუ ბიოლოგიის მეცნიერებათა განვითარების ეტაპებთან.

      ისტორიის განვითარების პროცესი, ჰარარის მიხედვით, სამ ფუნდამენტურ რევოლუციას მოიცავს, შემეცნებითი (კოგნიტური - 7000 წლის წინ), აგრარული (12000 წლის წინ) და სამეცნიერო ( სულ რაღაც 500 წლის)

      ადამიანთა მსგავსი არსებები ბევრად ადრე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, ვიდრე…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2019 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

დარვინი ევოლუციის თეორია

      ევოლუცია ცოცხალი ორგანიზმების თანდათანობითი ცვლილებაა გენეტიკურ მუტაციების, მოდიფიკაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით. ეს პროცესი წარმოშობს არსებებს შორის განსხვავებებს, რომელთა დაგროვებას მოყვება სხვადასხვა სახეობათა წარმოშობა.

      ევოლუციის ფუნდამენტური დებულებაა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს საერთო წინაპარი ყავს.

      ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში არის დნმ, რომელიც ინახავს ინფორმაციას უჯრედების ფუნქციების შესახებ. დნმ-ს…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არენდტი, ტოტალიტარული პროპაგანდა

ქეთევან პოპიაშვილი

      ტოტალიტარიზმის არსებობისათვის აუცილებელია ე. წ. მასის არსებობა. მასას წარმოადგენს არა „ხალხი“, არამედ იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც პოლიტიკური თუ კლასობრივი ინტერესების გარეშე დარჩა, რომელიც გულგრილია საჯარო საქმეების და სივრცის მიმართ.

      ტოტალიტარული მოძრაობები არსებობს იმ, სამყაროში, რომელიც თავისთავად არ არის ტოტალიტარული. მათი პროპაგანდა მიმართულია არა ტოტალიტარული ფენისადმი ქვეყნის…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2018 წელი. 10:45pm — არ არის კომენტარები
_______________

თომას ჰობსი და ბუნებითი მდგომარეობა

ქეთევან პოპიაშვილი

თომას ჰობსის აზრით ადამიანები ბუნებით თანასწორნი არიან. „ბუნებითი მდგომარეობა“-ეს არის მუდმივი ბრძოლის მდგომარეობა ერთთათვის-თავდაცვისთვის, მეორეთათვის-მოხვეჭისათვის, მესამეთათვის-პატივისა და დიდებისთვის. ეს არის თითოეული ინდივიდის ბრძოლა ყველა სხვა ინდივიდის წინააღმდეგ, ეგრეთწოდებული მუდმივი ომის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის აშკარად გამოხატული ბრძოლა, შერკინება თუმცა ადამიანთა ქვეცნობიერში…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნიკოლო მაკიაველის მთავარი

ქეთევან პოპიაშვილი

მაკიაველიმ თავისი წიგნით „მთავარი”, შეიძლება თამამად ითქვას, დიდი ზეგავლენა იქონია იმ დროინდელ და არამარტო იმდროინდელ საზოგადოებრივ აზრსა და დამოკიდებულებებზე. ყველაზე დიდი წვლილი კი ამაში, ჩემი აზრით, მისი წერის მანერას მიუძღვის, რომელიც საკმაოდ პირდაპირი და მარტივია. არანაკლებ საყურადღებოა მისი განსხვავებული მიდგომები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც სახელმწიფო. საზოგადოება და მათი…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზუგმუნდ ფროიდი, პირველყოფილი და თანამედროვე ადამიანი

ქეთევან პოპიაშვილი

      ზიგმუნდ ფროიდი თავის ნაშრომში „კულტურით უკმაყოფილება“ საუბრობს კულტურის წარმოშობის მიზეზებზე, შედეგებსა და აუცილებლობაზე. ასევე კულტურის ზემოქმედებაზე ინდივიდსა და საზოგადოებაზე და პირიქით, ინდივიდის როლზე კულტურის ჩამოყალიბებაში.

      კულტურა, ერთის მხრივ, იცავს ადამიანს შინაგანი თუ გარედან მომავალი აგრესიისგან, მაგრამ, ამავე დროს, ზღუდავს ბუნებრივ ლტოლვებს და განადგურებით ემუქრება ინდივიდის…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

ჰაიეკი, დაგეგმვის ლიბერალური საშუალებები

ქეთევან პოპიაშვილი

      ეკონომიკური საქმიანობის მოწესრიგება ყველა ტიპის სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა, რადგან მასზეა დამოკიდებული საზოგადოების კეთილდღეობა.

      სოციალისტებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ “გონივრულად მართვად” ეკონომიკურ ცხოვრებას შეუძლია მოსახლეობისათვის ცხოვრების საუკეთესო პირობების შექმნა და “ეკონომიკურმა დაგეგმვამ” უნდა ჩაანაცვლოს კონკურენცია.

      ყველაფრის დაგეგმვის სურვილს ავტომატურად მიყავს…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 8:30am — არ არის კომენტარები
_______________

ჯონ სტიუარტ მილი - თავისუფლების შესახებ

ქეთევან პოპიაშვილი

      ჯონ სტუარტ მილი ინგლისელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი 1806 წელს დაიბადა ლონდონში. ის გაიზარდა მამის, ჯეიმს მილის გვერდით და მიიღო საფუძვლიანი განათლება: 3 წლის ასაკიდან სწავლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს, 12 წლისამ დაწერა წიგნი. ამის შემდგომ პერიოდში მას ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები რომელთა დაძლევაც მოახერხა 20 წლის ასაკში და ამის შემდეგ ნაყოფიერად მოღვაწეობდა შემოქმედებითად და…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 8:00am — არ არის კომენტარები
_______________

ფრიდრიხ ნიცშე, ბატონისა და მონის მორალი

ქეთევან პოპიაშვილი

      ფრიდრიხ ნიცშეს მიხედვით არსებობს ორი ტიპის აზროვნება: მონის და ბატონის (თავისუფალი ადამიანის, საკუთარი თავის ბატონის) აზროვნება.

      ფილოსოფოსს მიაჩნია, რომ მორალური ნორმები სინამდვილეში რომელიღაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, ე.ი „ბატონის“ მორალი უპირატესობას ანიჭებს ისეთ თვისებებს, რომლითაც თავად გამოირჩევიან (ძალა, ვაჟკაცობა, გამბედაობა, სიმამაცე, სიამაყე). ასეთი ტიპის ადამიანები…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 7:30am — არ არის კომენტარები
_______________

ჯონ ლოკის ტრაქტატები

ქეთევან პოპიაშვილი

ჯონ ლოკის აზრით, ადამიანებს ბუნებით მდგომარეობაში უკვე აქვთ საერთო საზრუნავი-სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და თავისუფლების დაცვა. ამიტომ მათ აქვთ სურვილი და მორალური ვალდებულება იზრუნონ გარშემომყოფთა სიცოცხლესა თუ ქონების დაცვაზე ისევე, როგორც ზრუნავენ საკუთარ თავზე. მათ არა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ დასაჯონ ბოროტმოქმედი როცა პირველად მის თავისუფლებასა და ქონებას ან სიცოცხლეს ხელყოფს, არამედ მაშინაც, თუ…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2018 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters