მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,
საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.
თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,
ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.
თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,
მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,
მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,
სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს
და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ
სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.
არ მგონია ეს ცხოვრება მოიისფრო,
ია-ვარდსაც იშვიათად გვიგებენ,
წაქცეულზე არც შოლტები ენანებათ
და მწყურვალსაც სასმისს ძმარით გვივსებენ,
მაგრამ განცდა, რომ სამართალს ვერ ვპოულობთ,
გაგვრიყეს და სამარცხვინოთ ვიგვემეთ
ნუთუ გვაძლევს, რომელიმეს იმის ნებას
სიცოცხლეზე უარი ვთქვათ თვითონვე?..
მართალ იობს, მეტყვი ალბათ, ღმერთი სცდიდა,
მაგრამ ნება მისი იყო ბოლომდე და
იუდას სამოთხის ბჭე ვინ დაუხშო?
საკუთარმა არჩევანმა იცოდე.
მოკლე ჭკუა, გრძელი ენით განირჩევა და
მეც ალბათ ბევრ არასწორს ვიჩემებ,
თვითმკვლელობას მაინც ლაჩრულ საქმედ ვხედავ
და თუ ვცდები, შენდობასაც ვითხოვებ.
მამა გრიგოლ, ოსვენციმში ნათლად გხედავ,
სხვას სიცოცხლე უშურველად დაუთმე,
თავის მოკვლად არ მივიჩნევ ამ ქმედებას
ღვთის დაშვებას რომ შენიც ზედ დაურთე.
ილიამაც თავის ლოცვას მოაყოლა,
არ იციან, რას ქმნენ, ღმერთო შეუნდე!
მან იცოდა რომ გოლგოთა მოელოდა,
მაგრამ ჯვარი მხნედ იტვირთა ბოლომდე.
ხშირად ვფიქრობ თუ ვინ მომცა იმის ნება
ზოგ გენიოსს მე ლაჩარი ვუწოდო,
მაგრამ როცა ფიქრი აქეთ გამექცევა
მახსენდება ეს ამბავი მაშინვე.
მთაწმინდაზე პანაშვიდი გადიხადეს,
ზეციური საქართველო ხარობდა,
გალაკტიონს თვითმკვლელობა ჩაეთვალა
„იძულებით თვითმკვლელობის“ ფაქტორად.
თუ კი ვცოდავ, მომიტევე ღმერთო ერთო,
შენ განარჩევ მტყუანსაც და მართალსაც,
ამპარტავნად მიმაჩნია ყველა ბრძენი
შენთან ბრძოლას რომ გაბედავს ხანდახან,
და ჰგონია რომ დაგძლია შემოქმედი,
იმ ნიჭის და იმ უნარის ამარად
შენ რომ ატან შენი დიდი მოწყალებით,
სიცოცხლესთან ერთად ჩუქნი საგზალად.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია