ახლა თუ როგორმე სახლამდე მივაღწიე არც გავიხდი ისე დავწვები და დავიძინებ, ვფიქრობ გაჩერებიდან სახლამდე. ვააა, არ წასულა!.. რა კარგია, შევეცოდები და საჭმელს მაჭმევს, ვფიქრობ ფანჯრებში, რომ შუქი შევნიშნე. ზარი ერთხელ, ორჯერ... უკვე გასაღებს ვეძებ და გააღო. ნაძალადევი ღიმილი :), აუუუ, აქ მოსულან :( ვბრაზობ გულში.

- გილოცააააააააააააააააააავ! ბოლომდე გაკრეჭილი ჩემი დის უკვე კარგად „ნაქეიფარი“ მეგობარი.

- რას? გაოცებული მე.

- ვალენტინობას გოგოოოოოოოოოო, აუ, შენ ეგეთებში ვერ ერკვევი ხოოო? :))))) ხუმრობით ან უფრო დაცინვით.

- ააა, და ჯერ 12-ს არ გადასცილებია. ვცადე გაღიმება.

- მოდი შემოგვიერთდი და მიხვდები რომ სიყვარულს დრო არ სჭირდება! :)))) მესმის „ღრმა ფილოსოფიური“ წამოძახილები შიგნიდან.

- მაგიდა გაშლილია, ვიცოდი მშიერი მოხვიდოდი და აღარ ავალაგე. მზრუნველი დაიკო, არადა ალაგება დაეზარა :).

- თქვენ უკვე მორჩით? და კითხვა აღარც უნდა, პლედებშემოხვეულები წვანან ერთმანეთზე მიწყობილები, ფილმს უყურებენ, რა თქმა უნდა, რამე „ლავსთორულს“, დღეს ხომ ვალენტინობაა :).

      საჭმლის დანახვა, სითბო და სულ მალე დაძინების პერსპექტივა კაი განწყობაზე მაყენებს, ვრთავ ტელევიზორს და ბავშვობის მელოდია, უეფას ლიგის ჰიმნი.

- ეეეეეეეეეეეე, ჩააწყვეტინე რა ხმა! აკივლდნენ ოთახიდან.

      კარს ვხურავ, ოდნავ კიდევ ვუმატებ ხმას და ვრწმუნდები, რომ სამოთხე ხანდახან დედამიწაზეც არსებობს :).

      იუვენტუსი: ტოტენჰემი აცხადებს კომენტატორი, ობოლაძის ხმა მერჩივნა, მაგრამ ამათაც ავიტან ისეთ კარგ განწყობაზე ვარ უკვე.

- წყალი გვინდაააა. შემოვარდა ერთი. კოკაკოლაც გამოაყოლე რაა! მოაყოლეს შიგნიდან.

- აუ, გოგო მართლა ფეხბურთს უყურეეებს?

- ეეე, აფრენს, მეთქი, რომ გეუბნებით არ გჯერათ.

- ეგ ვერ გათხოვდება ხო იცი?

- მაგ აზრს უკვე შევეჩვიეთ! დამწუხრებული ჩემი და :)))))))))

...........

      პირველი ტაიმი დასრულდა 2:1 (იუვენტუსი იგებს!!!) :) ვსარგებლობ შესვენებით და ფანებო, (განსაკუთრებით ბუფონის ფანებო) გილოცავთ!!! ჩემები შიგნიდან ვალენწინობას გილოცავენ ალათ :)))))))

ნახვა: 307

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვალენტინობა, მილოცვა, სიყვარული, ქეიფი

vako: თებერვალი 14, 2018||6:45pm

ჰაჰა :)))) სახალისო იყო ელი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm Hero Siege When to Save Emergency Skills

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am 0 კომენტარი

Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters