აბასთუმნის ხანძარი, პროფკავშირული დაპირისპირება, უკანონო ქვეყანა, საქართველო და მეზობლები და კორეის თავნებობა

      წლის ბოლოს, ყველაზე მტკივნეულად ალბათ აგვისტოს გაიხსენებენ ამდენი ხანძრების გამო. ასეთი ცხელი თვე დიდი ხანია არ ყოფილა და მგონი, როცა იმ ტექსტს ამბობენ ყოველ ზამთარს - ამ ხნის ვარ და ასეთი ყინვები არ მახსოვსო, ამდენი ხანძარი და ასე მასშტაბურად, მგონი არავის ახსოვს, რადგან არ ყოფილა. ასეა თუ ისე, ნიუსები მაინც საჭიროა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 აგვისტო, 2017/

      მეორე დღეა აბასთუმანი იწვის - გიორგი მღებრიშვილი - თუ საჭირო გახდა, მეგობარი ქვეყნების ჩართულობა აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციაში, ჩვენ მათ აუცილებლად მივმართავთ. აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან დამატებითი ცოცხალი ძალა ჩაერთო. გიორგი მღებრიშვილი - აბასთუმნის ტყეში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს. აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად უკრაინა საქართველოში თვითმფრინავს აგზავნის. რუსეთის დახმარებაც არ გვინდაო - შს მინისტრის განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში დახმარების თხოვნით საქართველომ სხვა ქვეყნებს მიმართა, მაგრამ მათ შორის რუსეთი არ არის. ნინო ბურჯანაძე - იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, ხელისუფლებამ ქვეყანა დასაწვავად გაიმეტა. აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული ავიაციის ჩართვაზე პეტრო პოროშენკო და გიორგი კვირიკაშვილი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 7-8 კილომეტრშია და ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს. აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ. თურქეთი საქართველოში ერთ თვითმფრინავს და ორ ვერტმფრენს ისევ აგზავნის. პრემიერის განცხადებით, საქართველოს დასახმარებლად აზერბაიჯანიც კვლავ მზადაა. შს სამინისტრო - აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დახმარებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან, ასევე, დახმარების სურვილი გამოთქვა საფრანგეთმა. შს მინისტრი - თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს. გიორგი მღებრიშვილი - აბასთუმანში სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, ჯარის ჩართვა საჭირო არ არის. თორნიკე შარაშენიძე - შესაძლოა, მართლაც დივერსიას ჰქონდეს ადგილი, სხვა ახსნა უკვე მიჭირს. აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირები ჩაერთვნენ. ბათუ ქუთელია - თუკი დივერსიის ვერსია გაჩნდა, პირველი ეჭვმიტანილი რუსეთი იქნება. მიხეილ ჯანელიძე რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნას „ფორმალური პროცედურით“ ხსნის. არცერთი ნაბიჯი არ ყოფილა დამალული და განცხადებები, რასაც ოპოზიციისგან ვისმენთ, უპასუხისმგებლოა. საბოლოოდ, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული ვერტმფრენი, ერთი უკრაინული თვითმფრინავი და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული.

      კარგი ნიუსები ხანძრის თემიდან - ლიკანსა და ლაფანყურში ხანძრები ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. კომპანია „M2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას სრულად აღადგენს.

      ბორჯომში სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდა - ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში ხანძარი გაჩნდა. გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეშიც თელავის სოფელ რუისპირში ხანძარია.

      ეს კონსტიტუცია ხომ კონსესუსამდე ვერ მივიდა - ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება, როგორც ჩანს, იქნება შეუძლებელი. ოთარ კახიძე - თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დასახელებულ საკითხებს ულტიმატუმს უწოდებს და გაექცევა დიალოგს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგს ხელი ოპოზიციამ შეუშალა. ნიკა რურუა - თუ დიალოგი არ შედგება, ოპოზიცია სტრასბურგში იმისთვის არ წავა, რომ კონსენსუსის ილუზია შეიქმნას. ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნ წერილზე მუშაობა დაიწყო. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტარსბურგში არ წავა, ოპოზიცია მაინც უნდა წავიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

      ბესელია პროფკავშირების ამბავსაც გამოეხმაურა - ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს. პროფკავშირები ვახსენე და აქვე გეტყვით, რომ დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ირაკლი პეტრიაშვილი - დავით ოქიტაშვილი არის ხელისუფლების "პეშკა". ზაზა გაბუნია - ირაკლი პეტრიაშვილს მოვუწოდებ, დაუყონებლივ დაასრულოს პოლიტიკური ბაკქანალია.

      როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც აკავებენ - საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატი და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

      ისლანდიამ, გეყოთ ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაო - ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ.

      ხალხის მცველი მოთხოვნები - უჩა ნინუაშვილი, „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 189 საჯარო სკოლა ავარიულია. სახალხო დამცველმა თბილისის საკრებულოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიმართა.

      ამხილა, მაგრამ არაქრისტიანულად - ეგრევე საჯაროდ - საგამოძიებო სამსახურმა მიუნხენი-ქუთაისის ავიარეისით, საქართველოში არადეკლარირებული საიუველირო ნაწარმის შემოტანისთვის ერთი პირი ამხილა.

      ჩვენი პრემიერი თურქმენეთშია - გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში ქვეყნის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარია - თურქმენეთთან განვიხილავთ თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა. დიმიტრი ქუმსიშვილი - თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება.

      საარჩევნო ნიუსები - ლევან ბეჟაშვილი - დიღმის მასივის სკვერში არსებობს „მოჩვენება კორპუსები“, რითაც არჩევნებზე მანიპულაცია მოხდება. ზაალ უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობა" ზაალ უდუმაშვილის პრესკონფერენციაზე ინციდენტს "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს უკავშირებს. თენგიზ შერგელაშვილი - სამი წლის განმავლობაში მერიას თბილისელების ჯიბიდან 21 000 000 ლარზე მეტი აქვს ამოღებული.

      საქ სტატი სულ ზრდა-ზრდას ამბობს, ანუ ქვეყანა იზრდება - საქსტატი - ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,8%, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,4% შეადგინა.

      ვნახოთ, ამათი კვალიფიკაცია როგორ მოეწონებათ სტრასბურგელებს - მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია.

      საბოლოოდ თბილისში დემირელის სახელობის სკოლა დაიხურა. განათლების სამინისტრო დემირელის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კერძო სკოლასთან აწარმოებს. დემირელის სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროსთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე მიმართვას აღარ აპირებს.

      საღამოს ამბებიდან - ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, ბინაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სახის, სასუნთქი გზების და ოთხივე კიდურის დამწვრობა აღენიშნება. ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების დროს დაზიანებულ სასურსათო მაღაზიაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ქავთარაძის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ანონსები:

      გულითადი მასპინძლობა ჩვენი სტილია - საქართველო შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

      რეგულაციები ავტომობილის მფლობელებს - ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი სავალდებულო გახდება.

      კენკრა კარგია ჯანმრთელობისთვის - წყალტუბოში კენკროვანი კულტურების სასათბურე მეურნეობის მშენებლობა იგეგმება.

      კარგი ამბავი ჭიათურელებს - ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

      თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას 1-ელი სექტემბრიდან იწყებს.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკაში სტიქიებიც კოლოსალურად ძვირი და მასშტაბური იცის - ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, 20 ათასი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

      ერდოღანს ეხუმრებიან - ამერიკულმა სასამართლომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 15 წევრს, არეულობაში მონაწილეობის გამო ბრალი წაუყენა.

      სერიოზულად შეშფოთდნენ ევროპელებიც - ზიგმარ გაბრიელი - ევროპელები სერიოზულად ვართ შეშფოთებულები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების უნებლიე შედეგებით.

      რუსეთმა გერმანიას რაო, რა გინდაო? - სერგეი ლავროვი - გერმანიის სპეცსამსახურები არ ფლობენ მტკიცებულებებს რუსეთის მიერ ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე.

      ერთი კაცის დაგმობა კი არა, მთელი მსოფლიოს დაგმობა დამანახეო - ნიკი ჰეილი - ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს და საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაგმოს მისი ქმედებები. ჩინეთის საგარეო უწყება - კორეის ნახევარკუნძულის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრა ჩრდილოეთ კორეის, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ხელშია.

      ავღანეთში ნატო-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 14 ტერორისტი მოკლეს.

      ჟურნალისტური გარჩევები ქვეყნებს შორის - კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი გაიტაცეს. რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 209

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters