ზაფხულის სიცხის ნორმებს უნდა ავცდეთო, დღის ერთი მთავარი ცხელი ამბავი სწორედ ეს იყო. თან ეს აცდენა გახურებისკენ იქნება და არა გაგრილებისკენ - ზაფხულში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი იქნება. შესაბამისად, მაღალ ტემპერატურაზე მეტი ნალექიც გვექნებაო, იქვე დასძინეს. ვიდრე სულის ამოხუთვამდე დაგვცხება, დღის მთავარი ამბავი ისევ ხორავას საქმის მკვლელებს და დაკავებულებს ეძღვნებოდა და ასევე დედაქალაქის სწრაფ „აღდგენას“ - გუშინ დაგებული გუშინვე ჩაინგრა.
მოზარდი მკვლელების საქმე - ადვოკატის ცნობით, მიხეილ კალანდია თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა „ემოციურად ძალიან დატვირთულია“. მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. სერგო რატიანმა პარლამენტს მიმართა, შესაბამისი უწყებებისგან ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულება მოითხოვოს, რაც სამოხელეო დანაშაულს ეხება. დავით ჭიჭინაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თუ დადასტურდა, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა, მთელი ვერტიკალის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. გია ვოლსკი - გამოვრიცხავ, რომ თენგიზ კალანდიას მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონოდა ადგილი. მიხეილ კალანდიას ადვოკატი - მტკიცებულებათა ნუსხაში ამ ეტაპზე ახალი არაფერი გვინახავს. მიხეილ კალანდიას მამა - პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. ელენე ხოშტარია - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებაზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოვკვეთეთ. მიხეილ კალანდია უარყოფს, რომ მიმალვას გეგმავდა. მიხეილ კალანდიას ძმა - მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია. პროკურატურაში არ საუბრობენ, დაიბარებენ თუ არა დაკითხვაზე თენგიზ კალანდიას და დაიწყება თუ არა ძიება სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომაზე. მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 6 ივნისს იმსჯელებს.
სწრაფი მშენებლობა - მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილის კვლავ დაზიანების გამო, ჟვანიას მოედანი ისევ დაიტბორა. ჟვანიას მოედანთან წყლის მილის დაზიანების გამო გზის საფარი ისევ ჩაინგრა. GWP-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილე - რამ გამოიწვია მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილის ხელახალი დაზიანება სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოვლინდება. სხვა თბილისიც - კახა კალაძე - შემოდგომაზე დედაქალაქს კიდევ 5 საბავშვო ბაღი შეემატება. სანქცია, რომლითაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 100 ლარით, ველობილიკზე იგივე ქმედება კი 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს, უკვე ამოქმედდა. კახა კალაძე - ხვალიდან აეროპორტის გადასახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. კახა კალაძე - თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტები ამოქმედდება. კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე - წრიული მარშრუტები, რაც გაკეთებული გვაქვს, საინტერესოა, რადგან მოძრაობა განტვირთა. თბილისის ქონების მართვის სააგენტო დედაქალაქის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება. კახა კალაძე - თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ - მრგვალ ბაღში კომპანია სამუშაოებს ვეღარ გააგრძელებს.
პირველი სანდიეგოელები - აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
პორტების ქართული ბედი - „ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი - საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება, მაისში 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გამოშვებული კირკიტაძე - დავით კირკიტაძე - ხელისუფლებამ დრო მოიგო, შუალედური არჩევნები ჩაატარეს და შემდეგ გამომიშვეს - როცა დაკავებული ხარ, განეიტრალებული ხარ.
თავისუფალი სახლი - Freedom House-ის დირექტორი - საქართველოში ოლიგარქების გავლენა და კანონის უზენაესობა კვლავ გამოწვევაა.
მრავალმილიონიანი ეკონომია და აუდიტორული დათვლები - 3 თვეში სამინისტროების მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია 27 მილიონ ლარს აჭარბებს. აუდიტის სამსახური - ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშგებაში 1997-2007 წლებიდან ირიცხება 1 მლნ ლარის კრედიტორული დავალიანება, რომლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია სამინისტროში არ იძებნება. 2018 წელს აუდიტის სამსახურმა 66 მლნ ლარის დარღვევა გამოავლინა.
გარეჯის თემა - დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტები როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხარისთვის მისაღებ ვადებში ჩავიდნენ.
ზაფხული მეტროში - 1-ელი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
მთავარი ინსპექტორი - პრემიერმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.
სამოსამართლეო მოთხოვნები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოითხოვენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას საბჭოს წევრი თამარ ონიანი ჩამოცილდეს.
ზელენსკისთან დამეგობრება - ვლადიმირ ზელენსკი მამუკა ბახტაძეზე - ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე.
არჩევნებიც - გია ვოლსკი - მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის კანონის საწინააღმდეგოდ და აქვს პოლიტიკური ამნეზია.
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილის გუნდელობა - ვლადიმირ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ხათუნა ლაგაზიძე - სააკაშვილი პოლიტიკისგან გამოძერწილი ადამიანია, ის თავად არის პოლიტიკა, ის ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებას ხელიდან არ გაუშვებს. რამაზ საყვარელიძე - ვიტალი კლიჩკოს შეთავაზება სააკაშვილისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ჩიხი და აქტიური პოლიტიკიდან გაყვანის პროცედურა. მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს.
პრემიერის გადადგომა - პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია