წლევანდელი ივნისის პირველი საქმიანი კვირა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - გიბრალტარს მოვუგეთ 3:0. თუმდა დღის მთავარი თემა სულ სხვა რამე იყო და ძირითადად ორი მიმართულების - პირველი გახლდათ ლილოში გაჩენილი ხანძარი და აჟიოტაჟი მის გარშემო და მეორე იყო მინისტრის საპარლამენტო მოსმენები, რომელიც ასევე ვრცელ თემად მოგვევლინა.
ხანძარი ლილოში - ღამის ხანძარი ამჯერად ლილოში. ე.წ. ჩინელების ბაზარში ცეცხლს 14 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. დაიწვა დაახლოებით 1000 კვ.მ. „ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელი ლილოში ხანძარზე - ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. „ლილო სითის“ დირექტორი ხანძარზე - დივერსიას არ გამოვრიცხავ - ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ ლაურა ღაჭავაზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა. ლევან ხაბეიშვილი ლილოში, ე.წ ჩინელების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენაში დივერსიას არ გამორიცხავს. „ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა - შოკში ვარ! - რაც შეეხება დივერსიას, არ მიმაჩნია ეს სწორად, ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს. „ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა ხანძრის ელექტროსადენებიდან გაჩენას გამორიცხავს. ლაურა ღაჭავა ზეწოლის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის განცხადებაზე - მოულოდნელად ისეთი რაღაც თქვა, რაც არ ვიცოდი - შენიშვნას მივცემ. გია ვოლსკი ლილოში გაჩენილ ხანძარზე - თუ დივერსიაა განხორციელებული, რასაკვირველია, ეს დივერსია არის ხელისუფლების წინააღმდეგ. „ჩაინა ლილო სითის“ არენდატორი - პროდუქციის ნაწილი იყო დაზღვეული, ნაწილი არა, მაგრამ თვითონ „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორია დაზღვეული იყო. „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი - დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა - უჩა მამაცაშვილი მე ხანძრის მიზეზებთან არ დამიკავშირებია, ის სხვა საქმეზე ვახსენე. დავით კოდუა - ზვიად ქირიას პირადი პრობლემები აქვს თავის ბიზნესთან მიმართებით - ეს ღაჭავა-კოდუებთან კავშირში არ არის. „ჩაინა ლილო სითის" მფლობელის იურისტი - პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ცუდი გარემოებები დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის ხანძრის ეს ფაქტიც. „ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ლაურა ღაჭავა - მთავარია, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას - თუ პასუხს არ მივიღებთ, იძულებულები გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ. ლაურა ღაჭავას განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად უცხოელ ექსპერტებს დაიქირავებს.
გოგონების დაბრუნება - ბორჯომში დაკარგული ორი მეცხრეკლასელი გოგონა, რომლებიც ზესტაფონში იპოვეს, პოლიციამ სახლებში დააბრუნა.
საქართველო რიცხვებში ანუ პრემიერი კალიფორნიაში - მამუკა ბახტაძე კალიფორნიაში საჯარო გამოსვლისას - შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, 8 000-ია, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში. მამუკა ბახტაძე - საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც “ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია საჯარო სამსახურში გამოიყენება მომსახურების მიწოდების მიზნით. რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში, მინდა, საქართველო ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე იყოს. ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს.
უვნებელი სურსათი - ლევან დავითაშვილი - თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ცნობადობის ამაღლება არის უმნიშვნელოვანესი.
თურნავა პარლამენტში - ნათია თურნავა - ვაპირებ ყველა კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი. რომან გოცირიძე - ეკონომიკის მინისტრთან იმდენმა საკითხმა მოიყარა თავი, ერთბაშად თუ გადავხედავთ, დავასკვნით, როგორი არასახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს. გიგა ბოკერია - ეკონომიკის მინისტრი მოწვეულია სხვა თემებზე და 20-წუთიან გამოსვლაში არც ერთ მათგანზე არ ისაუბრა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას. ნათია თურნავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. ნათია თურნავა პანკისის მოვლენებზე - მე ვგრძნობ შექმნილ პრობლემაზე ჩემს პასუხისმგებლობას. ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში. ნათია თურნავა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე - სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში იმისთვის, რომ მშენებლობა დაიწყო. „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არასდროს იქნება. არასდროს მეშინია ადგილზე მისვლის, მაღაროში ჩასვლის და ადამიანების შრომის პირობების უშუალოდ გაცნობის. მცირე ჰესებისა და განახლებადი ენერგიის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ სტანდარტზე ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს. გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 1 300 000 ოჯახს მიაღწევს. სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო აპატია. ნათია თურნავა მაღაროელთა გაფიცვის თაობაზე - კერძო ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, თვითონ ისწავლოს დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსცესები. ინვესტორებისთვის შეთავაზებებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც მოვამზადებთ. კომიტეტის სხდომაზე, გიგა ბოკერიას ეკონომიკის მინისტრის მისამართით კითხვებს ხმაური მოჰყვა. დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას - ძაღლიც არ ჭამს იმ სოსისს, რომელსაც ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებს აწვდიდა კომპანია. ნათია თურნავა - რომან გოცირიძე ჩემი ლექტორი იყო უნივერსიტეტში, ნამდვილად ვერ ვაწყენინებ. რომან გოცირიძე ნათია თურნავას - დღეს ჭიათურას თაღლითები და მთავრობის მიერ დასმული პირები მართავენ. ნათია თურნავა - 2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება. ნათია თურნავა რომან გოცირიძეს - მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე, ღია კარის მტვრევას გავს. სერგი კაპანაძე მინისტრს - ხომ არ გგონიათ, რომ ჭიათურაში პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კვაზი კორუფციული სქემა არსებობს, რომლითაც მმართველი პარტია კომპანიისგან ფულს „პარსავს“? ნათია თურნავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება პანკისში იყო სრულიან ადეკვატური, ზომიერი და პროფესიონალური. რაც შეეხება შიშებს - არიქა დაგვიპყრობს „გაზპრომი“, ბალანსი საჯაროა, შეგიძლიათ ნახოთ წლიურ მოცულობაში რა მცირე პროცენტს იკავებს რუსული გაზი. რომან გოცირიძე ნათია თურნავას - თქვენ ჩაიდინეთ უმსგავსო რამ. სახელმწიფომ იყიდა „გაზპრომისაგან“ გაზი და ერთი თვის წინ რუსული გაზი გაყიდეთ საქართველოში აუქციონის გზით. ნათია თურნავა - „ინტერაოს" წილი მთლიან იმპორტში 12%-მდე შემცირდა. რომან გოცირიძე ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. ნათია თურნავა „გაზპრომზე“ - რა თქმა უნდა, ნატურით გადასახადი ჯობდა მონეტარულ ფორმას.
ადგილის ტკეპნა ანუ ომბუდსმენის დღე - ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ. ომბუდსმენი - ვფიქრობდით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გასვლის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა და ეს იყო ლონდა თოლორაია. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ODIHR დათანხმდა ომბუდსმენის მოთხოვნას და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს.
კორუფციონერი ტერეზა - გრიგოლ ვაშაძე - დედა ტერეზაც რომ შეიყვანო პარლამენტში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ისიც კი კორუფციონერი გახდება.
საზღვარგარეთულები:
სამშობლოში დაბრუნება - 10 უკრაინელი ბავშვი თბილისიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ნატოს მდივანი საკუთარ ფანებში - დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივანი მისი ფანია.
უარი კლიჩკოს - მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, გახდეს მისი პარტიის თავმჯდომარე, უარს ამბობს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია