ღმერთის რწმენა და ძალაა, თან ისეთი ძალა, რომელსაც მთის გადადგმაც კი შეუძლია. ყველაზე დიდი და ძნელად აღქმელი ლაქა, რაც კი ოდესღაც ჩვენ სულს და თავს დამართნია, რწმენის შესუსტებაა, ანდა საერთოდ მისი დაკარგვა შემოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ქმნილებით დაინტერესება და მისი სწორად შეფასება კომპეტენტურ პირთა მიერ – მკითხველს ვგულისხმობ, რასაკვირველია.
გულახდილად მოგახსენებთ– დღეს მკითხველის ინსტიტუტი, ფაქტიურად, სულს ღაფავს. ლიტერატურასთან შეხებისას ტექსტის ზედაპირული ანამნეზის დადგენა, ზერელე დასკვნების გამოტანა, სულიერი თვალის დახშობა– არა იმიტომ, რომ სახარებისეულ სიბრძნეს ნაზიარებმა რაიმე საცდური აიცდინოს, პირიქით, ნებაყოფლობით იტვირთოს სიბრმავე მოყვასის ტკივილებისაგან გასაქცევად, ეგოცენტრიზმს დამონება და შურსა და უსიყვარულობაში დამკვიდრება, სწორედ ის "სამკაულებია", ასე "თვალისმომჭრელად" რომ ბზინავენ ვაიმკითხველთა მანტიებზე.
"არ ვუსმენ "ხალხს" და მათი რწმენა არ გამაჩნია"– ამბობს ლექსის ლირიკული გმირი და პესიმიზმისგან თავის დასაღწევად, მიწიდან ცისკენ განაგრძობს მზერას: "ღმერთი მოვძებნო? ამ ბოლო დროს ესეც დამჩემდა".
ადამიანს მხოლოდ შინაგანად თავისუფალ პიროვნებას ხელეწიფება სწორი გადაწყვეტილების გაკეთება.
სამყარო კი ძნელად აღიქვამს და ცნობს, ანდა როგორც უცხო სხეულებს, ისე იშორებს ურჩ და თამამ შვილებს, რათა მათი სიტყვა, და ხმა ნელ–ნელა ჩაიძიროს უფსკრულში. ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქრო არაა. ეს ღვთისგან ბოძებული საჩუქრის ტალანტის სამუდამო დაფლვის საშიშროების მაუწყებელი გონგია. წყვდიადის გაფანტვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ დიონისეს ძალუძს: "ნელ–ნელა ვთვრები, მხოლოდ ამ დროს თუ ვარღვევ დუმილს"– ვკითხულობთ ლექსში.
ლირიკულ გმირს არც სიტყვის თამამად გაცხადების უფლება აქვს, მან თავისი არსებობით მყუდროება არ უნდა დაურღვიოს პატივდებულ გვამებს, ცხოვრების ნებიერთ, რომელთა რისხვა მყისიერი და გარდაუვალია: "ჩურჩულზეც კი ტყვიები მხვდება".
როცა მგლურ კანონებზე გაზრდილი ბრბო მხოლოდ იმაზეა დაგეშილი, რომ კუთხეში მიგიმწყვდიოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაგიგო, არ გაღიარა, ვერ შეგიყვარა, იძულებული ხარ ჩამოიგლიჯო დედამიწის ბინადრის სულისშემხუთველი ნიღაბი და თუნდაც ცალი ფრთით (ან სულაც– უფრთოდ!) გააღწიო საზღვრებს მიღმა.
მანამდე კი, ჯერ სხეულში ჩაშენებული ტკივილის გისოსებს ამტვრევინებ ბასრ ლექსებს, შემდეგ სევდის ფესვიანად ამოძირკვას ლამობ და ვინც უკან, ამ სამყაროსკენ გახედებს, თვალცრემლიანი დედაა, ის ერთადერთი, ვისაც ყველანაირი უყვარხარ... ყველანაირს გიტანს როგორებიც ვართ და ისეთივეს გღებულობს...
ის, რომ სხეული მიწისაა, მას ეკუთვნის და მასვე უნდა დაუბრუნდეს. სული მუდამ ზეცის ძიებაშია.
მუსიკის ჰანგები მშველელის როლს იძენენ. ტკივილით განსხეულდები მასში და უსმენ "მეფეს, ანდა უსმენ ჩარკვიანს", რომელსაც მისტიკური სიმშვიდე მოაქვს... "კვდომა", უცნობ ღმერთში გარდასახვის სურვილი... და კიდევ ერთი გადარჩენილი სულის მობრუნება "მამისეულ სახლში", უძღები ძის დარად, მავედრებელი მზერითა და დუმილზე დამყნობილი მაცოცხლებელი სიტყვებით:"არ დამივიწყო, ღმერთო!"
ეს უკვე სიცოცლეზე ბევრად მეტია!
ავტორი: ლევან ფხაკაძე
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია