პირბადეების ახალი ვალდებულება, უსამაჯურო მელია და არჩევნების მარცხის პოზიციები

      ზამთარი მოდის, სვანეთში უკვე მოთოვა და ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ბარში 3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. ბუნების აციების პარალელურად, ჯერ-ჯერობით მხურვალებაა პოლიტიკაში და კვლავ არჩევნების შედეგების პროტესტია. ნიცას შემდეგ ვენაში მოხტა ტერაქტი. კორონას ახალი შეზღუდვები დაიწყო რადგან შემთხვევების მატებაა - ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, ჯარიმა კი 20 ლარია. კოვიდზე დადასტურებული შემთხვევა - 44522, გამოჯანმრთელებული - 28633, გარდაცვლილი - 362, კარანტინში - 3080. დოლარმა ისევ მოიმატა - 3.2988 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც თბილისში 650, აჭარაში - 506, იმერეთში კი 324 შემთხვევა გამოვლინდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა. განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, 4-დან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდათ, შემუშავდა სია, რომლის მიხედვით მოხდება ვირუსზე თანამშრომელთა ტესტირება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა. სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს. გამოიკვეთა შემთხვევები, როცა ოჯახის ექიმს პაციენტთან დარეკილი არ ჰქონდა, არის შემთხვევებიც, როცა პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება. ამირან გამყრელიძე - ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს და გააჩერებს, მაგრამ ყველამ კეთილი ვინებოთ, დავიცვათ წესები. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      არჩევნების მეორე მხარე - მარცხის პოზიციები - მიხეილ სააკაშვილი - თუ ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის. დავით ბაქრაძე სააკაშვილზე - უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება - თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას. სერგი კაპანაძე - ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, სამი ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. ვახტანგ ძაბირაძე - ვინმეს მოსწონს თუ არა, რეალობაა, რომ მიშაა მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამაზე საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში ბზარი შეიტანოს. ეკა ბესელია - იმედია, არავინ აღმოჩნდება ისეთი, ვისაც შეიძლება ნებისყოფამ უმტყუნოს და „ქართული ოცნების“ დაწერილი ციფრებით დანიშნული პარლამენტის მონაწილე იყოს. სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების გამოქვეყნებულ არც ერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. ვახტანგ ხმალაძე - ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის. სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის წინააღმდეგ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დააწესოს. ირაკლი ოქრუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერავინ განდევნის. გიორგი ვაშაძე - არასწორი იყო ის რიტორიკა, რომელიც წამოიწყო გუბაზ სანიკიძემ, არაფერ შუაში არ იყო იქ კონკრეტულად სააკაშვილის კომპონენტი, პოლიტიკა წყდება აქ. ეკა ბესელია - არავინ უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც აღმოჩნდება მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის“, ეს ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პუნქტია. ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება წერტილოვანი ინციდენტი იყო - ოპოზიცია აბსოლუტურად კონსოლიდირებულია. ირმა ინაშვილი - ჩვენ არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას! ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბერს, 17 საათზე. დავით ბაქრაძე - არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, აქცენტია, რომ კონკურენტული იყო, კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც. ნინო ბურჯანაძე - მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1%-საც კი არ დაწერდნენ - ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო არის მისი ბოსტანი, ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. მაია ცქიტიშვილი - პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ნამდვილად ვაჩვენეთ დიდი სამოქალაქო შეგრძნება და პასუხისმგებლობა, როდესაც მოსახლეობის 56% დაესწრო არჩევნებს. გიგი უგულავა - ამაყი ვარ, სრულიად ოპოზიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო - ყველაზე გვიან გაზაფხულზე, ეს პარლამენტი თავისით ჩამოიქცევა. თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია, მას აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ახლა ცდილობს, რაიმე მეთოდით მაინც დაადუმოს ოპოზიცია. ზაალ უდუმაშვილი - შტურმი იყო საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო და ახლა ჩვენი დამკვირვებლების სამართლებრივი დევნა დაიწყეს. თინა ბოკუჩავა - არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობას. გაერთიანება “ერთად არჩევნებისთვის“ - მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ. თამარ კეკენაძე - ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოჰპარა. „სოციალ - დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ - შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მამუკა მდინარაძე - სურათი ძალიან ნათელია, ოპოზიციაში აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც აჩვენა. ბადრი ჯაფარიძე - ვასაჩივრებთ და ოქმების გაუქმებას ვითხოვთ, თუ დაკმაყოფილდება, ეს ვითარებას ცვლის - ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არ შესვლა. სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნების დოკუმენტირებულ დარღვევებზე რეაგირებაა საჭირო.

      არეულობა ცესკოსთან - ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ. ცესკო-ს შენობასთან აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. აქციის პარალელურად, ცესკო-ს შენობაში შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      უსამაჯურო მელია - პროკურატურამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელია - გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები. გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება „გონს მოუხმობს“ და ნიკა მელიას არ დააკავებს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვდა. მაია ცქიტიშვილი ნიკა მელიაზე - პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს - სასამართლოს და მოდით, ამ სასამართლომ გადაწყვიტოს. ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელიას დაკავება ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება - ხელისუფლება ყველას ვერ დაგვიჭერს. ზაალ უდუმაშვილი - ნურავინ იფიქრებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით პროცესების განეიტრალება მოხდება, პირიქით. გიორგი კახიანი - არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ნიკა მელია არჩევნებში დამარცხდეს სამართლებრივი რეგულაციების პირობებში. ადვოკატი - სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე - ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას. ნიკა მელია - აღიარეს, რომ წელიწადნახევარი სამაჯური ტყუილად მეკეთა - ადრე უნდა მომეწყვიტა და მომეშორებინა. ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლომ მელიას გირაო გაუზარდა, პასპორტი არ დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯური მოუხსნა. ადვოკატი - ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი.

      რურუაზე თავდასხმა - არჩილ თალაკვაძემ სალომე სამადაშვილის მოთხოვნა, გიორგი რურუას ციხეში მონახულების შესახებ, დააკმაყოფილა. გლდანის N8 დაწესებულებაში, გიორგი რურუას პატიმრების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით კითხავენ. გიორგი რურუა მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. გლდანის N8 დაწესებულებაში გიორგი რურუა პატიმრების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოიკითხა.

      ფული - ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. საქსტატი - ერთი წლის განმავლობაში თევზეული 10%-ით, ზეთი და ცხიმი 17.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.8%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6%-ით გაძვირდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - საფრანგეთში კორონავირუსის 52 518 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 1 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 18 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 355 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 84 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 557 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 242 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა.

      ომი მთებში - ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევთან ისაუბრა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ღამის განმავლობაში საბრძოლო ოპერაციები აღდაბედის, ხოჯავენდის, ზანგილანისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ტყეების განზრახ დაწვაში ადანაშაულებს. სომხური მედია - აზერბაიჯანი ქალაქ შუშის დასაბომბად კასეტურ ბომბებს იყენებს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის პროვოკაციის შედეგად, დაღუპულია 91 და დაშავებულია 405 მშვიდობიანი მოქალაქე.

      ამერიკა დღეს პრეზიდენტს ირჩევს.

      თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

      ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ცენტრში, სადაც სინაგოგა მდებარეობს, თავდასხმა მოხდა. მომხდარი ქვეყნის შს მინისტრმა „ტერორისტულ აქტად“ შეაფასა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანია დაღუპული. ვენის პოლიციის უფროსი - თავდასხმის შედეგად დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე, ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი. ემანუელ მაკრონი - ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ ვისთან აქვთ საქმე, ჩვენ არაფერს დავთმობთ! შარლ მიშელი - ევროპა მკაცრად გმობს ავსტრიაში ჩადენილ მხდალ საქციელს. დონალდ ტრამპი - აშშ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის გვერდით დგას. მაიკ პომპეო - აშშ მკაცრად გმობს ვენაში მომხდარ თავდასხმას. ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გიორგი გახარია - საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. სალომე ზურაბიშვილი ვენაში განხორციელებულ თავდასხმაზე - ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ. სებასტიან კურცი - ეს არ არის ბრძოლა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ეს არის ბრძოლა ცივილიზაციას და ბარბაროსობას შორის. რომის პაპი - მწუხარებას გამოვხატავ ვენაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, კმარა ძალადობა!

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 425

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

George: ნოემბერი 4, 2020||12:00am

მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში 19 000(ცხრამეტი ათასი!!!) კაცი ბურჯანაძეს შემოხაზავდა = *ნინო ბურჯანაძე - მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1%-საც კი არ დაწერდნენ*

ლაშა: ნოემბერი 4, 2020||12:27am

რა პირობითია ეს სამყარო - ნებისმიერ საჯარო სამსახურში (ზოგჯერ კერძო სექტორშიც) ითხოვენ ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ამ უკანასკნელის წარდგენის შემდეგ კი, თუ ნასამართლევი ხარ, 99%_ით უარით გისტუმრებენ. არადა, ამ არჩევნებში კანონმდებლის მანდატისთვის არაერთი ნასამართლევი იყრიდა კენჭს. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters