აკრძალული თამბაქო, ბიძინას მეორე რაუნდი, ძიუდოისტები და პრეზიდენტთან ჩანიშნული დებატები

      მოწევის მავნებლობით დაიწყო გაზაფხულის ბოლო თვე - პირველი მაისი. თამბაქოს სიამტკბილობაზე საუბრობდნენ და აკრძალვების თუ ნებადართვების ადგილებიც დაამტკიცეს. ასევე, დღის აქტუალური თემა იყო პოლიტსაბჭო ქართულ ოცნებაში, პოლიცია, ევროდახმარება და მომიჯნავე თემები. დღის დასასრულს, ერთი მარგალიტიც გამოჩნდა - გუგული მაღრაძე - ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 მაისი, 2018 /

      თამბაქოს აკრძალვა - გაშლილ მდელოზე თუ მოწევთ, თორემ ისე, თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. თუ მინდორს ვერ იპოვით, შეგიძლიათ თავი დააჭერინოთ, რადგან მოწევა ნებადართულია აქ: ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზებული ლაბორატორიული დანადგარი, პენიტენციური დაწესებულება, ნებართვის საფუძველზე მოწყობილი სიგარაბარები, სამორინე, აეროპორტის სატრანზიტო ზონა და წინასწარი დაკავების იზოლატორი. შენობებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი წარწერების გამოკვრა სავალდებულოა. ღერებით აღარავინ გაყიდის სიგარეტს - დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა აიკრძალა და 150 ლარის ოდენობით დასჯადი ქმედება გახდა. შენობებში თამბაქოს მოწევა 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება - 1000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თამბაქოს მოწევის დემონსტრირება აიკრძალა. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი სპონსორობა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ძალაში შევიდა ჯარიმა სიგარეტისგან გამოფრქვეული ნივთიერებების დასაშვები ნორმების დარღვევაზე და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე. რომან გოცირიძე - შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის პროცესს მხარდაჭერა უნდა და არა ჯიბრში ჩადგომა. დავით სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. არჩილ თალაკვაძე - შეიძლება ითქვას, რომ საქართველო შევიდა ევროპულ ოჯახში თამბაქოს მოხმარების სტანდარტებთან მიმართებაში. აკაკი ზოიძე - 15 წლის განმავლობაში 3,6 მილიარდი ლარის სარგებელს მიიღებს ქვეყანა დანაკარგების აღმოფხვრით, რომლებსაც თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებები, თუ პროდუქტიულობის დაკარგვა იწვევს.

      თამბაქო ერთადერთი პრობლემა არ არის გამონაბოლქვის მიმართულებით - გიორგი ჩერქეზიშვილი - საქართველო სრულად იზიარებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისა და გამონაბოლქვის ნულამდე შემცირების კონცეფციას.

      უვიზო ევროპა - ვახტანგ მახარობლიშვილი - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უზრუნველყოფს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას.

      აზიელი ფაროსანის დაბრუნება - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება.

      გადადგომა ძიუდოში - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ზურაბ ზვიადაური - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

      ომბუდსმენის ტელეკომენტარები - ნინო ლომჯარია - სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი. ომბუდსმენის ინფორმაციით, მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა. ნინო ლომჯარია - შემაკავებელი ორდერის გამოცემის მაჩვენებელი მომატებულია, მაგრამ ორდერი უნდა იყოს რეალურად დამცავი.

      ამერიკა ჩვენს გვერდით - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. მიხეილ ჯანელიძე - აშშ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და გარანტი საერთაშორისო ასპარეზზე.

      ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროში - ორი ერთის ნაცვლად - ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებად ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა დაინიშნენ.

      დებატები პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ანონსები - გიორგი აბაშიშვილი - პოლიტიკური განცხადებით კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ დებატებს. გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. ეკა ბესელია - დებატებისას კითხვები და აქცენტები იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების და მანდატის გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე. გია ვოლსკი - შევეცდებით, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები იყოს საქმიანი.

      შიდასაოცნებო სამზარეულო - გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. გედევან ფოფხაძე - მე ვერ ვხედავ ჩემი ყოფნის აუცილებლობას ახალ პოლიტსაბჭოში, უპრიანი იქნება, რომ სხვა ადამიანები იყვნენ იქ წარმოდგენილი. სოფიო კილაძე - პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს. ნუკრი ქანთარია - ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში რჩება. ეკა ბესელია - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლება საჭიროა. არჩილ თალაკვაძე - პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან, მომავალში მისი წევრები იქნებიან, თუმცა ასევე ახალი წევრებიც შევლენ. თემურ ჭკუასელი - “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. კახა კალაძე - პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა.

      მივხედოთ პოლიციას - გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფო პოლიციელების საცხოვრებელ და სახელფასო პირობებს ეტაპობრივად გააუმჯობესებს. პრემიერი - ძალიან მახარებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობს. გიორგი გახარია - საპატრულო პოლიცია ზრუნავს არამხოლოდ მართლწესრიგზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კომფორტზეც. შსს-მ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.

      ვარდების ნაცვლად დემოკრატიული რესპუბლიკა - თბილისის საკრებულო „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედნის დარქმევის ინიციატივით გამოდის.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიოს ცხელი ამბავი - ავღანეთში „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტი მოკლეს.

      საიდუმლო იარაღი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი ბირთვულ იარაღს საიდუმლოდ აწარმოებს. მაიკ პომპეოს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამჟღავნებული სადაზვერვო ინფორმაცია ავთენტურია.

      ახალი არჩევნები სომხეთში - ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი და სომხეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად დარჩებიან.

      ცეცხლმოკიდებული მრავალი სართული - ბრაზილიაში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 302

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

vako: მაისი 2, 2018||2:43pm
რაღაც ეს პოლიციელებზე აქცენტირება არ მომეწონა,რაც ალბათ უნფა ნიშნავდეს ,რომ ცუდი ამბები იწყება და პოლიციიური ქვეყნის წინაპირობაა, მიდით არ დაინდოთ არ შეგეშინდეთ თქვენ გვერდზე ვართ :)))))) ჩაივლის არჩევნები და მიიღებენ ალბათ რამდენიმე კანონს რაც დაავალეს ან რლგებრტე ქორწინებას დააკანონებენ და შვილის აყვანის ნებას მისცემენ ან რამე მსგავსი ნუ სამუშაო ადგილები ტო არ იქნება და ისევ ფულს შეჭამენ ეგ იასნა :,DD
vako: მაისი 2, 2018||3:05pm

ნამდვილად კახა ნამდვილად ეგ კიარა გუშინ ჰავლაბარში გავიარე და ნამდვილი ზეიმია ყველა ეზოდან სომხური სადღეგრძელოები და მუსიკა ისმოდა და არემარეს ათრთოლებდა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters