რელიგიური გრძნობების დაცვა, მოზარდების საქმე, ნატომოსურნე საქართველო და სირიამობეზრებული ტრამპი

      შედარებით მშვიდი და შეფასებებით დატვირთული დღე იყო. ნაწილი ევროპას აფასებდა, ნაწილი სომხეთს, ვიეთნიმე პრეზიდენტს და ვიღაცეები რელიგიურ გრძნობებს. დიახ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონით დასჯა შეიძლება დაწესდეს, თუმცა ჯერ არავინ იცის რომელია ეგ გრძნობები. სხვა მნიშვნელოვანი ამბები ნატოს უკავშირდებოდა, მოზარდების მკვლელობის გამოძიებას და სომხეთს.

უერთდებით მილოცვას და გულითადად მოგილოცავთ Qwelly-ს დაბადების დღეს!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 აპრილი, 2018 /

      თავმოწონებები ნატოსთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის - ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ირაკლი სესიაშვილი - ნატოს სემინარზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს პოლიტიკის მსგავსი მიდგომები გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნებშიც. არჩილ თალაკვაძე ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტი საქართველოში უსაფრთხოების მდგომარეობაზე იმსჯელებს. მიხეილ გიორგაძე - ევროკავშირის მიერ 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადებას საქართველოც უერთდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარზე საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

      საზღვაო სეზონზე ზრუნვა - მაია ცქიტიშვილმა კომპანიებისგან ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაციის და ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოებზე ვადაგადაცილების გამო განმარტება მოითხოვა.

      ისნის სპეცოპერაციიც კვალზე - პროკურორი - მოწმეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ შოაიფ ბორზიევი დაკავებისას მათ წინააღმდეგობას უწევდა და ემუქრებოდა. ადვოკატი - ბორზიევს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

      ვიზები, დაუთმობელნი - ლინას ლინკევიჩიუსი - გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს. ლინას ლინკევიჩიუსი - საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი.

      განათლება - ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის.

      შპარგალკიანი ხელისუფლება - ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ტელევიზიაში „შპარგალკა“დარჩათ, სადაც ეწერა „პრეზიდენტი არის მავნებელი“.

      შიდასაუმრავლესობო ამბები - გედევან ფოფხაძე - რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი - ახლა მე უმრავლესობის სხდომას ველოდები.

      ჰაერის მონიტორინგი გვაქვს! - საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა.

      ბრიტანული გამოძიება თბილისში, ალბათ სკოტლანდ იარდი? - საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ. ხორავას ქუჩაზე მცხოვრები - დავინახე, რომ ერთი მოზარდი ჩაიკეცა, ეს იყო დავით სარალიძე, თუმცა, ვისთან ჰქონდა კონფლიქტი, ეს ვერ დავინახე. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი“ გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინა. ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა - ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ჩემს შვილს. მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნით იდენტიფიცირებულია დანა, რომლითაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ადვოკატი - მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არა ერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ისინი პასუხისგებაში მიცემულები არ არიან. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი პირის მკვლელობაში არ მიუღია მონაწილეობა.

      რელიგიური შეურაცხყოფა! - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. სოფიო კილაძე - აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. დავით მათიკაშვილი - არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ რთულ საკითხს, რაც ეხება ბეჭდვით თუ სხვა მედიასაშუალებებში ისეთ გამოხატულებებს რელიგიასთან მიმართებაში, რაც შეურაცხყოფას აყენებს იმ სათუთ გრძნობებს, რომელიც არის ძალიან ინტიმური ადამიანისთვის. გედევან ფოფხაძე - სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანის რელიგიური გრძნობები.

      ყაჩაღობა ფერმში - სოფელ ფერმის მკვიდრი - სამმა კაცმა დაგვაყაჩაღა, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს დასერილი - წაგვართვეს ფული, ოქრო.

      კანდიდატები - ორი უკვე ცნობილი, გირჩის პრეზიდენტი ჯაფარიძე იქნება, ლეიბორისტების ნათელაშვილი. დავით უსუფაშვილი - დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში.

საზღვარგარეთულები:

      სომხური სიახლეები - ფაშინიანი - ხალხის რჩეული ახალი პრემიერი უახლოეს კვირაში უნდა დაინიშნოს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება. ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთს საგარეო კურსის რადიკალური ცვლილება გაუჭირდება. დიმიტრი პესკოვი - სომხეთი ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდება. ექსპერტი ალექსანდრე ისკანდერიანი - რაც ერევანში მოხდა, ხავერდოვან რევოლუციას ეძახიან, ყველაფერმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა. ალექსანდრე ლუკაშენკო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს - გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა? ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს.

      მსოფლიოს ბურჯები? - ემანუელ მაკრონი - საფრანგეთსა და აშშ-ს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

      ანტირუსული მსოფლიო - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ.

      დონალდ ტრამპი - მსურს გამოვიდე სირიიდან, მსურს დავაბრუნო ჩვენი შესანიშნავი მებრძოლები სახლში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 221

ტეგები: qwellynews, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters