ღამე კი საწერად მოუგონია შემოქმედს, მაგრამ დღევანდელ საღამოს, თუ ასეთი პოსტის წერა მომიწევდა, არც წარმომედგინა. პატარა ადამიანების ამბავი მგონია და მეტი არაფერი, ან უბრალოდ მთელი საქართველო მაია ასათიანად გადაიქცა დღეს(აც). სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ერს მრავალ სხვა და ზოგიერთ უკურნებელ დაავადებათა შორის კიდევ ერთი სჭირს - ყველა ოლიმპიელის ისტორიას თან მოჰყვება ამბები მათ გაჭირვებაზე, ღარიბ ცხოვრებაზე, პირობების არ ქონასა და სხვა, და ეს რომ იყოს მარტო შიდა, ოჯახური ან სამეზობლო-სამეგობრო გარჩევა კიდევ არაფერი, მაგრამ როცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით საჯარო ხდება და სხვადასხვა ენებზეც ითარგმნება, უკვე სერიოზული პრობლემაა. ალბათ, აქამდე იმიტომ არ ვწერდი ამ ყველაფერზე, რომ ასე ახლოს ჯერ არ მოსულა ეს ამბავი და არც ასე გავუბრაზებივარ, თან როცა საქმე, ახლობელ და საყვარელ ადამიანს ეხება, ემოციებიც ორმაგდება. დღეს, ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ თავად ფინალისტი, დიდი სიხარულის მიზეზი, ზაზა ნადირაძე წერდა:

Qwelly, ბლოგ, ქველი, ზაზა ნადირაძე, სოციალური ქსელი, ინტერნეტი, ერი

      ჩემი შეკთხვა სტანდარტულია და ხშირად გახმიანებულიც - რა გჭირთ ხალხო? რა დაგემართათ? ტვინი და გონება სულ გამოგელიათ? ვინ გთხოვათ ან ვინ დაგავალათ შოუს დადგმა? როგორ გგონიათ ზაზას მეგობრები არ ჰყავს? ახლობლები? ძმა-ნათესავები? რომელ მათგანზე მეტად გაწუხებდათ ის ფაქტი, ზაზა მუშაობდა თუ არა მშენებლობაზე თუ მტვირთავად თუ კიდევ რავიცი, რა წერეთ და რა აქვეყნეთ დღეს. ადამიანმა მოახერხა და საქართველოს სახელი საუკეთესო ხუთეულში მოახვედრა სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ათწლეულები არაფერი მსგავსი არ გვქონია. უზომოდ ამაყი უნდა იყოს თავადაც და უზომოდ უნდა ამაყობდეს მთელი ქვეყანა და ამ დროს მხოლოდ ის ესმის, რომ ლუკმა-პური, გაჭირვება, საკუთარი ხელით გაკეთებული სავარჯიშოები, უნიჩბობა, უნავობა, უხელფასობა (ზოგიერთი ისეთი დაწერეთ, არ ვიცი სად დაგესიზმრათ) აქვს გამოვლილი. რა ჯანდაბად სჭირდება ეგ ყოველივე? მაგარ იმიჯს უქმნით ხო? მომდევნო ოლიმპიადაზე ალბათ, უფრო დააფასენებ ასეთი წარსულის გამო და 2 წამს დაუკლებენ ან 200 მეტრიანის ნაცვლად, 130 მეტრს გააცურინებენ ან იური და სანტოსი ეტყვიან - ძმაო, არ ვიცოდით, თორემ რიოშიც მოგაგებინებდითო და ახლა ხომ შენია ოქროც, ვერცხლიც და ბრინჯაოცო. ააა, ვიცი, ვიცი, თქვენი პოსტები ხო მიმართულია ჩვენი ქვეყნის მთავრობისკენ და სპორტის სამინისტროსკენ, ნიჩბოსნობის ფედერაციისკენ, რომ მეტად შეუწყონ ხელი ნიჭიერებს. კი, რა თქმა უნდა, ასეა. დიდ საქმეს აკეთებთ მომავალი თაობებისთვის.

      კაცმა მთელი საქართველოს სახელი ოლიმპიადაზე აზეიმა და თქვენ საქართველოს სახელს მთელი მსოფლიოს გასაგონად ინტერნეტში ნეხვში სვრით! თუ გგონიათ, თქვენი ქართულად დაწერილი პოსტები, ინგლისურად არ ითარგმნება? ან ერთი-ორია ისეთი სააგენტო, რომელიც მნახველებისა და ლაიქების გამო, დედას და მამას გაყიდის და იმას რაც მართლა აქვს ზაზას გამოვლილი, ზემოდან კიდევ 50 უტრაგიკულესი ამბავი არ დაემტება? ნუთუ არ უნდა შეეშვათ ამ ისტორიებს ღარიბი ხალხის მომენტალურ წარმატებაზე? რით ვერ ტვინავთ რომ ეს ბლეფია და ზაზა იმის გამო კი არ გავიდა ფინალში, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდა და რაიმეს დამტკიცება უნდოდა, ან იმიტომ კი არ დააკლდა გამარჯვებამდე სულ მცირედი, რომ უკეთესი პირობები არ ჰქონდა, არა! ზაზამ იმიტომ გაიმარჯვა რომ ნიჭიერია და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის და მორჩა, აქ მთავრდება ყველაფერი! ახლა არ დაიწყოთ, ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ხელშეწყობა უნდაო - დაივიწყეთ ეს სისულელეები, ნამდვილად ნიჭიერები ყოველთვის აღწევენ წარმატებას და აღარაა საჭირო ეს სხვისკენ ხელის გაშვერა. მდიდარი იყო დალი და ხატავდა, უკიდეგანოდ ღარიბი იყო ფიროსმანი და ხატავდა, ორივე გენიოსია იმიტომ რომ ნ ი ჭ ს   ა რ   უ ღ ა ლ ა ტ ე ს არაფრის გამო (მრავალ ნიჭიერ მუსიკოს-პოეტ-მწერალ-ხელოვან-სპორტსმენისგან განსხვავებით). ეგეც არ იყოს, თუ ამდენი იცოდით მისი ცხოვრებისეული პირობების შესახებ, დადგომოდით გვერდით ვიდრე ოლიმპიადიდან გაგვახარებდა. განსაკუთრებით ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლოს იცნობენ ზაზას და მაინც წერენ: "იცით, კი, მართლა ასეთი მდგომარეობა ჰქონდა" - ყოჩაღ, რა კარგები ხართ, თქვენ შემოგევლეთ მე! 

      იცით, ზაზას და მის ოჯახს ბავშვობიდან ვიცნობ და მის ძმასთან დიდი ხნის, სკოლის მერხიდან მოყოლებული მეგობრობა მაკავშირებს. ამ ოჯახის არცერთ წევრს, არასოდეს, ერთხელ არ წამოსცდენიათ იმაზე წუწუნი, რასაც თქვენ ასე გაიძახით და რაზეც "გული გტკივათ". ყველაფერს სწავლა კი სჭირდებაო, თურმე სიხარულსაც და მის გამოხატვასაც სწავლა სჭირებია, მაგრამ ეს ნამეტანია ხალხო, ნამეტანი! ეგ ისტორიები, მერე დაწერეთ, ზაზა რომ პენსიაში გავა და ჩვენს შვილიშვილებს დასჭირდებათ, სტიმულის მიმცემად, რამე ამბავი. აი, მაშინ მოუყევით, რომ ჩვენ გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც გაჭირვებაში გაიზარდა, მაგრამ შრომისმოყვარებით ყველაფერს მიაღწია!

      მაგრამ ყველაზე უცნაური იცით რა არის, ამხელა ტექსტი დავწერე და ახლა მეღიმება - რისთვის ვწერ? რა აზრი აქვს ამ პოსტს? ააა, ვიცი ვიცი, წაიკითხავენ ისინი, ვინც ზაზას ისტორიებს იგობენდა და აღწერდა და შერცხვებათ და მეორედ აღარ გააკეთებენ მსგავს რამეს?! წაიკითხავენ ჩემს პოსტს, ვაიმე ეს რა მივქარეთო და აღსარების რიგებში დადგებიან? რისთვის ვწერ, რა შეიცვლება ამ ყველაფრით? პასუხი უსიამოვნოა - არც არაფერი!!! მაგრამ დღეს...

      დღეს ფერისცვალება გათენდება, უდიდესი და უბრწყინვალესი დღე მთელი სამყაროსთვის, მთელი შესაქმესთვის .... და ასე დროს წერა მიწევს ისეთ უმდაბლეს თემაზე, როგორიცა "სხვის პირად ცხოვრებას შეეშვი ერო!".

      გილოცავთ ფერისცვალებას! დღეს მაცხოვარმა სამყაროს აჩვენა ღმრთაებრიობა, დღეს მაცხოვარი შესაქმესთვის განცხადდა და აჩვენა, რომ არასოდეს მიუტოვებია საკუთარი ქმნილება და არც მიატოვებს, რადგან უყვარს ის და ისე ძლიერ უყვარს, რომ ახლა მხოლოდშობილი ძე ღმრთისა დგას თაბორზე და იცის, რომ თაბორის შემდეგ, გოლგოთაა!

ფერისცვალება განეცადოს ჩვენს სულს, გულსა და გონებას.

ნახვა: 448

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ერი, ერის_გასაჭირი, ზაზა_ნადირაძე, ინტერნეტი, ოლიმპიადა, ქველი

ლაშა: აგვისტო 20, 2016||11:51am

როგორც პოსტის დასაწყისში დავწერე, მარტო ერთი სპორტსმენის ამბავი არ არის ასეთი, ყველას ეს ბედი აქვს. ოქროს მედალოსნობა, ჯერ გააზრებულიც არ ჰქოდა ლადოს და მთელს ერს, რომ კომენტატორები უკვე იმაზე საუბრობდნენ, რა გაჭირვებაში გაიზარდა ლადო, უმამოდ და ა.შ. )) 

დიაგნოზი მართლაც სავალალოა, პატარა ერის კომპლექსიც არ არის, პატარა ადამიანების კომპლექსი მგონია, როცა ადამიანების დასაფასებლად არ გვყოფნის მისი ოლიმპიური ჩემპიონობა და დამატებით გვჭირდება მისი წარსულის გამოქექვა, ოღონდ ამ წარსულში უნდა იყოს ამბავი სიღარიბეზე. ჰოდა, ასეთი ერი არც იმსახურებს ჩემპიონებს, დასანანია, მაგრამ ფაქტი ასეთია! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:The Ultimate to EA FC 26 New Skill Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am 0 კომენტარი

FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters