დარწმუნებული ვარ თქვენც მოგისმენიათ, თუ არ გითქვამთ კიდეც, რომ სიკეთე გადამდებია. არ ვიცი, ვის გადაედო ან ვინ გადასდო, მეტიც, სამყაროში ერთადერთი კეთილი კაცის ისტორია სულ სხვა რამეებს გვეუბნება და შესაბამისად, როგორც სხვა ბევრი ფრთოსანი და მოფარფატე ფრაზა, ესეც სადღაც, კოსმოსში გამოკიდებული მგონია, მაგრამ ცდად ღირს. ქველნი ვართ და მნიშვნელოვანიც მგონია ისეთ ქველობაზე ვისაუბროთ, რომელიც მაინცდამაინც კამერებისთვის არ შემდგარა და ვინაიდან თავად მსურველებს არ მოუწადინებიათ, არც მე ვაპირებ მათი მარჯვენა-მარცხენა ხელთა სიკეთის გადასხვაფერებას და სააშკარაოზე გამოტანას სახელებითა და გვარებით (ნაცნობებმა ისედაც იციან ეს ამბავი).

      მცხეთა რომ იტალიის გულს, რომს ეჭიდავება სიძველით, ისტორიით და ხანდახან სიწმინდით, ახალი ამბავი არ არის. ანტიკური ქალაქი, მაკედონელის მსტოვრები, სადღაც პომპეუსიც, კვართი, და ათასი სხვა დახასიათების შემდეგ, რა გასაკვირია რომ ტურისტების ნაკადი არ წყდება მცხეთაში, მაგრამ იშვიათია ტური, რომელიც მოიცავს ბავშვთა სახლის მონახულებას. ჩემი ერთი ახლობლის ოჯახში, ორი, საშუალო ასაკის, იტალიელი ადამიანი ჩამოვიდა სტუმრად, ცოლ-ქმარნი (მაინცდამაინც სტუმარი არ ეთქმის ნათესავს, მაგრამ არ დავკონკრეტდები). ვინაიდან რამდენიმე დღე საქართველოში მოუწევდათ ყოფნა, ნელ-ნელა ქართული ბუნებით, კულტურით, სამზარეულოთი და იტალიელობის მიუხედავად, არქიტექტურით აღფრთოვანებას შეუდგნენ. შვებულების დასასრულს კი ერთი კითხვა დასვეს?

- მცხეთაში არ არის ბავშვთა სახლი? მოხუცთა ან უმწეოთა თავშესაფარი?

      დადებითი პასუხი მიიღეს ... და გზას გაუდგნენ საყიდლებისკენ. არც საარჩევნო კანდიდატები არიან; არც რომელიმე ევროპულ-ამერიკული დახმარების ფონდი; არც რუსთავი 2-ის ნომერი ჰქონდათ, რომ ეთქვათ - ევროპა ქართველებს ვეხმარებითო; გაგიკვირდებთ, და ბებიაც კი არ ჰყავდათ ქართველი; არც ნაცნობობა და მეტიც, არც სუფრაზე ყანწით დალეული საქართველოს კუთხე კუნჭულის ან ყველა გაჭირვებულს გაუმარჯოს სადღეგრძელო. უბრალო საქმე - მოჩხრიკეს ჯიბეები რისი საშუალებაც ჰქონდეთ საყიდლებზე საბავშვო სათამაშოები, ტკბილეული შეაგროვეს, ცოტა ფული გადაინახეს სასაჩუქრედ და გზას გაუდგნენ ძეგვისკენ.

      ძეგვისკენ მიმავალ გზაზე, არმაზს რომ გასცდებით, მძის ძირში, ტყის პირას ერთი სახლი დგას, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ეს ბავშვთა სახლი, სულ რამდენიმე წელია რაც არსებობს და თავი ისე გააქვს, როგორც შეუძლია - გაჭირვებით და ვაი ვაგლახით. როგორც გვიყვებიან, დიდი სიხარული და ბედნიერება იყო მათთვის, ამგვარი თბილი სტუმრობა. დიდი ხანია ხელდამშვეებული არავინ მისულა მათთან ამდენი სითბოთი და სიყვარულით, ღიმილიანი თუ მზურნველი თვალებით.

sikete, qwellymoqmedeba, qwelly, blog, italielebi, bavshvta saxli, dzegvi, mcxeta, ქველი, ქველმოქმედება, სიკეთე, ბავშვთა სახლი, ძეგვის ბავშვთა სახლი, სიკეთე, მცხეთა, ევროპა, იტალია, ბლოგი, დღიური

sikete, qwellymoqmedeba, qwelly, blog, italielebi, bavshvta saxli, dzegvi, mcxeta, ქველი, ქველმოქმედება, სიკეთე, ბავშვთა სახლი, ძეგვის ბავშვთა სახლი, სიკეთე, მცხეთა, ევროპა, იტალია, ბლოგი, დღიური

      თავად იტალიელები რას ამბობ?

- ჩვენ მოვისმინეთ ქართული სიმღერა და გალობა და გაოცებულები ვიყავით, როგორ შეუძლია ერს ასეთ პოლიფონია შექმნას?! ჩვენ ვნახეთ სვეტიცხოველი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს არქიტექტურით ვერ გააკვირვებთ, მაგრამ იყო ერთი განსაკუთრებული დღე, როდესაც ჩვენ შევძელით რამდენიმე საათით გაგვებედნიერებინა ბავშვების ცხოვრება და ამით ჩვენც უზომოდ ბედნიერები ვართ, ამ ბედნიერებისთვის კიდევ დავბრუნდებით საქართველოში!

      აი, ასეთი ტურიტები გვიმრავლოს ღმერთმა და იქნებ მერე გახდეს სიკეთე გადამდები. იმედით სავსე სურვილებით მომავალ მსგავს ქველმოქმედებამდე.

ნახვა: 764

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სიკეთე, ქველი, ქველმოქმედება

თათია: აგვისტო 15, 2016||9:09pm

სამაგალითოა!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm Hero Siege When to Save Emergency Skills

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2026.
საათი: 11:02am 0 კომენტარი

Managing overlapping enemy groups in Hero Siege takes more than strong equipment. Whether you are comparing upgrades or planning how to spend Hero Siege Gold, survival still depends on keeping…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters