ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.
გვჭირდება ნატო - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს. ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს, შარლ მიშელს და ბორის ჯონსონს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განვიხილეთ. მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად. შარლ მიშელი - ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. ბორის ჯონსონი - დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში.
კვირეული - აშშ-ს საელჩო - აშშ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში. საქართველოში აკრედიტებული ელჩები „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საპოლიციო ძალებს მადლობას უხდიან.
აქციობანა - ალეკო ელისაშვილი - 20 ივნისს იდეით ანთებული, აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი იყო მისული, ეს იდეა არის დასავლური პერსპექტივა, ვინც ამას უშნოდ გაეთამაშება, ან პოლიტიკურ პენსიაში წავა ან ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს. 3 ივლისს აქციაზე არ მივალ - ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში ვერავის დავეხმარები, „სახლობანად“ მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ.
გასულები - გუშინ სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს. პაატა მანჯგალაძე - სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა. იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნებიდან“ სამი ადამიანის წასვლა არის უნიკალური პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, რაც აქამდე კაცობრიობას გაუკეთებია. გიორგი ვაშაძე - პარლამენტის სხვა წევრებსაც მოვუწოდებ - დატოვეთ „ქართული ოცნება“, ვიდრე ანტიდასავლური წყალი არ გადმოგესხმებათ პერსონალურად თქვენც. რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ 3 წევრის წასვლაზე - ქორები გამოეყვნენ ყვავებს. მიხეილ სარჯველაძე - სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად - ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას, ეს არ იქნა „ქართული ოცნების“ მხრიდან მხარდაჭერილი. იაგო კაჭკაჭიშვილი - უარეს შემთხვევაში მათ გამარგინალება ელით, უკეთეს შემთხვევაში - „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ წევრებად დარჩენა. ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. გურამ მაჭარაშვილი - არანაირ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროცესებზე საუბარი არ ყოფილა, არც ჩვენი ყოფილი კოლეგები და არც ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ. ნიკოლოზ ვაშაკიძე - ივანიშვილის მცდელობას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ფასადური გადანაწილებებისა და ფსევდოოპოზიციური ძალების შექმნით, წარმატების მცირე შანსი აქვს. სალომე სამადაშვილი - არ შევალ სპეკულაციაში, რა გათვლებია ამ სპექტაკლის უკან - ეს აჩვენებს უმძიმეს კრიზისს, რომელშიც „ქართული ოცნებაა“ შესული. ირაკლი ზარქუა - მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ. რატი იონათამიშვილის განცხადებით, „არარელევანტურია ლოგიკა“ კითხვაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ ხუნდაძის, სუბარის და ყაველაშვილის პირით უარს ამბობს ევროპაზე. სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები“ იყვნენ. გია ვოლსკი - თუკი არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია და არა - ჩვენი. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი - კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ომისკენ მიმავალი გზაა - ეს ვადაც იმისათვისაა მოგონილი, რომ მღელვარება არ განელდეს. ალეკო ელისაშვილი - ადამიანურად გული მწყდება სოზარ სუბარზე, რატომ გადაწყვიტა „ალტ-ინფოელობა“, არ ვიცი - რაღაც აქვთ მოფიქრებული, ბრიყვული გეგმაა.
შანსები - ბელგიის პრემიერი - ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის გზავნილი სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. კელი დეგნანი - მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის - მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს. კარლ ჰარცელი - ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული. ლანა გალდავა - მაქვს მოლოდინი, რომ ალიანსი გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას ევროატლანტიკური მიმართულებით და კვლავ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას, გააღრმავებს პარტნიორობას. ნატო - ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტისა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით.
გალობა მესაზე - ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა იგალობა.
საზღვარგარეთულები:
უკრაინა - რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის, როგორც მუდმივი წევრის გარიცხვას ითხოვს. გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ჰაუბიცებს მიაწვდიან. ვოლიდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინას 2 811 რაკეტა ესროლა. გუბერნატორი - რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს - გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება, თქვენ იქნებით შემდეგი - ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება. რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის „ხელმძღვანელობის“ ინფორმაციით, ქალაქის მერი მოსკოვის ბრძანებების შეუსრულებლობის გამო დააკავეს. რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში - რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება - იარაღის მიწოდებით თქვენ მხოლოდ ახანგრძლივებთ კიევის კრიმინალური რეჟიმის აგონიას. ბრიტანეთის დაზვერვა - არსებობს რეალური ალბათობა, რომ სარაკეტო თავდასხმა, რომელიც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მოხდა, გამიზნული იყო ახლომდებარე ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. გუბერნატორი - ბრძოლა გრძელდება ლისიჩანსკის ყველა დასახლებაში. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 450 რუსი სამხედრო მოკლეს. რომის პაპი - ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს. ლიზ ტრასი - ჩემი გზავნილია: რუსეთი ჯერ დავამარცხოთ და შემდეგ მოველაპარაკოთ! ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - ნორვეგია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. იენს სტოლტენბერგი - უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ნატო - მოსკოვის ქცევა უკრაინაში ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების ნიმუშს მისი მეზობლების წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი - ნატო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. უკრაინამ ტყვეთა გაცვლის შედეგად "აზოვსტალის" 95 დამცველი დაიბრუნა, მათ შორის 43 "აზოვის პოლკის" სამხედროა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული შეჭრისგან უკრაინის დაცვა თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ჯდება.
ახალი ნატოელები - ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრებად ოფიციალურად მიიწვია. იენს სტოლტენბერგი - პუტინს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ ახლა ის მიიღებს მეტ ნატო-ს თავის საზღვრებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების სწრაფ რატიფიცირებას ელის. დმიტრო კულება - მადრიდში ნატო-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად ნაკლებ ნატო-ს მიიღებდა, ის მეტ ნატო-ს მიიღებს.
ჯო ბაიდენი - აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას გაზრდის და გაერთიანებულ სამეფოში F-35-ის დამატებით ესკადრილიებს გაგზავნის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია