ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 ივნისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.

      ოპოზიციური ამბები - იაგო ხვიჩია - პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები. ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. ანა დოლიძე - უნდა მივაწვეთ და იმხელა წნეხი განვახორციელოთ, რომ წავიდნენ, მერე ვინ იქნება მთავრობაში, მეათეხარისხოვანია. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალია, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის და 12 - პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია - დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს - რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე საუბარი, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების. კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს! ვანო მაჭავარიანი - 12 პუნქტის შესრულება „ქართული ოცნების" რეცეპტით არ უნდა იყოს - ღარიბაშვილი ამ პროცესს ვეღარ წარუძღვება, რადგან მისადმი ნდობა არ არის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. თორნიკე შარაშენიძე - გამოსავალი იქნებოდა კოალიციური ხელისუფლება, რომ ლეგიტიმაცია შეიძინონ, რადგან მესამე ვადით დარჩენა, ძალიან მძიმეა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

      ტრიბუნა პრემიერისთვის და მისი ვიცე პრემიერისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის - თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა. ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე შეფასებული და აღიარებული იქნება ყველა ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მიაღწია. ლევან დავითაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - დამატებითი პირობები, რომელიც შინაარსობრივად ერთნაირად განესაზღვრა სამივე ქვეყანას, ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ ტურიზმის მხრიდან, შემოსავლების კუთხით, 2019 წლის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ. დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. დავითაშვილი დავით არახამიას განცხადებაზე - ბრალდებები არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, ეს არის უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან. საქართველოს მთავრობა მუშაობს და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიას. ვიცე-პრემიერი - პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს ამ რთულ ვითარებაში - ის თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს.

      პრაიდობა - „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიმართ მუქარისშემცველი პოსტების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს. შსს - მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. სახალხო დამცველი შს მინისტრს მოუწოდებს, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ საფრთხე.

      ლევან სილაგავა - პური 1 თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა, დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ.

      იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ანა ნაცვლიშვილი - ჩინჩალაძის არჩევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას წარმოადგენს - ამგვარი ნაბიჯის გადადგმას იუსტიციის საბჭო მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნება“.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა ომის ქარ-ცეცხლში - ენტონი ბლინკენი - პუტინის სტრატეგიულმა მიზნებმა უკრაინის ომში მარცხი განიცადა. დონეცკში დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა - დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს - თქვენ ომში გითრევენ, კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი, თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია - არ უნდა მოკვდეთ. რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი - აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში. CNN - აშშ უკრაინისთვის საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ გამოაცხადებს. ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 6 ადამიანი. Bloomberg - რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა. ანდრეი ერმაკი რუსეთის დეფოლტზე - ანტირუსული სანქციები მუშაობს, საჭიროა სანქციები რუსეთის მთელი საბანკო სისტემის წინააღმდეგ. იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. უკრაინის გენშტაბი - მტერი ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას ცდილობს. გუბერნატორი - მტერი თავს ესხმის ლისიჩანსკს, ზარალი დიდია. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 35 000 რუსი სამხედრო მოკლეს. მარიუპოლის მერის მრჩეველი - მარიუპოლში, შენობების შემოწმებისას, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს - მათ ამოყვანასა და დაკრძალვას არავინ გეგმავს. დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის რემონტისთვის 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რათა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა გაამარტივოს. მიხაილო პოდოლიაკი - რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ჭურვები - ყველაფერი დაფრინავს უკრაინის ქალაქებში - როცა მესმის „ესკალაციის რისკის“ შესახებ, კითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა, ჭადრაკის თამაშია? Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თხოვნით მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შესთავაზა, კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. ევროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები - მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება - ეს იქნება არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი. ბორის ჯონსონი უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე - შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბოროტებისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც რუსეთის ლიდერი ჩაიძირება. ოლაფ შოლცი - რუსეთთან ურთიერთობებში უკრაინაში შეჭრამდე პერიოდში დაბრუნება არ იქნება.

      ილჰამ ალიევი - თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, ინანებს - „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს.

      „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ინფრასტრუქტურის ფონდს ხსნიან. ოლაფ შოლცი - “დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 59

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters