John Patrick Shanley, Qwelly, blog, doubt, ალეგორია, ბალიში, ბუმბული, დაქალების ჭორაობა, ეჭვი, იგავი, მამაო რურკი, მერილ სტრიპი, ტყუილი, ფილმი, ცილისწამება, ჭორი, ჭორიკანა, ჭორის აგორება, ჯონ პატრიკ შენლი

      ერთი ქალი თავის დაქალთან, ახლადგაცნობილ მამაკაცზე ჭორაობდა, რომელსაც არც ისე კარგად იცნობდა. იმ ღამით ქალმა სიზმარი ნახა, მის თავს ზემოთ უზარმაზარი ხელი გამოჩნდა და მასზე მიუთითა. ქალი მაშინვე დანაშაულის წარმოუდგენელმა გრძნობამ შეიპყრო. დილით აღსარების სათქმელად წავიდა. სამრევლოს მოხუც მღვდელს - მამაო რურკის შეხვდა და ყველაფერი უამბო.

 - ჭორაობა ცოდვად ითვლება? - ჰკითხა ქალმა მოხუცს - ეს ყოვლისშემძლე ღმერთის ხელი იყო ჩემსკენ რომ თითი გამოიშვირა? უნდა მოვინანიო და შენდობა ვთხოვო მამაო? ნუთუ ცოდვა ჩავიდინე?

 - დიახ! - უპასუხა მამაო რურკიმ - დიახ!!! უვიცო, ცუდად აღზრდილო ქალო. შენ, შენი ახლობლის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ გამოხვედი, მას რეპუტაცია შეულახე და უნდა გრცხვენოდეს.

      ქალმა უთხრა რომ მომხდარით ძალიან წუხს და პატიება სთხოვა.

 - ასე სწრაფად არ გამოვა! - თქვა რურკიმ - მინდა რომ სახლში წახვიდე, ბალიში აიღო, სახლის სახურავზე ახვიდე, ბალიში დანით დაჭრა და ჩემთან დაბრუნდე.

      ქალი სახლში დაბრუნდა. საწოლიდან ბალიში აიღო. უჯრიდან დანა ამოიღო. სახანძრო კიბით სახლის სახურავზე ავიდა და ბალიში დანით დაჭრა. შემდეგ კი როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოხუც მღვდელთან დაბრუნდა.

 - ბალიში დანით დაჭერი? - ჰკითხა მღვდელმა.

 - დიახ მამაო!

 - და რა შედეგი მიიღე?

 - ბუმბულები დაიფანტა - უპასუხა ქალმა.

 - ბუმბულები დაიფანტა - გაიმეორა მოხუცმა.

 - გარშემო ყველგან ბუმბულები დაფრინავდა მამაო.

 - ახლა დაბრუნდი სახლში და ქარის წაღებული ყველა ბუმბული სათითაოდ აკრიფე.

 - არა, ეს შეუძლებელია - უპასუხა ქალმა - ქარმა ისინი ყველა მიმართლებით, აქეთ-იქით მოფანტა, როგორ შევძლებ მათ პოვნას?

 - აი, ესაა ჭორი! - თქვა მამაო რურკიმ.

ნახვა: 870

ტეგები: Qwelly, ალეგორია, ეჭვი, იგავი, კინომანია, ტყუილი, ჭორი

ლაშა: დეკემბერი 15, 2015||4:06pm

თანამედროვე მეთოდებში ბუმბულებიც აღარ დაფრინავენ და საერთოდ, ბალიშებშიც აღარ ყრიან ბუმბულებს :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters