მაისის მიწურულს, ცოტა მზემაც გამოანათა და ქვეყნის დღის ნიუსებიც უფრო გამოცოცხლდნენ ან გამოცხელდნენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /30 მაისი, 2017/

      არ წყდება საუბრები ეგრედწოდებული ციანიდის საქმის და შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ციანიდის სკანდალის გარშემო. დღეს დეკანოზ მამალაძს სასამრთლო გაიმართა, სადაც მამაომ ძველი ადვოკატების დატოვებაც ითხოვა და მოსამართლე დაეთანხმა და სახაზინო ადვოკატებზეც არ თქვა უარი. მომდევნო სხდომა კი 9 ივნისს იქნება. მამაოს სასამრთლოს ამბავი ამით სრულდება, მაგრამ საპატრიარქოს იურისტის განცხადებები პატრიარქის შესაძლო მკლელების შესახებ, მართლაც ხმაურიანი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრეს ბრალი დასდო პატრიარქის მკვლელობის სურვილში. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილმა გუშინვე განაცხადა ამის პასუხად, რომ ბატონმა ედიშერმა საბუთი უნდა წარმოადგინოს... ვიღაცამ მითხრა, სადღაც თქვეს და ყურში ჩამჩურჩულეს, არგუმენტად არ მიიღება. ჯარჯი წიკლაური, პროკურატურიდან, საპატრიარქოს იურისტის განცხადებაზე - გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. პროკურორსვე განცხადებიდან - იმედია, ადვოკატები ბრალდებულის ყოველ მოწოდებაზე არ დატოვებენ სასამართლო სხდომებს და არ გააჭიანურებენ განხილვებს.

      50 მილიონის საქმე, ესეც საპატრიარქოს უკავშირდება, მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა. უჩა ნანუაშვილი ფიქრობდა, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დაესწრებოდა, მაგრამ მოსამართლემ უარი განუცხადა.

      სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება. გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პრემიის და დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობითა და დაწესებულ ლიმიტზე მეტი სიხშირით გაცემას. რიგ სახელმწიფო უწყებებში, ბალანსზე აღრიცხულია ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამოყენება მთელი წელი არ მომხდარა. საქართველოს სახელმწიფო ვალის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს. საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული გარკვეული პროექტების ფარგლებში შეფერხებებით ხორციელდებოდა დაგეგმილი თანხების ხარჯვა.

      კონსტიტუციაში რა ხდება და, არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

      სააპელაციოს თავმჯდომარის არჩევის ამბავზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აზრი ჰკითხეს: „ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც დღეს მუშაობს, აძლევს საშუალებას რამდენიმე ადამიანს, შეითავსოს უამრავი თანამდებობა, გადაწყვეტილება მიიღოს საზოგადოების მონაწილეობის, ჩართულობის გარეშე“ - ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. „თვითონ მოსამართლეებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა მათი ლიდერი“, იქვე დასძენს ანა. ისევ ანა დოლიძე - ევროპის საბჭოს აქვს საკმაოდ მაღალგანვითარებული კრიტერიუმები, როგორი უნდა იყოს ეროვნული კონკურსი - გამჭვირვალე, სამართლიანი და არა დისკრიმინაციული. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და დამოუკიდებელ ინსპექტორად ასარჩევად არანაკლებ 5 წლის გამოცდილება იქნება საკმარისი.

      აქვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თემის გარშემო, არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიში პროტესტის ნიშნად არ წარადგინა, რაზეც ნინო გვენეტაძემ მიუგო - პრობლემები ნამდვილად გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემების დაძლევას სჭირდება დრო.

      მოსამართლეების თემა: სოფიო კილაძე - „ევრსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას ძირითადი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი და მაღალი მორალური ღირებულებები“. არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მოსამართლეები, უვადოდ დანიშვნამდე, გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნებიან.

      ნატოში ისევ გველიან ან გველოდებიან თუ როგორც არის, როუზ გოტმიოლერი ამბობს, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. ლევან იზორია - ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

      საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია, გიორგი აბაშიშვილი სტუმრობის მიზეზებსა თუ თემებზე საუბრობს: „პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტისას საუბრის ძირითადი თემები შეეხება საქართველოს შემდგომ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე“. განათლების მინისტრიც ეხმაურება ამ თემას, ალექსანდრე ჯეჯელავა - პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება.

      ქართულ შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ამერიკული ანალოგი M-240 ჩაანაცვლებს და დღეს უკვე მოაწყვეს ტესტირება, კრწანისში. ტყვიამფრქვევის შესაძლებლობების დემონსტრირებას ლევან იზორია და იან კელი დაესწრნენ.

      ჩვენი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი - ქართველ და უკრაინელ ხალხის საერთო საფრთხეებზე საუბრობს. არ მოვწყდეთ პრეზიდენტს, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

      ემანუელ მაკრონმა რუსული საინფორმაციო საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა. რუსეთის პრეზიდენტი კი ჟურნალისტებს სთხოვს, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული შეზღუდვების მოხსნისთვის იბრძოლონ. სიტყვა პასუხის რეჟიმში არ გეგონოთ, მაგრამ ისევ მაკრონი: მსოფლიოში მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

      საქსტატი - 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,2 % შეადგინა. რა ამის პასუხია და, ჩვენს ეკონომიკას, ამჯერად მინისტროს მოადგილე გამოეთიშა - ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა.

      მოლდოვა რუსეთუმეობაშიც წინ მიიწევს - მოლდოვაში ხუთი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს. მოლდოვას პრეზიდენტი მისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების ფაქტს გმობს.

      ირმა ინაშვილი მიწების საქმით გამოცოცხლდა დღის ამბებში: „მიწების აზიური წარმოშობის პირებზე გასხვისება ზრდის ალბათობას, რომ ეს მიწები ტერორისტული საქმიანობისთვის იქნას გამოყენებული“.

      ოსური მედია გვიტევს - ოსური მედია და ადგილობრივი „ხელისუფლება“ ახალგორში ქართველი სასულიერო პირების, მათ შორის მეუფე ისაიას მსახურებას არაკანონიერად და დაუშვებლად მიიჩნევენ.

      საფრანგეთის მაკრონიზაცია პარლამენტში შეაღწევს: გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ლიდერობს.

      „რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის, “KMG International”-ის გენერალური დირექტორი საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

      მხრებზე პრობლემა გვაქვს როგორც ჩანს, კიდევ ერთი მხარდაჭერა - ამჯერად ამერიკისგან - მაიკლ ტერნერი - ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს გვერდით.

      ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხზე პარლამენტმა შესაძლოა რეზოლუცია მიიღოს, ჯერ კარგად არ გადაუწყვეტიათ.

      “თავისუფალი საქართველო” კონსტიტუციური პროექტის საჯარო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

      პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა.

      ბაღდადში მოხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

      ალეკო ელისაშვილი - გარევაჭრობას ძალიან ბრიყვულად ვებრძვით.

      შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

      საბურთალოზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 152

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4:Bearing the Weight of Ghosts Quest Tips and Tricks

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 4, 2026.
საათი: 11:14am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 12 of Diablo 4 introduces a gripping narrative…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters