დღის პირველ ნიუსებად, გასული უქმეების განცხადებები გავრცელდა. თან როგორც კვირის პირველი სამუშაო დღე, საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო მაის-ივნისის გადამკვეთი ორშაბათი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /29 მაისი, 2017/

      საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯეროვანი კითხვა-მიგება გამართა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვისთან, უფრო სწორად კვირიკაშვილმა მის რეპლიკას უპასუხა შემდეგი სიტყვებით: „საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა“. გიორგი კვირიკაშვილის ამ გამოსვლას, თვით ოპიზიციაც სიმპათიით შეხვდა. იმავე სესიაზე: „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017“, პრემიერმა რუსეთის მისამართით კიდევ გააკეთა რამდენიმე განცხადება, მათ შორის, „მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო“ და „ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს“. ასევე, კვირიკაშვილის განცხადებათაგან, „დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც“.

      ევროპა და ნატო, ისევ გვაქებს და ჭრელო პეპელას გვეთამაშება, „ანდრეა ტომპსონი - ის რეფორმები, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ, შეადგენს უწყვეტ გზას და ჩვენ მომავალშიც გაგიწევთ პარტნიორობას ამ გზაზე“, შემდეგ „რიკარდო ტარნოც - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მესიჯი არის ის, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ“, ქალბატონი ევაც არ ჩამორჩა თანამოაზრეებს „კაილი - ზოგადად, ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი დრო და მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება, თუმცა, საქართველოში მე პროგრესს ვხედავ ყოველდღიურ ცხოვრებაში“. კიდევ რამდენიმე კომენტარი გაკეთდა ამ მნიშვნელოვან ფაქტთზე „გენცი ნიმანბეგუ - ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება, ძლიერი სიგნალია, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის“. ქართველი პოლიტიკოსები უფრო მკაცრები არიან, მიხეილ ჯანელიძეს თქმით, „ჩვენ არ გვჭირდება MAP-ი, ჩვენ გვჭირდება წევრობა, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატო-ში გასაწევრიანებლად“. ამ განცხადებათა შორის, დაწინაურებული, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: „საქართველოს ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის სამუშაო დოკუმენტი ცნობილია და იქ სულ „კაი კაი რამეები და მიღებისთვის მზაობა და კარის ღიაობა“ და ასეთები წერია. საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, ასევე სხვა მოწოდებებიც ისმის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მომდევნო მოწოდება რუსეთის ფედერაციას - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ირაკლი სესიაშვილიც პოზიტიურად აფასებს ნატოს დადგენილებებს „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ნატო აღფრთოვანებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით“. მხოლოდ, ვიქტორ დოლიძე „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია კარგი ზურგი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომ მომავალი ნაბიჯები გადავდგათ“.

      ახალი სკანდალი აგორდება საპატრიარქოს ირგვლივ და ამჯერად, საპატრიარქოს იურისტისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადების საფუძველზე: „ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, როგორც სასულიერო პირების, ისე საერო პირების, ვინც არიან „ანტიპატრიარქისტები“. დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან „ციანიდის საქმის“ მხარდამჭერები“. პირველი ვინც დასახელებულთა შორის იყო, მეუფე პეტრეა (ცაავა).

      ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი და დავიხსნათ მოსახლეობა მავთულხლართების იზოლაციისგან. იქვე, „ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება“.

      ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი შერჩეული კანდიდატის ვინაობა ცნობილია.

      მწერალთა სახლში ცნობილ გერმანელ მწერალთან კატია ლანგე-მიულერთან ლიტერატურული შეხვედრა გაიმართება.

      რასა იუკნევიჩიენე - რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს, არამედ დასავლურ დემოკრატიებსაც.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 211

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters