მართალია საინფორმაციო ხასიათის სტატიებს ვდებ ქველინიუსის ფარგლებში, მაგრამ დღეს ამბების ეპიცენტრში ერთ-ერთი ტელევიზია და მისი ჟურნალისტები მოექცნენ. საქმე რუსთავი ორს ეხება და მის გარშემო მიმდინარე განხილვებს ვრცლად, სხვა ამბებთან ერთად წაიკითხავთ.
ჯერ კიდევ გუსინ ღამე ვწერდით, რომ ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა. დღეს მთელი დღე, ათასი ვერსია, ჭორი, ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა ამ თემის გარშემო და ყველაფერს შემოგთავაზებთ - კობა ნაყოფია - „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების შეთავაზება არ მიმიღია და რომც მივიღო, იქ წასვლას არ ვაპირებ. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ. ელისო კილაძე - ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას. მარინა ბერიძე - ჩვენ ასე გვინდა, ნიკა გვარამია დარჩეს თანამდებობაზე, ისევ მარინა - ნიკა გვარამია თათბირზე არ ყოფილა, თათბირს გია ყარამანაშვილი ატარებს. ლევან და გია ყარამანაშვილები „რუსთავი 2“-ში მივიდნენ. იან კელი - ვფიქრობთ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა "რუსთავი 2"-ის დამოუკიდებლობის შემცირებას არ გამოიწვევს. ირაკლი კობახიძე - „რუსთავი 2“-ში მიმდინარე გარკვეული გადაადგილებები პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება ”ნაციონალურ მოძრაობაში”. გიორგი მარგველაშვილი - ”რუსთავი 2”-ის ფუნქციონირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოოდ, არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. არხის რამდენიმე თანამშრომლის ინფორმაციით, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. არსებობს ინფორმაცია, რომ ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლების ნაწილს ხელფასი ორი თვის მანძილზე არ აუღია, ასევე კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს ხელფასები 5 %-ით შეუმცირეს. ამასთან ცნობილია, რომ დაიხურა არხის რამდენიმე გასართობი გადაცემა, მათ შორის "იღბლიანი ბორბალი" და "ეკივოკი", შეამცირეს ათობით თანამშრომელი. ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა.
უდუმაშვილი საბოლოოდ დათანხმდა მერობისთვის ბრძოლას - არსებული ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე „ნაციონალების“ წინადადებას დათანხმდაო წერდნენ, მერე კიდევ - ზაალ უდუმაშვილი მერობის კანდიდატობაზე - "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხმობა ჯერ არ მიმიციაო. ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო წინადადება თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის თანხმობა არ მიუცია.
დიდი ხანია უკვე რაც სხვებს ვეკითხებით როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ, ვინ გვიყვარდეს, ვინ გვძულდეს და ა.შ. ეს მრჩეველები იმდენად შევითვისეთ, რომ მათ გარეშე შეუძლებელია უკვე ცხოვრება. ჰოდა, გავაგრძელოთ ვენეციის კომისიის დასკვნებიდან ამბები - გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას „სხვა ვარიანტების“ განხილვის რეკომენდაციით მიმართავს. პასუხად: მამუკა მდინარაძე - გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ ზედა ზღვრის რეკომენდაციას, არამედ ქვედა ზღვრის დაწესებაზეც ვიფიქრებთ. ვენეციის კომისია - საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და საკონსტიტუციო წესრიგს. ვენეციის კომისია - ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. ვენეციის კომისია - არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი. ეკა ბესელია - ნებისმიერი წინასწარი მოსაზრება არის მხოლოდ წინასწარი მოსაზრება - ჩვენ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას ველოდებით. თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებისკენ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენის ინიციატივას მხარს უჭერს. ვენეციის კომისია - 35 წელი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის და სასურველია უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება. ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში, თავდაცვის თავზე, მათ შორის უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხზე არაფერია ნათქვამი. დავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობა გუნდში აუცილებლად იქნება - ჯერ გვაქვს არა კომისიის დასკვნა, არამედ წინასწარი შეფასებები. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა ჰქონდა მხოლოდ პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს - სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნებიც. ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეთავაზებებს არ იზიარებს, მათ უვადოდ განმწესებას კი, ეთანხმება. ირაკლი კობახიძე - ხარვეზია ვენეციის კომისიის დასკვნაში, სადაც საუბარია, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტი ხელისუფლების სხვა სუბიექტებს აბალანსებს. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიას საბოლოო დასკვნისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩასწორებული ვარიანტი გაეგზავნება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვებს დაესწრება, რაზეც პროკურორმა თქვა - ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველი ესწრება სასამართლო პროცესებს და გვაქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი იქნება ობიექტური, ნეიტრალური და შეაფასებს სისხლის სამართლის საქმეში მიმდინარე მოვლენებს და ისიც დარწმუნდება, რომ გიორგი მამალაძეს ნამდვილად აქვს ჩადენილი დანაშაული. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი ობიექტურად და ნეიტრალურად დაიცავს როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის ინტერესებს". ე.წ. ციანიდის საქმეზე დახურულ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება სახალხო დამცველის გარდა მის წარმომადგენელსაც ექნება. ციანიდი საქმეზე ნიუსები ამით არ სრულდება, მოგეხსენებათ დღეს პროცესი განახლდა - დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს. გიორგი ფანცულაია - მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ არის, მოვითხოვთ, სასამართლო სხდომების გახსნას. ედიშერ ქარჩავა დეკანოზ გიორგი მამალაძის მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას „არასერიოზულ სამართლებრივ საკითხად“ აფასებს. სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - მინდა პატრიარქს ავუხსნა, რომ მამა გიორგისთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - პროკურორებმა მტკიცებულებებზე დღესაც ვერ ისაუბრეს. პროკურორი - ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. თორნიკე მამალაძე - პროკურატურას ჩემი ძმის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - დეკანოზ მამალაძის ოჯახმა ჩემი შუამავლობით პატრიარქთან შეხვედრის შანსი დაკარგა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ამტკიცებს, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე ადვოკატების დასწრებაზე მიწერილი მესიჯი მამა კახაბერმა წაიკითხა.
პრეზიდენტზეც ხომ უნდა ვწროთ, ამიტომ ანა დოლიძის გამოსვლები - პრეზიდენტი მხარს უჭერს შრომის სტანდარტების ამაღლებას. ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის წასვლის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ანა დოლიძე - მივეჩვიეთ, რომ დედამიწაზე ყველაფერი ბრალდება პრეზიდენტს. ანა დოლიძე - მივეჩვიეთ, რომ გუშინდელი მიწისძვრაც შეიძლება დაბრალდეს გიორგი მარგველაშვილს, მოვუწოდებთ ირაკლი კობახიძეს, ფაქტებზე დაფუძნებული საუბრისკენ. ანა დოლიძე - პრეზიდენტს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტი მიღებული არ აქვს. რაზეც თამარ ჩუგოშვილმა მიუგო - მაქვს მეილი, სადაც ტომას მარკერტი მიდასტურებს, როგორც კი დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა, ასევე გაეგზავნა პრეზიდენტს.
მისი მოქიშპე - ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ზედა პალატა რეგიონული პრინციპით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ლორდების ან თავადაზნაურების შემადგენლობით. ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის სახალხო განხილვის დროს მოსახლეობას ორ საკითხზე ჰქონდა ემოციური დამოკიდებულება და ორივე გათვალისწინებულია. ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდეტის პირველ ტურში კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის რეკომენდაციას არ იზიარებს. ირაკლი კობახიძე - გვაქვს გამოცდილება კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით და ვიცით, როგორია პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ირაკლი კობახიძე - მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით არჩევის საკითხთან დაკავშირებით არის სერიოზული დილემა. აქვე - ქართველ ხალხს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში პრეზიდენტის არჩევის ტრადიცია არა აქვს. ირაკლი კობახიძე - ძალიან დამღლელია, რომ პრეზიდენტის მხრიდან არ წყდება ტყუილები, პარლამენტზე შეტევა, არ წყდება საბოტაჟი მისი მხრიდან.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ birja mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ამ მშრალი ნიუსის უკან დგას მთელი ამბავი, რომლის მიხედვითაც, პროცესზე მყოფები წერენ, რომ პატიმრობის მიზეზი, ბირჟა მაფიას გადაღებული კლიპია. ვიდეო რგოლის გამო დააკავეს ახალგაზრდა რეპერები. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილი - მითხრეს, გვეგონა წინააღმდეგობას გაგვიწევდი და ამიტომ მომზადებულები მოვედითო.
აზერბაიჯანის მოქალაქის, ჟურნალისტის ამბებიც არ გამოგვრჩეს - ადვოკატმა აფგან მუხთარლის და მისი მეუღლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვს. სუს-ი აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, თითქოს აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, კატეგორიულად უარყოფს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. ახალი მებრძოლი დანაშაულის წინააღმდეგ - ლევან გამყრელიძე - მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა. საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია დაიწყება.
გვაქებენ საზღვარგარეთიდან - Heritage Foundation-ის ვიცე პრეზიდენტი - საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო.
საინტერესო სტატისტიკა - „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ I კვარტალში 403.3 მლნ დოლარი შეადგინა. გიორგი გახარია - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება.
ეკა ბესელია - პერსონალური კანდიდატების არჩევას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა სჭირდებოდეს - ეს შეიძლება კრიზისის შემქმნელი იყოს.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს.
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ მუდმივ საერთაშორისო მრჩეველს შეხვდა.
„გადასახადის გადამხდელთა კავშირსა“ და ვანო ჩხარტიშვილს შორის სასამართლო დავა შეწყდა.
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში დღეს ოფიციალურად გაიხსნება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4085 ლარი გახდა.
საზღვარგარეთის ამბები:
ტერეზა მეის „კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა. ბრიტანული მედია - პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის მიუხედავად, ტერეზა მეი გადადგომას არ აპირებს. ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში მდებარე დასაქმების ცენტრში, ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა. მოგვიანებით მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს. ტერეზა მეი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს მართავს. ტერეზა მეი დღეს ბრიტანეთის დედოფალს შეხვდა. ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის დედოფალს შევხვდი და ახლა მე შევქმნი მთავრობას.
დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია