მიწა ქართველებს, ქორწინება მამაკაცებს და ქალებს, ვენეციის კომისია და პატიმარი მოკრივეები

      ივნისი ძალას იკრებს ან უფრო სწორად, სიცხე იკრებს ძალას და საინფორმაციოც აქტიურდება. სულ რამდენიმე წუთია რაც ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამაიმ რუსთავი 2-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ზუსტ ცნობებს ხვალ დავწერ ალბათ. თუმცა, არა, ახლა ამოვიკთხე, რომ „რუსთავი 2“-ში ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /8 ივნისი, 2017/

      დავიწყოთ, ტრადიციულად დილის ამბებიდან და გამოვყვეთ. დილა დაიწყო გირჩის რელიგიური ორგანიზაციის ეპატაჟური გამოსვლით გასაბერი ეკლესიის შეძენის თაობაზე. სახელმწიფომ ანტიჯარულ (ან როგორც თავად ამბობენ, მონობის წინააღმდეგ მიმართულ) რელიგიას დაუწუნა რელიგიური რიტუალის აღსრულების ადგილის და ატრიბუტიკის არ ქონა, რაზეც გირჩმა მოიფიქრა, რომ ეყიდა გასაბერი ეკლესია.

      პარტიების მიერ ცესკოში წევრის დანიშვნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული. მოგეხსენებათ წელსაც გვაქვს არჩევნები, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არჩევნებამდე 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება. გავაგრძელოთ არჩევნების თემა - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა არ იქნება შესაძლებელი. საკრებულოს წევრად, მერის ან გამგებლის თანამდებობაზე პირის ასარჩევად საქართველოში ცხოვრების ორწლიან ცენზს საარჩევნო კანონმდებლობა აღარ გაითვალისწინებს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება. ანა ნაცვლიშვილი - მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გარკვეულ განცხადებებს, მმართველი ძალის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, შანტაჟის სუნი ასდის. ზვიად ძიძიგურის პასუხი შანტაჟს - მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში კონსულტაციები მიდის და ეს შანტაჟი არ არის, ეს ბუნებრივი პოზიციაა. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტნიორებთან საარჩევნო ბლოკს არ შექმნის.

      ეს მართლა საინტერესო ამბავია - პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული, საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება არ მოეთხოვებათ.

      მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია ჩვენი გუნდის წევრის, ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ.

      მერობის კანდიდატზე ხუმრობებიც წამოვიდა - ნინო ბურჯანაძე - რატომ არ ჰყავს კახი კალაძეს ალტერნატივა? ისე ააშენა თბილისი და ისეთი საოცრებები ჩაატარა ახლანდელმა ქალაქის მერმა, რომ ახლა ვისაც დააყენებთ მას ალტერნატივა არ ეყოლება? სოზარ სუბარი - სამთავრობო ცვლილება ნამდვილად დაგეგმილია, რადგან ერთ-ერთი მინისტრი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

      მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს დარჩათ - გიორგი კვირიკაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი პირზე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა. ირაკლი კობახიძე - მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს. გიორგი ტუღუში - მიწასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მიწები გაუფასურდება და მათ შეიძენენ ივანიშვილები, ფარცხალაძეები და ღარიბაშვილები. დიმიტრი ლორთქიფანიძე - მიწის საკითხზე ხელისუფლების გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ უდიდესი გამარჯვებაა. ირაკლი კობახიძე - უცხოელებზე მიწების გასხვისების წილი უცხოელ ინვესტიციებში და ეკონომიკურ ზრდაში არის მიზერული. პრეზიდენტი - ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სოფლის კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია, ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი როგორ უნდა დარეგულირდეს მიწების ყიდვა-გაყიდვა. ირაკლი კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობა, კონსტიტუცია სხვანაირად ესმის - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ პრეზიდენტიანად. გიორგი აბაშიშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ გვეკრძალება საკუთარი აზრი გამოვთქვათ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვაში არანაირი გამონაკლისი არ იქნება.

      კობახიძე დღეს პრეზიდენტსაც გემოეკომენტარა - პრეზიდენტის პოზიციები სუსტია, ამდენად არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას, მაგრამ დღესვე, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალისგან მადლობის წერილი მიიღო. ეკა მიშველაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ მუდმივად ისმის შეურაცხყოფა და ლანძღვა. ფიქრია ჩიხრაძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში სწორედ ის სულისკვეთებაა ასახული, რომელიც ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს. თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ცვლილებები წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციური მოწყობის სრულყოფისკენ. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშვნის ინიციატივას მხარს უჭერს. ვენეციის კომისია - არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი. ზაზა გაბუნია - ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ვენეციის კომისია ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს.

      ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს - გადაწყდა, რომ წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი - ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქორწინების შესახებ“ ჩანაწერი ჰომოფობიას წაახალისებს. ხოლო ირაკლი კობახიძეს კი - მართლა გვჯერა, რომ ჩანაწერი ქორწინების შესახებ ჰომოფობიას შეამცირებს

      ოპოზიციად სახელდებული პარტიიდან - დავით ბაქრაძე - საქართველოს დღეს ჰყავს მინისტრები, რომლებიც რეალობას მოწყდნენ და ჰგონიათ, რომ ადამიანები „ბღუჯა-ბღუჯა“ ფულით დადიან. გიგა ბოკერია - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის 50 ლარის ფარგლებში ზრდა შესაძლებელია. გიორგი ტუღუში პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროების მოთხოვნით მიმართავს.

      ვენეციის კომისიის დასკვნების გასაჯაროვებას მოითხოვდა დღეს ოპოზიცია. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა გადმოგვეგზავნა და მისი რეკომენდაციები მმართველი გუნდის მიდგომებს შეესაბამება. ვენეციის კომისია - საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და საკონსტიტუციო წესრიგს. ასევე კომისიის დასკვნებიდან - ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა.

      სახალხო დამცველის განცხადებებს ერთად შემოგთავაზებთ: ომბუდსმენი - გასულ წელს კონფლიქტურ რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. უჩა ნანუაშვილი - სოციალური უფლებების დაცვის კუთხით, კონსტიტუციის მეორე თავში საგრძნობი რეგრესია. სახალხო დამცველის ანგარიში - რუსეთის სასაზღვრო ძალების ცნობით, 2009-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 14 000 პირი დააკავეს. უჩა ნანუაშვილი - უნდა გამოვიძიოთ, რა გარემოებებში მიიღო დაკავებულმა დაზიანებები, იზოლატორმაც კი უარი განაცხადა მის მიღებაზე.

      მამა გიორგი მამალაძის საქმეც გავიხსენოთ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სახალხო დამცველს ხვალინდელ პროცესზე დასწრების საშუალება მიეცემა. კვლავ უცნობია, შედგება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრა. გიორგი ფანცულაია - როგორც მოვისმინე, საპატრიარქოს იურისტს კითხვები აქვს იმაზე, ვარღვევთ თუ არა ადვოკატთა ეთიკის კოდექსს, არანაირი კოდექსი არ დაგვირღვევია. გიორგი ფანცულაია - დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველისგან სრული მხარდაჭერა აქვს. ადვოკატი - მამა გიორგი აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ნამდვილად არ არის უიმედოდ. ადვოკატები დეკანოზ გიორგი მამალაძის პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებულ სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.

      გუშინ ღამით ვინც იგრძენით ან ვერ იგრძენით, გეტყვით რომ საქართველოში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი - ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრები შემაშფოთებელი არ არის, რადგან ჩვენ რეგიონში ძლიერი მიწისძვრები იშვიათად ხდება.

      ვემადლიერებოდით ამერიკას - მიხეილ ჯანელიძე - აშშ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფაში. „ამერიკის ხმა“ - ვაშინგტონში ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპზე უარის თქმა სტრატეგიული შეცდომა იყო. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს. სენატის კომიტეტის კანონპროექტის თანახმად, 2018-2019 წლებში აშშ 250 მლნ დოლარს გამოყოფს, რომელიც რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს მოხმარდება. დავით ზალკალიანი - სენატის კომიტეტის კანონპროექტი გმობს იმ უკანონო ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოში.

      და ვსაყვედურობდით რუსეთს - საქართველო რუსეთის საგარეო უწყების კომენტარს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისგან თავის არიდების მცდელობად აფასებს. თუმცა მარტო არ ვართ ამ საქმეში - ნატოს გენერალური მდივანი - ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ერთიანია. „ფრიდომ ჰაუსი“ - რუსეთი მხოლოდ იმ ქვეყნებში იყენებს რუსული სამყაროს იდეას, სადაც დემოკრატიისკენ მიდიან და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოება სურთ.

      ქართველი სპორტსმენების ნაწილი ადასტურებს, რომ აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი მოკრივეა, ხოლო საქართველოს საგარეო უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები. მოკრივე ავთანდილ ხურციძის მეგობარი - არის ვერსია, რომ ბიჭები უბრალოდ ცუდ ადგილას იყვნენ რაღაც ოპერაციის დროს და საერთო მასაში მოყვნენ. ავთანდილ ხურციძის მეგობარი - რად უნდოდა „ბანდიტობა“? ფულიც აქვს და ყველაფერი, სავარაუდოდ რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე - ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა სერიოზული გაუგებრობა, იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა. ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის მეგობარი - პანიკას ნუ მიეცემით, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ავთანდილ ხურციძის მამა შვილის მიერ დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს. ნიუ-იორკში საქართველოს კონსული - დაკავებულ ქართველებს წარდგენილი აქვთ ბრალი განსაკუთრებით მძიმე ისეთი დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა და ძარცვა. აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი ბილი კო სონდერსის ბრძოლა გაუქმდა. ლევან მაყაშვილის მეუღლე - ეს იყო რაღაც გაურკვევლობა, დღის ბოლოს ორივე თავისუფალი იქნება.

      ამ ყველაფერის ფონზე, ამერიკა დემოკრატიის შუქურობას არ თმობს - აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილე- ტრამპის მიმართაც კი შეიძლება გამოძიება დაიწყოს, თუ ის ხელს შეუშლის სამართალდამცველი უწყებების მუშაობას.

თითოხაზიანი ამბები:

      დევნილთა მინისტრის მოადგილე - ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად მოკლე დროში დავაკმაყოფილოთ ყველა დევნილი ოჯახი, რომელსაც ჭერი არ გააჩნია.

      ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას მოაწერა ხელი.

      განახლებული აღმაშენებელი „ევროპა ნოსტრამ“ საუკეთესოთა შორის აღიარა.

      ტერაბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

      1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4088 ლარი გახდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 222

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters