დილიდან აუხდათ სინოპტიკოსებს - სინოპტიკოსების ინფორმაციით, 29-31 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელიო - ან შეიძლება დილით გაიხედეს და ისე თქვეს, რომ ახდენოდათ. ამას გარდა, დღის ამბები ეხებოდა ისევ ხორავას ქუჩის მკვლელობას, სირიის მიერ აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას, პოლიციის ძალადობას, მუხთარლის საქმეს და სხვა
ნატოური და ამერიკული მხარდაჭერა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. უილიამ კორტნი - აშშ-ს დათანხმების შემდეგ, საქართველოს შეუძლია, ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც დაითანხმოს იარაღის მიყიდვაზე. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მომზადების ნაცვლად, საქართველო უფრო მეტს მოიგებს, თუ საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს. ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ევროკავშირი - სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართალს არღვევს.
გაურკვეველი გატაცება - ქალი, რომლის არასრულწლოვანი შვილის გატაცების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს, ამბობს, რომ მას არ უჩივლია და არც ის იცის, ვინ დარეკა 112-ში. ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
გამოუძიებელი მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - პროკურორი ინა გუგუშვილი თმების დაგლეჯით დამემუქრა. პროკურორი - ბრალდებულს დაკითხვისას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანისთვის მკვლელობის ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. ადვოკატი - ბრალდებულის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. ტარიელ კაკაბაძე - ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს. ინგა შარაშენიძე - ველოდები სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას. მაია ნიკოლეიშვილი - რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი. მთავარი პროკურატურა - ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნის. პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე - უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს ჭრილობა დანით მიაყენა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი დავით სარალიძის ინციდენტში თანმხლებმა პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა კანონმდებლობასთან. ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ნიმუშის აღებისას განხორციელებული ქმედება იძულება და ძალადობაა. ზაზა სარალიძე - არავინ იფიქროს, რომ მე ამ ორი ბრალდებულის დასჯას არ ვითხოვ - კიდევ არიან პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაჭრის ფაქტში. ადვოკატი - ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელია და მასში მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით არის მოყვანილი. პროკურორი - დაცვის მხარის შეფასებას, თითქოსდა დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო, ვერ დავეთანხმები. პროკურორი ხორავას ქუჩის საქმეზე - ალბათ მენტალური პრობლემაა, რომ გარდაცვლილთა კლასელებიდან და მეგობრებიდან გამოძიებასთან არც ერთმა ითანამშრომლა.
ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიანო, სირიამ ასე გადაწყვიტა! ბიბილოვი აგრძელებს თავისას - ანატოლი ბიბილოვი - წლის ბოლომდე სულ მცირე, ერთი სახელმწიფო გვაღიარებს. დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა. სირიის საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“ ადასტურებს. ანატოლი ბიბილოვი - სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს დაიწყო. ლევან გერაძე - სირიის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს საგარეო უწყებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. კორნელი კაკაჩია - აქამდე არაბული ქვეყნებიდან დე ფაქტო რეჟიმები არავის უღიარებია, სირიის „აღიარებამ“ კი შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. სალომე სამადაშვილი - სირიის დღევანდელი რეჟიმი რუსეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს. გედევან ფოფხაძე - არა მგონია, სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საქართველოს დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს. სალომე ზურაბიშვილი - სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა და მისი აღიარება არაფერს ნიშნავს. კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებაზე“ - ეს მხოლოდ დასაწყისია. მიხეილ ჯანელიძე სირიის დღევანდელ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევად აფასებს. მიხეილ ჯანელიძე სირიის დღევანდელ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევად აფასებს. პაატა ზაქარეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ არაბულ სახელმწიფოთა დარაზმვა მოხდეს სირიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - თბილისმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. არჩილ თალაკვაძე - რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია. რომან გოცირიძე - სირიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებული უსუსური პოლიტიკის შედეგია. ეკა ბესელია - ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა, შეიძლება იყოს მიდგომა, რომელიც ყველა საერთაშორისო პრინციპს და სუვერენიტეტს არღვევს. „ევროპული საქართველო“ სირიის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - ცხინვალსა და დამასკოში საელჩოების გახსნის საკითხს განვიხილავთ. თენგიზ ფხალაძე - საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია. ლაშა დარსალია - არ ველი, რომ სირიის გადაწყვეტილება რამე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას. დავით დონდუა - საფრთხე იმისა, რომ სირიის აღიარების გავლენით რომელიმე სხვა არაბულმა ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს, არ არსებობს. მიხეილ ჯანელიძე - არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ვახტანგ ყოლბაია - სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. უკრაინა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას გმობს. პაატა ზაქარეიშვილი - როცა დანგრეული და განადგურებული სირია დარწმუნდა, რომ რუსეთი მართლა ეხმარება ასადის რეჟიმს, რუსეთის გამო ეს ნაბიჯი გადადგა.
ბანკი, ლომბარი, ვალები და სხვა ფულიანი თემები - მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა. ზვიად ძიძიგური - ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივების შედეგად მაქსიმალურად იქნება დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები. დიმიტრი ქუმსიშვილი - ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ნაბიჯები, რომელიც საბანკო სექტორში იდგმება, ჩვენი მოქალაქეების დაცულობას ხელს შეუწყობს.
წამება თუ კანონმოქმედება - შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა - იმ ჩანაწერში ჩანდა რომ მსჯავრდებულს აწამებდნენ, აღმოჩნდა რომ დნმ-ს ანალიზს უღებდნენ ნერწყვისა და ოფლის სახით. ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ.
მერია განაშენიანების გეგმებით, შენების და არშენების მცდელობებით - სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ თბილისში და რამდენიმე ქუჩაზე თბილისის მერია პროექტების განხორციელებას გეგმავს. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ - ნინო ჟვანიას ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების გაცემა უნდა შეჩერდეს. „მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისში ღამის ეკონომიკაზე, სწორ მიდგომებსა და დედაქალაქის პერსპექტივაზე საუბრობს.
ძიუდო - მირიან წიკლაური - შოთა ხაბარელს ძიუდოს სფეროში ჭკუას სხვა ქვეყნების ფედერაციები ეკითხებიან, ქევხიშვილმა კი დარბაზის დატოვებისკენ მიუთითა. მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. „ქართული ოცნების“ წევრი შოთა ხაბარელი თანაგუნდელ თამაზ ნავერიანს უპირისპირდება.
მუხთარლის საქმის ერთწლიანი გაურკვევლობა - ელენე ხოშტარია - ერთი წელი გავიდა, რაც მუხთარლი გაუჩინარდა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
სირია ასეთი ბუნჩულა ქვეყანაა - ვინ მოელოდა მათგან ?
არაუშავს, ჩვენმა გენიოსებმა დაგვამშვიდეს, მაინც არაფერს წარმოადგენს, ეგ ძალიან არადემოკრატიული და თავადაც სეპარატისტული სირიაო.
უკვე აქციები დაიგეგმა - აიკრძალოს სირიელი მიგრანტების საქართველოში შემოსვლაო )) დაადარდიანეს ასადი.
ტყუილად ხუმრობ, კახა, სირიისნაირი სირები - სომალი და ლიბია, რომ მზადყოფნაში არიან ეს არაა პრობლემა, არამედ სირიის მეორე სპონსორმა - ირანმა (ჩვენ მეგობრებში დადის) დაუუშვა პირველი სპონსორის ზეწოლა
წაგებული რატოა ? კი რუსეთის თვითმფრინავებია და სხვა იარაღიც, მაგრამ ჯარი რეალურად ირანისაა სირიაში - მათ გარეშე ასადი დიდი ხანი იქნებოდა კადაფივით !
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია