სიზმარი, ცხადი, კომპიუტერთან ძილი, FB, activity, blog, human, internet, life, life style, qwelly, thinking, virtual, ადამიანები, აზროვნება, ბლოგი, დღიური, ვირტუალი, ვირტუალური სამყარო, ინტერნეტი, პატრიოტიზმი, რეალობა, რეალური სამყარო, სიზმარი, სოციალური ქსელი, ქველი, ცხადი, ცხოვრება, ცხოვრების სტილი

      ბოლო ხანებში ცხოვრება იმდენად დაემსგავსა არაადეკვატურ სიზმარს, რომ ერთხელაც, სავარძელში მოკალათებულს ღრმა ძილმა ისე მომპარა გონება, ვერც კი მივხვდი სიზმარში ვიყავი თუ ცხადში.

      კომპიუტერთან ვიჯექი და გაკვირვებას ვერ ვმალავდი ქველზე გაცნობილები, დაახლოებულ-დამეგობრებულები ფეისბუკზე იმეგობრებდნენ ერთმანეთს, იქ მოიკითხავდნენ ურთიერთს, ეკონტაქტებოდნენ და აქეთ გამოხედვაც არ უნდოდათ.

      მერე, სხვა გვერდებზეც თვალი მოვკარი - საკუთარ გვერდზე ქალმა დალილავებული საკუთარი თვლების ფოტო დადო, (ეტყობა ქმარმა დაამშვენა) - მეგობრები კი უკომენტარებდნენ - რა ლამაზი ხარო (ალბათ თვალის საცხი ეგონათ).

      უცბად ახალი კადრი გაჩნდა ჩემს წინაშე - მურმან ჯინორია გარდაიცვალა, მეორეც იქვე "სოფო ნიჟარაძე გარცავლილი იპოვეს" - თურმე საიტის პიარისთვის მოგონილი ტყუილებია და როდესაც საკმარისი რაოდენობის მომხმარებელი შევა მათ საიტზე (top.ge-ს რეიტინგზე ჩამოკიდებულ ინტერნეტში ასე ხდება აზროვნება), მერე დაწერენ ეს "news" გვერდები, რომ მცდარი ინფორმაცია იყო და ბოდიშს ვიხდითო - ესეც საიტის დამატებით შემომსვლელს ნიშნავს.

      ვნახე დაბლოკილი, გატეხილი, პორნოების გამავრცელები გვერდები, მაგრამ მაინც ჯიუტად იმავე სივრცეში ჩაკვეტებული ადამიანები.

      მერე დავინახე როგორ ლანძღავდა ვიღაც ჩოხიანი კაცი ამერიკას და გეებს უწოდებდა ყველას, ქვემოთ კი მიწერილი ჰქონდა - მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ გვერდიო.

      ამ დროს რა თქმა უნდა ღმერთი გაახსენდება ადამიანს და თურმე ისიც აქ ყოფილა - ვირტუალურ სამყაროში, რადგან რაც აქ დალოცვები და "დიდება უფალს", "ღმერთს დიდება", "უფალო შეგვიწყალენ" წერია, მაგდენი სვეტიცხოველში არ ისმის.

      სწორედ ამაზე ფიქრით ვიტანჯავდი გონებას, რომ უცბად ფოტოების ციკლი გამოჩნდა, არ მახსოვს ზუსტად რამდენი ათეული ფოტო იყო, მაგრამ დაუმუშავებელი და ერთიანად გადაღებულს რომ ნაგავივით სადღაც მიყრი, აი ისეთი.

      იმავე სიზმარში გავიგე, რომ შესაძლებელია კომპიტერიდან წაშალო ფოტოები, რადგან ისინი უკვე ფეისბუკზე გაქვს ატვირთული, მერე რა რომ ფეისბუკი 5000 კილობაიტიან ფოტოს 200 კილობაიტზე ჩამოიყვანს და ხარისხს გააუფუჭებს, მთავარია არ ჩამორჩე ტენედნციას და იქ გქონდეს. იქვე ვნახე, რომ თურმე არც ელ ფოსტის ცოდნაა საჭირო და არც სხვა საშუალებების, გადაუგზავნე ფოტო ფეისბუკით და სამუდამოდ დაადე მას ფეისბუკის კოდი, გაუფუჭე ხარისხი და იყავი ბედნიერი - შენ ეს მარტივად შეძელი. 

      თვალი მოვკარი კამათს - სხვისი გადაღებული ფოტოს აღება მოპარვა არ არის, ყველა ასე იქცევაო.

      კიდევ ბევრი კადრი ვნახე იმ სიზმარში შემზარავი - კონდიტრები ქვეყნის ბედზე დარდობდნენ, ფეხბურთელები მინისტრებად გვევლინებოდნენ, მღვდლები PR კამპანიებს აწარმოებდნენ, პოეტები წირვას ატარებდნენ, კაზინოებს უკვირდათ - რა დანაშაული მიგვიძღვის ქვეყნის და ერის წინაშეო, ქართულ ანბანს ლათინური დამწერლობით ანაცვლებდნენ და თან I'm Patriot ეწერა ყველას გულზე. ამ ყველაფერმა წამის მეასედში ჩაიარა.

      გამეღვიძა, კვლავ კომპიუტერთან ვიჯექი, დავატრიალე მაუსის გორგოლაჭი და გავიფიქრე - ისევ მძინავს?

მსგავსი პოსტები:

კიდევ უარესი

ციფრული აქტივობა

თავისუფლება ფეისბუკურად

ნახვა: 1163

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ინტერნეტი, სიზმარი, სოც.ქსელი, ფეისბუკი

ლაშა: სექტემბერი 4, 2015||11:40pm

რთულია ხალხი გამოიყვანო ვირტუალური გარემოდან, თუნდაც ის ფაქტიც რომ მე და შენ ახლა ამ ციფრულ გარემოში ვწერთ, ერთ-ერთი გამოხატულებაა დღევანდელი საზოგადოებსი ვირტუალურობაზე მიბმულობისა. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. 

რაც შეეხება იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ამაში ვერ დაგეთანხმები. არის გარემო, რომლის მიზანიც და იდეაც არის დაგტოვოს თავის ვირტუალში მრავალჟამიერ მრავალსა წელსა, რისი დასტურიც შეიძლება ეს ზემოხსენებული პოეტ-მღვდლები იყვნენ, ხოლო შეიძლება არსებობდეს და უნდა არსებობდეს ალტერნატიული გარემო, რომლის იდეაც ის იქნება, რომ ვირტუალური იყო დამხმარე, დამატებითი ადგილი საურთიერთობოდ და არა პირველადი. 

თუ, საუბარი იქითკენ მიგყავს, რომ ამ იდეის მატარებელსაც კი განხორციელებაში ზოგჯერ პრობლემები აქვს, ეს ლოგიკურია - კარგი იდეები რთულად, პრობლემურად და მოუწონლობით ხორციელდება. (ბულაჩაურში წასვლასაც იწუნებდნენ გზად, თუმცა...), მაგრამ ჯამში იდეა თუ კარგია, შეიძლება განხორიციელების გამოსწორება, მაგრამ თუკი იდეაშივე არ ვარგა, მაშ რაღა ეშველება იმას? 

George: სექტემბერი 4, 2015||11:50pm

ქვეშ-ქვეშობას ( ასე რბილად ვუწოდებ ცილისწამებას) მართლა უნდა მოეღოს ბოლო ! განცხადება ფაქტებით უნდა დასტუდებოდეს ! ალბათ ადვილად მოიყვან მაგალითს: ფაისბოოკის გარდა სოციალური ქსელით დაშორებული ადამიანები : ერთი ქსელის ერთი მაგალითი მაინც ხომ უნდა გააჩნდეს ადამიანს, ჰა გიო ?

tsira: სექტემბერი 4, 2015||11:52pm

უფფფ, ახლა რა გამახსენე. არადა არ მინდოდა მისი გახსენება. 

ლაშა: სექტემბერი 4, 2015||11:54pm

Kakha, მჯერა მაპატიებ, გამეპარა ეს იდეა აზრმიუცემლად, თან სიზმარში სულ სხვა დამსხვრეულ-გატეხილი გვერდები გამოჩნდნენ. 

ლაშა: სექტემბერი 5, 2015||12:09am

ეს უკვე დაჯერების ამბავია, არ არის პირველადი და ამის მაგალითები მაქვს და შენც გაქვს, ამიტომ ვერ ვხვდები რატომ თვლი ასე...  

George: სექტემბერი 5, 2015||12:09am

 როგორ არა ? შენზე ორჯერ უფროსი ვარ, მაგრამ არც კი მსმენი შემთხვევა : ტრუსიკიდან მეგობრობნენ, მაგრამ ოდნო-ებზე რეგისტრაციის მერე - დაშორდნენ !

George: სექტემბერი 5, 2015||12:19am

მერე საუბარი ? შენ ფიქრობ, რომ შენ ფასიბუკის პირველი ადეპტი ხარ, ვინც იქ წარმოშობილი პრობლემის გლობალიზებას ცდილობს, რათა გაამართლოს მასობრივი უკუღმართობანი?

George: სექტემბერი 5, 2015||12:22am

თუ თვლიდი, რომ საკითხი ძალიან პიროვნულია - ღია კომენტარს რას წერდი ? ( მე მაინც ველოდები *მინიმუმ* ერთ მაგალითს, ვინიდან რატომღაც მგონია, რომ არც ისე ბევრ სოციალურ ქსელში ხარ გაერთიანებული..

George: სექტემბერი 5, 2015||12:27am

კი, გაუქმება - დიდი მიღწევაა ! რუსებს მაგონებ : ვერ გაუგეს სვეტიცხოვლის მოხატვას - და გააუქმეს (

George: სექტემბერი 5, 2015||12:35am

მე სულ არ მჭირდება ეს უაზრო კამათი, უბრალოდ კაცს ახასიათბს ის რომ მისი სიტყვა *რაიმედ* ღირს ( კაცობას გავუსვი ხაზი, იმიტორო ქალი (სხვათა შორის შენი კლასელი)- იმდენად იყო ნაწყენი ფოთოების დარქმევით, რომ ზუსთად სვეტიცხოველში დაგვწამა ცილი : პირად მიმოწერას კითხულობენო)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters