ადამიანო, ნურასოდეს ნუ დაგავიწყდება, რომ შენ მარტო ხარ. ნურავის ნუ დაუცდი, ნურაფრის იმედი ნუ გექნება, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყე და ააგე შენი ასაგები კოშკი.
/რევაზ ინანიშვილი/

დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ. მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა". გაიცრიცა. სიყალბე შეერია. თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო ?? ადამიანის უნდა მეშინოდეს ?? არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ ?? არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ ?? დომენიკო, არ შეიძლება ??
/გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი/

რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ, მით უკეთესი. მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს, შეიძლება რაღაც-რაღაცები მოასწრო კიდეც, რადგან სულ ერთი იქნება, როდის მოგიკაკუნებს სუდარიანი, როდის დაგადგება კბილებდაკრეჭილი და მხარზე ცელგადებული. ეგონება დავაფეთებო, შენ იქით შეუტევ - სად გდიხარ აქამდეო
/ოთარ ჭილაძე/

მე არასოდეს ვყოფილვარ, ამ უკიდეგანო ოკეანეთა ლურჯი ვეშაპი, რომელიც ზედაპირზე ჩასასუნთქად ამოდიოდა, მე ერთი პატარა ლიფსიტა ვიყავი და ცასწავალას მსგავსად, გული სიღრმისკენ მიმიწევდა, გული რომელიც ვერ მიძლებდა, გული რომელსაც ვერ ვუძლებდი
/ლაშა მარგიანი/

ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს..
/კ. გამსახურდია/

ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო... მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ...
/ჯემალ ქარჩხაძე/

- დედიკო, მე სტოკჰოლმში დავიბადე?
- რასაკვირველია, - უპასუხა დედამ. - ბოსე და ბეტანი კი მალმეში, არა? - ჰო, მალმეში დაიბადნენ. - მამა, შენ ხომ გეტებორგში დაიბადე? გახსოვს, ერთხელ რომ მითხარი... - მართალი ხარ, მე გეტებორგელი ბიჭი ვარ. - შენ დედა, შენ სად დაიბადე? - ესკილსტუნში, შვილო. ბიჭუნა მოეხვია: - რა ბედნიერებაა, რომ ერთმანეთს შევხვდით. ყველა დაეთანხმა.
/ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი/

ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, მაგრამ ის ღრმად მიძინებულია და სიყვარულს ელოდება, რომ ამღერდეს, აენთოს და აცეკვდეს. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ინახავდა გულში. ეძიეთ სიყვარული და აუცილებლად წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას. აი, ნამდვილი ცხოვრება კი ამის შემდეგ იწყება…
/ოშო/

შემოქმედება საკუთარი თავის გამომზეურებაა ოღონდ როდესაც შემოქმედმა, საკუთარი თავი რომ თოკზე გადაკიდა, ქვემოთ მაყურებელი შენიშნა შეცბა და ამ საკუთარ თავს შელამაზება დაუწყო. წარბები გამოიქნა, თვალები მინაბა, ბზარები საგოზავით ამოივსო, გაცრეცილი ადგილები გაიფერადა, ფერ-უმარილი წაისვა ნიღაბი გაიკეთა და თვალში ნაცარი შეგვაყარა. ამით ვიღაც-ვიღაცეები კი მოატყუა, მაგრამ შენ რას მოგატყუებს! შენ, სიყალბეს რომ ამჩნევ, შუბლს იჭმუხნი. ყველაზე საინტერესო (და ცოტა სასაცილო კი) ის არის, რომ შემოქმედმა მშვენივრად იცის, შენ ვერ მოგატყუილებს და მაინც ვერ უძლებს ცთუნებას, რომ არ იკეკლუცოს და თავი იმაზე უკეთესად არ მოგვაჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია
/"ქარავანი" ქარჩხაძე/

თუ სამშობლო ჭეშმარიტად გიყვარს და ვერავისთვის გაგიმხელია, ტყის პირას, ბუჩქის ძირში თავდაღმა დაწექ, (ნაწვიმარიც რომ იყოს, მაინც დაწექი) ყურისტოლა ორმო ფრჩხილებით ამოჩიჩქნე და სამჯერ ჩასძახე, ჯადოსნური კი არა, გულწრფელი სიტყვა: მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! – მაშინვე წააყარე მიწა და დაიმახსოვრე ის ადგილი... იცოდე იქ, ყოველ გაზაფხულს ია ამოვა.....
/ოტია იოსელიანი/

იხილეთ სხვა ციტატები

ნახვა: 1509

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაბრუნება, ქველი, ციტატები

მაიკო: აპრილი 7, 2019||8:15pm

არ მეგონა აქ ოშოსაც თუ წავაწყდებოდი ))

ლაშა: აპრილი 7, 2019||10:05pm

მრავალი გაოცება ჯერ კიდევ წინ არის )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4GM Tips to Prep for Diablo 4 Skovos Endgame

გამოაქვეყნა MoonlitEcho_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 2:38pm 0 კომენტარი

Anyone who's spent years with Diablo can tell when an expansion is just more of the same and when it's trying to move the game forward. Lord of Hatred looks like the second kind. With launch set for April 28, there's a real sense that Blizzard…

გაგრძელება

U4GM Tips for Buying Safe Forza Horizon 6 Modded Accounts

გამოაქვეყნა MoonlitEcho_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 2:36pm 0 კომენტარი

Forza Horizon 6 is supposed to be about freedom. Pick a car, mess with the tune, head out with friends, and see what happens. That's the fantasy, anyway. In reality, a lot of players hit the same wall pretty fast: not enough credits, not enough…

გაგრძელება

U4GM How to Make Legion Farming Pay in PoE 3 28

გამოაქვეყნა MoonlitEcho_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 2:33pm 0 კომენტარი

Most players in Mirage are still chasing whatever mechanic looks fresh on paper, but Legion keeps paying out if you build around it properly. I've been testing a bunch of farming setups, and this one still feels miles ahead when the map, Atlas,…

გაგრძელება

POE1 Trade Site Guide 2026 – How to Buy Items Fast

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:09pm 0 კომენტარი

When it comes to trading in Path of Exile 1, knowing how to efficiently acquire the right poe 1 orbs can save you a lot of time and frustration. These orbs are essential for crafting, upgrading, and enhancing items, and mastering their trade is a…

გაგრძელება

EZNPC Diablo 4 Fresh Meat Event Where to Farm Best Loot

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:06pm 0 კომენტარი

With Diablo 4's current event running on a clock, there's really no room to drift if you want the best rewards before April 14. A lot of players are still wandering between activities and hoping the Fresh Meat piles up on its own. It won't. If…

გაგრძელება

EZNPC What Fallout 76 Infestations Mean for Endgame

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

After a weekend on the Fallout 76 PTS, I can honestly say the map feels alive again, and not in the old predictable way. The new Infestations system changes the mood of Appalachia the second you walk into one of these zones. There's no giant…

გაგრძელება

Qwelly World

free counters