იერუსალიმში, ღმრთაებრივი ცეცხლის გარდმოსვლა, უკვე მრავალი წელია ფართო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. მორწმუნეთა ნაწილი იმასაც ახერხებს, ამ სასწაულს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში დაესწროს და საერთო მხიარულების მონაწილე იყოს (თუნდაც ბანკიდან აღებული სესხებით და ა.შ) - მთავარია ახლადგადმოსულ ცეცხლს ახლოდან შეხედონ. ხოლო მორწმუნეთა მეორე მხარე, ეჭვის თვალით უყურებს სასწაულს, რომელიც ყოველწლიურად ასე „დაგეგმილად“ ხორციელდება და ამის გამო ჩვეულებრივ, რელიგიურ სარიტუალო ნაწილად რაცხავს. ცხადია არსებობს ოქროს შუალედიც, რომელზეც ცოტა მოგვიანებით.

      ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი იერუსალიმის პატრიარქმა თქვა რამდენიმე წლის უკან - თუ ადამიანებს აღდგომის სიხარულის განცდა ცეცხლის გარეშე არ შეუძლიათ, მაშ, აზრი ეკარგება ამ სასწაულსაცო.

      მთავარი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ამ სასწაულს ეჭვქვეშ აყენებენ არის მისი მოქმედების დრო და ადგილი - ყოველ წელს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, სწორედ მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი შედის კუვუკლიაში ზეციდან გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელსაც პატრიარქი უწილადებს ტაძარში შეკრებილ მრევლს. ერთი მხრივ ცოტა უჩვეულოა და რთულია არ დაეთანხმო ეჭვითმზირალთ - როგორ შეიძლება სასწაული ხდებოდეს სწორედ მაშინ, როცა ადამიანები იკრიბებიან სასწაულის მოლოდინით? განა სასწაულის ბუნება ასეთია - ადამიანს როცა უნდა, მაშინ მოხდეს? განა სასწაული ყოველთვის რაღაც მიზანს არ უნდა ისახავდეს მიზნად? და ა.შ. და ა.შ.

      მართალია, წმინდა წერილი იცნობს სასწაულს, რომელიც წლითი წლად ყოველთვის, ერთსა და იმავე ადგილას აღესრულებოდა, მაგრამ იმ სასწაულში იყო მთავარი ნიუანსი - არავინ იცოდა როდის გარდამოვიდოდა ანგელოზი და აამღვრევდა წყალს ბითეზდაში. ამიტომ ეს ეპიზოდი და ბითეზდას არგუმეტი არცეთი მხარისთვის არ არის ბოლომდე ხელმოსაჭიდი. მინდა გავიხსენო ბიბლიური სხვა ამბავიც.

      40 წლის განმავლობაში, უდაბნოში, დაბარებულივით, ყოველ დღე მოდიოდა ციური მანანა და კვებავდა იუდეველებს. ასევე დაბარებულივით, შაბათს მანანა არ მოდიოდა. მორწმუნე საზოგადოება, ამ ამბავს სასწაულს უწოდებს და მანანას ციურობაში და სასწაულობაში ძნელად თუ ეპარებათ ეჭვი, ყოველშემთხვევაში იმათ, ვინც ზემოთ ცეცხლის ღვთაებრიობის შესახებ ეჭვით საუბრობს. მაგრამ მოდით შევხედოთ იუდეველების თვალით, რომლებიც ეგვიპტიდან გამოსვლაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. 40 წლის სულ არ ვარ, ამიტომ გამიჭირდება ამ თვალსაწიერიდან აზროვნება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ - ადამიანები დაიბადნენ და იზრდებიან გარემოში, რომელშიც ყოველ დილით, უდაბნოს ქვიშიან ტრამალებზე ცვარად დადებულ მანანას კრეფენ და ამით ირჩენენ თავს. ეს ხომ მათი ყოველდღიურობაა? განა სასწაული უნდა ვუწოდოთ?

ნიკოლა პუსენი, მხატვრობა, ბიბლია, ციური მანანა
ნიკოლა პუსენი, ისრალიტელები კრეფენ მანანას, 1638

      მაკვირვებს ერთი რამ - რატომ ფიქრობენ, რომ შეუძლებელია, რომელიმე საუკუნეში, ღმერთს ეთქვა რომელიმე წმინდანისთვის - აღდგომის დღესასწაულზე, შაბათ დღეს, თუკი ეპისკოპოსი ჩემი საფლავის ადგილას შემოვა, მას საღმრთო ცეცხლს გარდამოვუვლენ ზეციდან. ადამიანები, ვისაც ეჭვი შეაქვთ ცეცხლის ღმრთაებრიობაში, ცეცხლის გარდამოსვლას იმის მეათედჯერც არ მოსწრებიან, რამდენჯერაც რიგით ებრაელს ჰქონდა მანანა აკრეფილი და დაგემოვნებული უდაბნოში. და ჩვენ მაინც გვწამს მანანას ციურობის და გვახარებს ებრაელთა მორწმუნეობა ან გვაკვირვებს მათი ურწმუნოება - ეგვიპტეში საჭმელი მაინც გვქონდაო - როცა საყვედურობდნენ მოსეს.

      არის ერთი ამბავი - ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ საუბრები მას შემდეგ გახშირდა და კრიტიკაც და ეჭვებიც უფრო მომძლავრდა, როცა მისდამი რწმენით აღვსილმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კათოლიკეებს, პროტესტანტებს, სხვადასხვა დენომინაციებისა თუ რელიგიების წარმომადგენლებს, საკუთარი სარწმუნოების ჭეშმარიტების დამტკიცება ამ ცეცხლის მაგალითის საფუძველზე დაუწყეს. აი, ჩვენთან არს ჭეშმარიტება რადგან ცეცხლი მარტო მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდისო. მსგავსი დამოკიდებულება აჩენს სწორედ ეჭვების და კრიტიკის საფუძველს.

      ოქროს შუალედს რაც შეეხება - გწამდეს და ამ სარწმუნოებით ცხოვრობდე შემდეგ მოტივზე - „რომელი ხედავს დაფარულსა, მოგაგოს შენ ცხადად“.

ქრისტე აღსდგა!

      ღმრთაებრივი ცეცხლი 2019 წელსაც გარდამოვიდა. იხილეთ ვიდეო.

ნახვა: 414

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მანანა, სააღდგომო, სასწაული, ცეცხლი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Passive optimization roadmap after you Buy POE 2 Items via EZBUFF

გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2026.
საათი: 5:45am 0 კომენტარი

After years of refining builds across different leagues, one pattern becomes clear in Path of Exile 2: raw gear power alone doesn’t solve progression problems. True efficiency comes from how well you convert that power into passive…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters