მახსოვს, წმინდა წერილზე საუბრისას, გალილეის ნაზარეთში გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელის შესახებ, ლუკა მახარებლის მოთხრობილ ამბავს განგვიმარტავდა ლექტორი. ამ საუბარში, მან თქვა ასეთი რამ - მართალია, აღდგომა არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ყველაზე ამოუხსნელი, შეუცნობელი და გონებით მიუწვდომელი, არის ხარების დღესასწაული. (ცხადია არ ვციტირებ, პერიფრაზია) ერთი შეხედვით, რა დღესასწაულია ასეთი? მთავარანგელოზი გაბრიელი მოდის ქალწულ მარიამთან, ეუბნება რომ მისგან უნდა იშვას მხსნელი, რომელსაც მთელი ისრაელი ელოდება და მარიამის თანხმობის შემდეგ, ანგელოზი ქრება. (ხარების ეპიზოდი ვრცლად, თვენის საკითხავში).

      ხარების დღესასწაული 7 აპრილს (25 მარტს) აღინიშნება. დაკვირვებული მორწმუნე აქამდეც შენიშნავდა, რომ დღესასწაულის ამ დღეს აღნიშვნა, დაკავშირებული უნდა იყოს ქრისტეს შობის 7 იანვარს (25 დეკემბერს) აღნიშვნასთან, ანუ დედა ეკლესიამ, ხარების დღე დაადგინა ზუსტად 9 თვით ადრე, ვიდრე ქრისტე იშვებოდა. დღევანდელ დღეს მხოლოდ მარიამისთვის ნათქვამი და ნახარები მხსნელის მოსვლის დღე კი არ არის, დღევანდელ დღეს სამყაროს შემოქმედის შესაქმეში შემოსვლის დღეა. მას შემდეგ რაც ქალწული მარიამი იტყვის - „აჰა მხევალი უფლისა, მეყავ მე სიტყვისამებრ შენისა(ლუკა: 1,38) და აღივსება სული წმინდით, მასში დაივანებს უფალი - ღმერთი სრული და კაცი სრული. დღეს შემოქმედი შექმნილ სამყაროში ჩაისახება.

      სამყარო, ჯერ რას ვიცნობთ და ამ ცნობადშიც კი იმდენად მიუწვდომელია, იმდენად შორია, რომ ათასობით წლებია საჭირო თვით სინათლის სხივისთვისაც, „კიდემდე“ რომ მიაღიოს. და ამ სამყაროს შემოქმედი, ხდება შესაქმეს ნაწილი, სწორედ დღეს. როგორ? რა ძალით? რა შემოქმედებით? პასუხი უცნობია, სრულიად ამოუხსნელი და მიუწვდომელი. მხოლოდ მორწმენს შეუძლია ეს იწამოს და გაიხაროს, რომ ასეთმა უმაღლესმა გონმა, რომელმაც ეს კოსმოსი მოაწყო, გადაწყვიტა შობილიყო ერთ პატარა მიყრუებულ ქალაქში. ესაა სწორედ ხარების სიხარულიც. არა ანონსი ანდა კურთხევა, არამედ სწორედ ქართული ენით, კარგად ნათქვამი ხარება.

      კოსმოსიდან, ვიგულისხმოთ, რომ ღმერთი იქ არის, მაღლა, ყველაფერზე მაღლა, მან, უფალმა გამოირა შემდეგი გზა - (იმ ცოდნით, რაც დღეს გაგვაჩნია სამყაროს შესახებ, ნაზარეთის კოსმოსური მისამართი ალბათ ასეთია) - დაკვირვებადი სამყარო, ლანიაკეა, ვირგო სუპერ-კლასტერი, ადგილობრივი ველი და ადგილობრივი ჯგუფი, რძის გზა (ირმის ნახტომი), ორიონის მკლავი, მზის სისტემა, ჰელიოსფერო, კუიპერის სარტყელი, დედამიწა, ისრაელი, გალილეა და ქალაქი ნაზარეთი. (კიდევ რამდენიმე ადგილი სამყაროში, გამოვტოვე) ასეთი ვრცელი სამყაროს შემოქმედი დღეს, ხარების დღესასწაულზე ხდება შესაქმის ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ 33 წლის შემდეგ ჯვარზე გაეკრას, აღდგეს და ამაღლდეს. რატომ? იმიტომ რომ „...ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.(იოანე: 3,16)

=======================

P.S. დანამატი

      ასეთი დიდი დღესასწაულები არ უნდა გადაფაროს ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა წმინდა ქალაქ მცხეთის დღე, მცხეთის კურთხევა. აღნიშვნა და გახსენება იმისა, რომ რომელიღაც საუკუნეში, წმინდა კათალიკოსმა მელქისედეკმა ხარება დღეს მცხეთა აკურთხა, დალოცა და უწოდა წმინდა ქალაქი. არ უნდა ემატებოდეს ლეგენდები და არ უნდა იწოდებოდეს ქართლის ცხოვრება ქართველთა მეორე ბიბლიად, ასეთ დღესასწაულებს არ შვენის ქება წმინდა ქალაქ მცხეთისა და გახმიანება მისი უდიდესი მნიშვნელობისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ერის დიადი ისტორიის გაკვეთლები, ქართველთა გამორჩეულობა და ათასი უსარგებლო (მინიმუმ ამ დღესასწაულთა მიმართებაში, სრულიად უსარგებლო და მავნებელი) დანამატი...

გილოცავთ! დღეს ქალწულს ეხარა სამყაროს გამოხსნა!

ნახვა: 375

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განწყობა, მილოცვა, სადღესასწაულო, ხარება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Passive optimization roadmap after you Buy POE 2 Items via EZBUFF

გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2026.
საათი: 5:45am 0 კომენტარი

After years of refining builds across different leagues, one pattern becomes clear in Path of Exile 2: raw gear power alone doesn’t solve progression problems. True efficiency comes from how well you convert that power into passive…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters