მიყვარს გაზაფხული, გაცოცხლება მიყვარს ბუნების, ყვავილები: ია, ენძელა, ყოჩივარდები, ფურისულა, ასე ეძახიან ჩემთან სოფელში. (შეიძლება სხვაგან სხვა სახელს ეძახიან) მახსოვს როგორ დავრბოდით ბავშვები ბუჩქიდან ბუჩქის ძირში, როგორ ვაგროვებდით ყვავილებს, როგორ ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტ ყვავილს მოკრეფდა და დაღამებისას როგორ ვბრუნდებოდით სახლში. სახლში კი მშობლების საყვედურები, სად ხართ აქამდე? რა დროა? გაკვეთილები მოსამზადებელი გაქვთ, მე მოვყვები ხვალ შენს მაგივრად სკოლაში გაკვეთილს? ასე დატუქსულები მივუსხდებოდით ხოლმე სამეცადინოდ მაგიდას და ისმოდა მუქარა სანამ არ ისწავლი აწი ფეხს არ გაადგავ ყვევილების საკრეფად. რა ტკბილიაა ახლა ამის გახსენება და როგორ მენატრება ეს ყველაფერი. ეხლაც მინდა მქონდეს სოფელი, სადაც ბევრი ყვავილები იქნება და წავალ ყვავილების მოსატანად ტყეში.

     მიყვარს გაზაფხული მახარებს და მავსებს მისი მობრძანება, გაზაფხულზე მეტად იასამანი მიყვარს იასამანი საოცარი ყვავილია კეთილი, ლამაზი, სურნელოვანი. მე ყვავილების დედოფალს ვუწოდებდი მას. სიტყვები არ მყოფნის ვერ ვპოულოობ მის შესამკობელს. მართლაც დედოფალია თავისი მშვენიერებით და სურნელით გაზაფხულზე ჰაერში რომ აფრქვევს, როგორ მახალისებს და ასიათასჯერ მავსებს სიცოცხლის ენერგიით.

     ერთხელ, გაზაფხულით აჩქარებული ნაბიჯით მივუყვებოდი ავლაბარში სამებისკენ მიმავალ გზას, როგორც ყოველთვის ლექციაზე მაგვიანდებოდა. ახალი აყვავებული იყო იასამანი, ქალაქის ქუჩებში ჯერ არ იყო გამოფენილი გასაყიდად. ქუჩაში დავინახე ბიჭი, რომელსაც ორი ტოტი იასამანი ეჭირა. იასამნის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა სუნთქვა შემეკრე და გულ დაწყვეტილმა გავიფიქრე რა იქნებოდა ის იასამანი მე მჭერებოდა ხელში. ვხედავდი ბიჭს, რომელიც მოდიოდა გამისწორდა ყვავილი გამომიწოდა და მითხრა ეს შენიაოო უცბად ვერ მივხვდი რა მოხდა და ინსტიქტურად გამოვართვი ყვავილი სრულიად უცნობს სახეც კი არ მახსოვს იმ ბიჭის, გავცდით ერთმანეთს და მივხვდი რომ ასეთი გულწრფელი ნატვრა ასე სწრაფად ამიხდა. გახარებული კი არ მივდიოდი არამედ მივფრინავდი და დაგვიანებულ ლექციაზე სახე გაბადრულმა შევაჭერი, დავჯექი, მაგრამ მე ლექციაზე არ ვიყავი. მე, იასამანთან ერთად გახარებული ვბოდიალობდი ქალაქის ქუჩებში. ეს ყველა შეგრძნება თუ განცდა ისევე მახსოვს როგორც იმ წუთას განვიცდიდი და შევიგრძნობდიი!!!!...

ნახვა: 837

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაზაფხული, დედოფალი, ყვავილები

ლაშა: სექტემბერი 5, 2014||2:05pm

და შემოდგომა? :(( 

ნათი მორბედაძე: სექტემბერი 5, 2014||3:06pm

შემოდგომა? მაგრამ გაზაფხული მაინც სხვა არის იასამანთან ერთად :) :)

ლაშა: სექტემბერი 5, 2014||3:12pm

შემოდგომის ყვითელ-წითელი ფოთლების სურნელი არ გიყვარს?

ნათი მორბედაძე: სექტემბერი 5, 2014||4:30pm

ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს, მე შემოდგომის თბილი ფერებიც მიყვარს :) :)

ლაშა: სექტემბერი 5, 2014||4:36pm

მოკლედ, შენ სითბო გყავრებია ჩემო ნათი :))

ნათი მორბედაძე: სექტემბერი 5, 2014||5:11pm

:) :) რა თქმა უნდა :) :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters