დამოუკიდებლობა, ჭიათურელების მოთხოვნები და გარეჯის კუთვნილება

      დამოუკიდებლობის დღის ტრადიციულ მილოცვას შეუერთდებით - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას! ცხადია, დღის მთავარი თემა დამოუკიდებლობა იქნებოდა, რომ არა მაღაროელების დაუღალავი და ხმამაღალი პროტესტი რომელსაც მთელი ქალაქი და სხვა ქალებიც და დეპუტატებიც შეუერთდნენ. ამას გარდა სხვა მთავარი ამბავი იყო დავით გარეჯის ტერიტორიის კუთვნილება და გაურკვეველი საზღვარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მაისი, 2019/

      ტრადიციულად აღნიშნული დამოუკიდებლობა - საქართველოს დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ყოველწლიური ზეიმი ტრადიციული ემოციებით და ღონისძიებებით აღინიშნა - ცოტა ტანკები, ცოტა ჯარი, ფიცი, ჰიმნი და სხვადასხვა მიმართულებები. წლევანდელი სლოგანი კი ცოდნას და განთლებას მიეძღვნა. ბრაზილიაში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

      ჭიათურელების პროტესტი - ჭიათურაში მაღაროელებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, გაფიცულები შიმშილობას აგრძელებენ. დავით სერგეენკო - სამწუხაროდ, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს მედიატორის ჩართვაზე, ასეთ შემთხვევაში, რჩება უშუალოდ მთავრობის ჩართულობა. ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიამ გაფიცულ თანამშრომლებს რამდენიმე წინადადება შესთავაზეს:

      1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან - 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან - 10%-იანი ზრდა;

      2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან - ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

      სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

      3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

      4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

      5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

      6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

      7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

      8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

      9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

      10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

      პარლამენტარები მაღაროელების საქმეში - მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს. განათლების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჭიათურაში საჯარო სკოლები გაიფიცნენ. დავით ჭიჭინაძე - თუ მაღაროელების ხმა არ ესმის მთავრობას, მაშინ მთელი ერის ხმა უნდა გაიგონოს. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა სეწყვიტეს. ნათია თურნავა მაღაროელებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთანხმებაზე - ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება.

      უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ლაგოდეხში რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს გვიან ღამემდე ეძებდნენ. ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ. მაშველებმა ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს.

      გარეჯის დაცვა - 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იგეგმება. გიორგი ანდრიაძე - ჩიჩხიტური და კულტურის სხვა ძეგლები აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებულია ალბანური კულტურის ძეგლებად, ისტორიულ მემკვიდრეობას გვედავებიან. დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს. ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით - როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ გვექნება.

      დიასპორი ამბები - ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. ირაკლი კობახიძე - ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში დაბრუნებისათვის სათანადო შესაძლებლობა მივცეთ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ. მამუკა ბახტაძე - ჩემთვის ქართული დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი. მრავალი ქართველი უცხოეთში ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. პატრიარქი გარეჯის ამბავზე:

      ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

      მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

      მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში,როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანადგადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც,რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

      ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანულიმხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

      მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს.

      ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

      თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

      და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.

      ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას

      სეტყვა გორში და სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა ჯერ ქუჩაში, შემდეგ დარბაზში - სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის კულტურის ცენტრის დარბაზში მინისტრს და გუბერნატორს შეხვდნენ. მაგრამ სულ ცოტა ხნით - გორში სეტყვით დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან და გუბერნატორთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 170

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters