ხშირად გვესმის სიტყვები: მოკლა, გაქურდა, უღალატა. რატომ? განა ამას გვასწავლის მამა მშობელი? ჩვენ მოკვდავები როგორ ავღზრდით მომავალს მაშინ, როცა თავად არ ვიცით რად გვინდა ვიქცეთ. ცხოვრება გამოცდაა, რომელიც ადამმა და ევამ ვერ ჩააბარეს, ერთი მთავარი მიზეზის – ცდუნების გამო . ისმის კითხვა – კი მაგრამ ვინ და რამ აცდუნა ღვთის შვილები? პასუხიც ვიცით, დაცემულმა ანგელოზმა, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ბოროტების კერა. მსოფლიო გამოცდილება, ისტორია, რელიგია, ფსიქოლოგია და ამასთან სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები ცხადჰყოფენ, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, მავნე არ იბადება. ის ხდება ბოროტი მრავალი გარე ფაქტორების გამო. მაგ: იყო ვინმეს ჩრდილის ქვეშ, ხედავდე შენს გვერდით წარმატებულ ადამიანს ბევრისთვის მტკინვეული და მიუღებელია. შური ეს ისეთი მავნე თვისებაა, რომელიც ისადგურებს ადამიანის გულში და ყველა საციცოცხლო, უფალთან მიმავალ გზას უკეტავს სულს. ასე დაეცა ანგელოზიც. მას მერე რაც ბოროტება კულტად გაიხადა, დაძრწის ყველა კუთხე-კუნჭულში და ცდილობს მოკვდავი შეიტყუოს გახადოს იგი თანაზიარი მზაკვრულ საქმეში. შენ იუდა, ერის მხსნელმა ამოგირჩია თორმეტ მოწაფეს შორის, განა რამ დაგაბრმავა ოქრო-ვერცხლმა? აი კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს.
ფურცელზე კალამი ისვენებს და ახსენდება ”მონანიება”. გავიხსენოთ ე.წ, “ჭაღარა ” რა ლამაზი იყო მისი ბავშობა, ტკბილი ოჯახი. ფილმის კადრსავით იცვლება მისი ყოფა თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებს, მარტოშთენილი პრობლემებს ვერ უმკლავდება და საზოგადოებაზე გადმოსული ათას სისაძაგლეს ჩადის. სიცივეს გრძნობს გარშემო, გაყინული თვალებით იყურება და იგერიებს დამცინავ კილოს. ილია, უგვირგვინო მეფე და მჭერმეტყველი ყოველთვის დაინტერესებული იყო სიციალური პრობლემებით ეს მის შემოქმედებაშიც აისახება. მაგ: “სარჩობელაზედ” მთავარი გმირი ხალხის უგულობად დაამონა. ხელაღებული და სასოწარკვეთილი არ ერიდება სიბოროტეს. თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ ბოროტება თანდაყოლილი კი არა შეძენილი თვისებაა, რომელსაც ხშირად ქედს უხრიან “მეკობრეები” გემზე ამაყად დგანან და ცისკენ მიმავალ ალბატროსს უმოწყალოდ კლავენ. არ უნდა წავბილწოდ ღვთიური სული, რადგან სწორედ ისაა საწყისი ზნეობრიობის. კაცის ვალია კლავდეს ღვთიური ქორწინების სურვილი. ვიცი, რომ ცხოვრება ძნელია, იგი გაცრეცილი და უმწეო ფოთლების ცეკვას გავს ქარში. მხოლოდ სიბრალულის ღირსია ადამიანი ვინც უარს იტყვის ბედნიერებაზე და თიხას ცოდვიანი მიწით მოზელს. მოდი გონს, იყავი მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, თუ კი ჯერ კიდევ არ გაგისინჯავს ნაყოფი სიკეთისა იჩქარე გაუღე კარი იესოს!
ეს ბავშვი დღითი დღე მაოცებს... :)
თათია, იმდენი თემაა თავმოყრილი ამ მცირე პოსტში რომ არ ვიცი რომესლს გამოვეხმაურო...
ალბათ ყველა ჭკუათმყოფელი მიპასუხებდა, არცერთ არ გამოეხმაუროო, მაგრამ ერთი რომ მე ჭკუათმყოფელი არ ვარ და მეორე თითები არ ჩერდებიან... ;) :)
ჩემი მოკლე ჭკუიით ყველაფერი გამოწვეულია უსიიყვარუულოობიით..... არა მართლა __ -_-
სიყვარულის ნაკლებობით ცის, გეთანხმები :)
მომენატრა ასეთი პოსტები ამ ავტორის ბლოგში ♥ სიამოვნებით გადაკითხვის ემოცია აბედნიერებს!
ამ ბლოგის ავტორს არაფერი დაუწერია რა ხანია :( მასაც ენატრება წერა..
ბოლო დროს წერა და მწერლები იკარგებიან ან ილევიან და რატომ ვერ გამიგია, ყველას (გვ)ეზარება თუ აღარ (გვ)ეწერინება ?? და რატომ ნეტავი? ((
უფრო აღარ (გვ)ეწერინებათ მგონია
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია