პოეტი შეიძლება დაიბადოს ყველგან.
პოეტი შეიძლება დაიბადოს საქართველოში.
პოეტი შეიძლება იყოს კაცი, ან ქალი,
მაგრამ ის არ არის არც კაცი, არც ცქალი,
ის პოეტია.
პოეტი შეუძლებელია იყოს პატრიოტი,
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს სამშობლო.
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს
პოეტს არავინ და არაფერი უყვარს თავისთვის,
პოეტს უბრალოდ უყვარს და ეს მათთვისაა.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს ეროვნებაში,
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს რელიგიაში.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტო სქესში.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს წარმოდგენებში,
პოეტი წარმოუდგენელია.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს.
პოეტს არიზიდავს ქალაქი,
პოეტი ნამდვილი მოქალაქეა.
პოეტი იცნობს ყველას,
პოეტს არავინ იცნობს.
პოეტი არ არის მეოცნებე,
პოეტი არ არის მისტიკოსი,
პოეტი არ არის შეშლილი,
პოეტი ჭეშმარიტი რეალისტია,
პოეტი ჯადოქარია.
პოეტი მაგიაა.
მშვიდობიან დროს პოეტი მებრძოლია.
ომის დროს პოეტი მედდაა,
მშვიდობის მყოფელი.
პოეტი შეუძლებელია სადმე მუშაობდეს,
პოეტი სულ მუშაობს.
პოეტი შეუძლებელია სადმე იყოს,
პოეტი შეუძლებელია სადმე არ იყოს.
მისი ფიქრი ელვას გავს,
ხან იქ არის, ხან აქ.
პოეტს შეუძლებელია ჰქონდეს საკუთრება,
საკუთრება პოეტის ციხეა.
თუ მას მაინც სურს საკუთრება -
სასწრაფოდ გადავიდეს პროზაში.
პოეტი ობივატელებს უპასუხისმგებლო ჰგონიათ,
პოეტი პასუხისმგებლობის გარეთ დგას,
პოეტი ყველაფერზე გრძნობს პასუხისმგებლობას.
პოეტი უპასუხიმგებლოა.
პოეტმა არ იცის კონვენციური მორალი,
პოეტი ამორალურია.
პოეტს, მკვდარ, გარე სამყაროში და მკვდარ ბუნებაში
შეაქვს ცოცხალი მორალი.
პოეტს მკვდარ სოციალურ მორალში შეაქვს ცოცხალი ბუნება.
არაფერია ამ ქვეყნად პოეტზე მორალური,
თუ მას არ შეუძლია იყოს ასეთი – გადავიდეს პროზაში.
პოეტი ახალგაზრდობაში ბებერია,
სიბერეში ახალგაზრდა.
პოეტი შეუძლებელა ითმენდეს უსამართლობას,
პოეტი მოუთმენელია.
პოეტი შეუძლებელია არ ითმენდეს ადამიანის სისუტეებს,
პოეტი უსაზღვროდ მომთმენია,
თუ იგი ვერ ითმენს ადამიანების სისუსტეებს
და აღელვებს იგი - გადავიდეს პროზაში,
ან გახდეს დეპუტატი.
პოეტი მოქმედებს კულტურაში.
პოეტი მოქმედებს კულტურიდან.
პოეტი კულტურის გმირია.
პოეტი არ კვდება.
პოეტი ცნობიერად გადადის ისტორიაში.
პოეტს არ ეშინია პათეტიკის,
პოეტს არაფრის ეშინია, გარდა საკუთარი თავის.
პოეტს არ შეიძლება არ უყვარდეს ქრისტე,
რომელ რელიგიაშიც არ უნდა მოვიდეს იგი,
როგორც პოეტი.
პოეტი ორდენის წევრია, რომლის წევრების დიდი უმრავლესობაც
ისტორიიდან მოქმედებს.
პოეტმა იცის ორდენის სამოქმედო გეგმა და წესები,
პოეტი იცნობს ორდენის წევრებს.
ორდენის წევრები იცნობენ მას და ეხმარებიან.
ორდენი თეთრია და ჯვარცმული პოეტი მიუძღვის,
თუ პოეტს არ უყვარს ქრისტე, სასწრაფოს გადავიდეს ჟურნალისტიკაში და
გააკეთოს "ბლოგი".
პოეტი საკუთარ გამოუთქმელ სიღრმეებში ღმერთს გავს,
ღმერთი კი პოეტს.
ღმერთი პოეტია, პოეტი – ღმერთი.
პოეტი შეუძლებელია დღეს არ იყოს,
პოეტი დღეს შეუძლებელია.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია