სიზმრების ბლოგად არ მინდა გადავაკეთო ჩემი დღიური, მაგრამ რა ვქნა თუ ყოველ ჩაძინებაზე საღ აზრს მოკლებულ საშინელებებს ვხედავ.
ჯერ წინა სიზმარიც ვერ მომინელებია, კიდევ არ გამოვსულვარ იქაური ბურანიდან, ახალი დამეტაკა.
სიზმარი ასეთი იყო: ერთი ახალგაზრდა გოგონა ქველზე მოღვაწეობდა აქტიურად, ლამაზი და ფოტოგენური გოგონაა და თავისი ფოტოებით ხშირად ახარებდა მრავალთა თვალებს, გამოხმაურებაც მუდამ დადებითი და პოზიტიური ჰქონდა მის ფოტოსესიებს, ტკბილი მოკითხვები, შექებები, კომპლიმენტები და ა.შ. შემდეგ, როგორც მის მსგავს ლამაზ და მშვენიერ გოგოებს სჩვევიათ, ახალგაზრდა ასაკშივე გათხოვდა, ოჯახი შექმნა და ღმერთმა დალოცა მისი სიყვარული მრავალჟამიერ (ეს ამ სიზმარის ის სასიამოვნო დასაწყისია, რომელმაც ბედნიერების ღიმილი მომგვარა). მაგრამ ხანგრძლივ თურმე არც ეს სოფელი და არც სიზმარლენდი არავის არ გაახარებს. როდესაც უკვე ბეთჰოვენის 50-ე სიმფონიის პირველმა აკორდებმა გაიჟღერა გონებაში, მივხვდი რამე საავდრო მოხდებოდა და აჰაა - გოგონა ქველზე შემოვიდა, ფოტოები წაშალა და მისი გვერდი გააუქმა. შემდეგ მომაგონდა რომ ეს ოპერა უკვე ნანახი მქონდა და თურმე იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო - გათხოვდა და გაუქმა.
თავზარდაცემულს და ბეთჰოვენისგან კიდევ უფრო შეშინებულს გამომეღვიძა. ოფლში ვცურავდი. დიდხანს ვერ ვხუჭავდი თვალებს.
ბოლოს, კლავიატურას მივუჯექი და აი, ეს პოსტიც აქ არის.
ერთი შეკითხვა მაქვს და მერე რჩევაც - თქვე დალოცვილებო, შეყვარებულებმა ერთმანეთის ინტერნეტ გვერდების პროფილების პაროლები რომ უნდა იცოდეთ და ეს რომ აუცილებლობაა ერთგულების, სიყვარულის და მარადიული ტრფობის დასამტკიცებლად ეს გავიგე (გავიგე როგორც კანონი, რომლის ლოგიკასაც ვერ ვწვდები), ქორწილის შემდეგ საერთო აკაუნტების გაკეთება ფეისბუკზე (ალი და ნინო, ჯამბული და ხატია, თეკლა და დავითი, ზეზვა და მზია) და ა.შ. როგორც იქნა გავითავისე, თუმცა სიმართლე გითხრათ ამის იდეასაც ვერ ვხვდები ბოლომდე, ალბათ ჯვირსწერისას მღვდელმა გაკურთხათ - ერთ ხორც და ერთ ფეისბუკო, შეიძლება ახალი კურთხევანი გამოვიდა და ჯერ არ ვიცი, მაგრამ კარგი - ესეც გასაგებია, იმ წინა შეყვარებულობის დროინდელი კანონის ლოგიკურ გაგრძელებად ჩავსვათ.
აი, ეს პროფილების გაუქმება რას მივაწერო ჯერ ვერ ვხვდები. იქნებ, გათხოვებამდე გაარკვიოთ რისი უფლება გაქვთ კომპიუტერთან (გათხოვებამდე რადგან, სტატისტიკა გვიჩვენებს რომ მსგავი ქმედებით ძირითადად მდედრები არიან დაკავებულნი, საკუთარ აკაუნტებს აუქმებენ და ქმრების აკაუნტებზე ორპატრონობას აწესებენ). აი, მაგალითად ჰკითხეთ თქვენს შეყვარებულებს - დავით, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ მე მაქვს qwelly-ზე გახსნილი ჩემი გვერდი. როგორ გგონია, ეს გვერდი ჩვენს სიყვარულს დაანგრევს? აღარ გეყვარები? - თუ გითხართ კიო, მაშინ იცოდეთ რომ არ უყვარხართ და ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ან, ვიდრე დარეგისტრირდებით, მანამდე ჰკითხეთ შეყვარებულს - ძვირფასო, როგორ გგონია, ამ საიტზე რომ დავრეგისტრირდე სამუდაოდ დაგკარგავ? არ ვიცი, თუ მეტყვით როგორ ურთიერთობთ ასეთ შეყვარებულებთან, მეც მოვიფიქრებ ფორმულირებას როგორ აიღოთ ნებართვა მსგავს გვერდებზე რეგისტრაციისა, მოღვაწეობისა და ფოტოების განთვსებისა.
ვფიქრობ ხომ არ სჯობს ახალრეგისტრირებულებს ვკითხო - უკაცრავად თქვენ გათხოვილი ხართ? და ქმარმა იცის აქ რომ ხართ?
აქვე იხილეთ წინა კოშმარი:
ადამიანები არ აძლევენ ერთმანეთს განვითარების საშუალებას,ნამდვილი სიყვარული თითქმის არ არსებობს...
ეს წინა კოშმარზე უარესია))))
ზეზვა და მზია ჯერ არ შემხვედრია :D:D კახაც კი იმდენად შეშფოთდა, რომ არც კი ხუმრობს :დდდ
khatuna, ეგ ლოგიკურიცაა, ავადმყოფი უჯრედები უფრო სწრაფად მრავლდებიან, ვირუსები უფრო ეფექტურები ხდებიან და აქ რატომ იქნება სხვანაირად? რაც დრო გავა მით უფრო უარესობისკენ წავალთ და ჩემი სიზმრებიც კოშმარზე უფრო კოშმარულები გახდება.
ლაშ მაპატიე, მაგრამ ძალიან კარგად გამეციინა :D :D ისე ეგ კი მართლა დასაფიქრებელია თუ აუქმებენ ესეიგი გონიათ, რომ დაოჯახებულებმა აღარ უნდა მიიღონ კომპლიმენტები, რადგან ქმრები იეჭვიანებენ ამისდა გამო, მაგრამ თუ შეყვარებულობის პერიოდში არ აუქმებენ ეს რას ნიშნავს? მანამდე ააქვთ უფლება?
არ მგონია ასე ჩახლართული იყოს ეს ამბავი ბროლიკ, თუმცა ქალების ლოგიკას (თუ არსებობს) ისევ ქალი თუ მიხვდება (თუ არის შესაძლებელი საერთოდ), ამიტომ დიდად არ შეგედავები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შეყვარებულობის პერიოდში მეტი თავისუფლებაა, ცოლ-ქმრობის პერიოდში კი იმაზე მეტი შეზღუდვები, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუმცა ერთ რამეს უნდა დავეთანხმო - იდიოტობაა და მეტი არაფერი, სასაცილო კი არა, სატირალი და ორ აგურ საძებარი ამბავია ((
საქმე სწორედ ისეა, რასაც ჯინა წერდა და უნდა დავეთანხმო - სიყვარულში კი არა, ეს სიყვარულის ილუზიაში ცხოვრებაა.
არა და ეგეთებს რომ ჰკითხო ყველაზე თანამედროვეები არიან, ძველი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, მშობლის რჩევები ეზიზღებათ.. და თვითონ რაღაც ახალი იდიოტური წესები რომ შემოაქვთ არაუშავს ? :)) სულელურ შეზღუდვებს ვგულისხმობ:))) ჩემი აზრით, ეს საერთოდ სიყვარულთან არანაირ კავშირში არარის .. ახლოსაც არარის :(
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია