ემმის დაჯილდოების ცერემონიალიდან დაბრუნებული ჯორჯ მარტინი კომპიუტერს მიუჯდა, თავის ბლოგზე შევიდა და გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით "ახალი რეკორდი".

12_ემმი, 12_ჯილდო, EMMY2015, Emilia_Clarke, Emmy, Emmy2015, Emmy_Awards, GOT, GRRM, Game_of_Thrones, GeorgeRRMartin, George_Martin, Lena_Headey, Los_Angeles, Veep, actress, blog, california, comedy, drama, limited_series, qwelly, winners, გამარჯვებულები, დაჯილდოების_გამარჯვებულები, დრამა, ემმის_დაჯილდოება, ემმის_დაჯილდოება_2015, კალიფორნია, კომედია, ლოს_ანჯელესი, მინი_სერიალი, ნომინაციები, სამეფო_კარის_თამაშები, სერიალები, ჯორჯ_მარტინი

      წიგნისგან განსხვავებით, ბლოგზე ჯორჯ მარტინი სიტყვაძუნწია, მარტივ და მოკლე წინადადებებს წერს.

      "დავბრუნდი ემმის დაჯილდოებიდან, ლოს ანჯელესიდან.

      დაუვიწყარი ღამე.

      სამეფო კარის თამაშებმა ახალი რეკორდი დაამყარა. მისმა სერიებმა გასულ კვირაში 8 ემმი, ხოლო კვირას (20 სექტემბერს) კიდევ 4 ჯილდო მოგვიტანა."

      მართლაც მსოფლიო რეკორდთან გვაქვს საქმე. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. წინა რეკორდი, როგორც თავად მსოფლიო ბესტსელერის ავტორი წერს, ეკუთვნოდა "დასავლეთ ფლანგს" (The West Wing).

      სამეფო კარის თამაშები, თუ სატახტო თამაშები, გნებავთ სამეფო თამაშები წელს 12 ემმით დაჯილდოვდა.

12_ემმი, 12_ჯილდო, EMMY2015, Emilia_Clarke, Emmy, Emmy2015, Emmy_Awards, GOT, GRRM, Game_of_Thrones, GeorgeRRMartin, George_Martin, Lena_Headey, Los_Angeles, Veep, actress, blog, california, comedy, drama, limited_series, qwelly, winners, გამარჯვებულები, დაჯილდოების_გამარჯვებულები, დრამა, ემმის_დაჯილდოება, ემმის_დაჯილდოება_2015, კალიფორნია, კომედია, ლოს_ანჯელესი, მინი_სერიალი, ნომინაციები, სამეფო_კარის_თამაშები, სერიალები, ჯორჯ_მარტინი

      20 სექტემბერს მსოფლიო კინოინდუსტრიის თვალი მიბრუნებული იყო კალიფორნიისკენ, სადაც ემმის ყოველწლიური და უკვე რიგით 67-ე დაჯილდოება უნდა გამართულიყო მაიკროსოფთის თეატრში, ლოს ანჯელესში (Emmy Awards 2015).

      სულ სამი სერიალი დაჯილდოვდა, როგორც სერიალი, დანარჩენი ჯილდოები კი მსახიობებს ერგოთ.

  1.       საუკეთესო დრამატული სერიალი: "სამეფო კარის თამაშები" Game of Thrones
  2.       საუკეთესო კომედიური სერიალი: "ვიპი (ვიცე პრეზიდენტი)" Veep
  3.       საუკეთესო მინი სერიალი: "რა იცის ოლივიამ?" Olive Kitteridge

      სამეფო კარის თამაშებმა პრიზები აიღო:

      საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი დრამაში, საყვარელი სამეფო ჯუჯა: პიტერ დინქლეიჯი;

      საუკეთესო დრამატული სერიალის ავტორი რა თქმა უნდა დ. ბ. უაისი გახდა და მეორე ემმი იმავე ნომინაციაში დევიდ ბენიოფს ხვდა წილად.

      და მეოთხე ემმი იმავე დაჯილდოებაზე, სამეფო კარის თამაშებიდან ერგო რეჟისორს დევიდ ნატერს.

      საინტერესოა, რომ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი დრამის შესრულებისთვის ერგო უზო აბუდას, არადა ამ მონიმაციაში სამეფო წარმომადგენლები იყვნენ დრაკონების დედა ემილია კლარკი და დედა-დედოფალი ლენა ჰედი.

      დავუბრუნდეთ ჯორჯ მარტინს, მან ბლოგის მკითხველებს მოუბოდიშა გადაღლილობის და ზედმეტი სიხარულის გამო, ხვალ მადლობებს დავწერო - სხვა მაინც არაფერი ამქვს სათქმელი გარდა იმისა, რაც ემმის დაჯილდოებაზე ვთქვიო. ჰოდა, იქ ხომ "მადლობა ყველას" არის მთავარი მესიჯი.

ნახვა: 268

ტეგები: Emmy2015, Qwelly, ბლოგი, დაჯილდოება, ემმი, სამეფო_კარის_თამაშები, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters