ევროკომისიის დასკვნები, ელჩი სამხრეთ ოსეთში და მსჯავრდებული დეპუტატი

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /24 მაისი, 2017/

      დღევანდელი დილის პირველი ნიუსი წინა ღამის ამბებს უკავშირდებოდა, რომელიც გვამცნობდა რომ ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, „ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“. ანა დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, თითქოს ეჭვით თქვა: „მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ის მოსაზრებები, რომელიც სახალხო განხილვების და ბერლინის კონფერენციის მიმდინარეობისას დაფიქსირდა“. უცხოელი მეგობრების შეფასებებს რაც შეეხება, თომას მარკერტი აცხადებს, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ კონსტიტუციის პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. აქვე, ბრიჯიტ ბრინკი: „მთავრობას მოვუწოდეთ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს“. ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი - ქართულ მხარეს ვთხოვე ყურადღება მიაქციონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რადგან ის არის ექსპერტი ამ სფეროში. დევიდი ასევე ინტერვიუში აღნიშნავს „მინდა ხაზი გავუსვა რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუტების მუშაობა, როგორიც არის სახალხო დამცველი და აუდიტის ოფისი, მოვუწოდებთ საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების გასატარებლად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო და უმცირესობების უფლებების დაცვა.“ მაკალისტერი, ასევე მხარდეჭარას გვიცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში. ქართული ხმარე მიღწევებით ამაყობს, მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ვიცეპრემიერი კალაძე, კახა კალაძე - საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

      ევროკომისიის დასკვნები პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების მიზეზიც ხდება ხოლმე. მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შესახებ - როგორც კი მიხვდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების უმრავლესობის მიმართ დადებითი იქნება, ტონი შეცვალეს.

      არანაკლებ მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია მიწების უცხოელების მიყიდვის თემა, პარლამენტის თავმჯდომარე:„ჩვენი ვალია, ძალიან გულდასმით განვიხილოთ მიწის საკითხი“. შეგახსენებთ, გუშინ ამ თემაზე დიმიტრი ხუნდაძე და პრემიერიც საუბრობდნენ. კახა კალაძე - მთავრობის მეთაურის და ჩემი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს.

      კალაძის სხვა პოზიციებიც: თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება. გარკვეული პრობლემები წარმოქმნა ერთ პატარა ქალაქში მერის, გამგებლის არსებობამ, ძალიან გაიზარდა ბიუროკრატია. კახა კალაძე მარატ კულახმეტოვის დანიშვნაზე - არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. სხვაც: ჩვენ ვაწარმოებთ ისევ მოლაპარაკებას როგორც „ინტერ რაოსთან", ასევე ყაზახურ მხარესთან. კალაძე ასევე ეხმაურება ჰესის მშენებლობის საკითხს, ხანდოს ხეობის მოსახლეობას დავარწმუნებთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

      ნაციონალური მოძრაობა, აქტიურად არის დაინტერესებული თორდია-ფარცხალაძის საქმით. პარტიის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ვიდეო, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს. ამავე თემას ეხმაურება გრიგოლ ლილუაშვილიც: „თუკი ლაშა თორდია აღიარებს, რომ რესტორანში ღამით, ნასვამი, იარაღით ხელში დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს“. პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ კაფეში, რომლის ინციდენტის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა. თორდია ამბობს: „ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა, უშუალოდ ირაკლი შოთაძის ტელეფონში ინახებოდა და ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს. არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა, თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდნია არც ერთ ადამიანს“. ოთარ კახიძეც აცხადებს, რომ ლაშა თორდიას შავ პიარს უგორებენ

      მეგობრობა ზე-სახელმწიფოებთან გრძელდება, დავით ზალკალიანი - ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოსთვის 34,1 მლნ დოლარია გათვალისწინებული

      პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ელჩად" მარატ კულახმეტოვი დანიშნა, რაზეც ქართულ მხარემ გააკეთა განცხადება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ცინიკურ ნაბიჯად აღვიქვათ, რომ სწორედ ის მოავლინეს ცხინვალის რეგიონში. ასევე, მიხეილ ჯანელიძე - მარატ კულახმეტოვი არის ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი და ცხინვალში მის ე.წ. ელჩად დანიშვნაზე არანაირი კომენტარი არ შეიძლება იყოს. კიდევ ერთი შეფაება, ამჯერად ქეთევან ციხელაშვილისგან - კულახმეტოვის დანიშვნას სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია, საუბარია პირზე, რომელიც 2008 წლის მოვლენებში უშუალოდ იყო ჩართული. ასევე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებაც: „კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა“.

      ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა ასევე, მედვედევისა და ქუმსიშვილის გვერდიგვერდ დგომის ფაქტს, „დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის არავითარი საერთო არ არის, იაფფასიან აჟიოტაჟს ნუ შექმნით“

      მომდევნო თემა, კვლავ მამალაძის საქმეს ეხება, დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია - უშუალოდ პატრიარქი იყო საქმის კურსში, რომ საპატრიარქოს კლინიკის განახლებისთვის მიმდინარეობდა გრანტების მოძიება. პრესმდივნის თანამდებობაზე დაბრუნებულმა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან, გამოიძიონ. ამის საპირწონედ, სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ორი ადვოკატი საქმის განხილვებზე დააბრუნა.

      პრემიერ მინისტრის საამაყო განცხადება, „საქართველო მართლაც გარდაიქმნა, დღეს ჩვენ ვამაყობთ სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით განხორციელებული წინსვლით“.

      როგორც ჩანს მანჩესტერის ამბავი შემთხვევით არ ყოფილა, ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგი თავდასხმა გარდაუვალია. მანჩესტერში ტერაქტის ჩამდენი სალმან აბედი სადაზვერვო სამსახურებისთვის ცნობილი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

      ხმაურიანი ამბავი იყო ქართველი პარლამენტარისთვის „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძესთვის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი - 15 წლით პატიმრობა, 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით. გელა მიქაძის ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენი გამოტანილია ისე, რომ მიქაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. თუმცა ამით არ მთავრდება, „გელა მიქაძის წინააღმდეგ სამოქალაქო დავები საქართველოშიც მიმდინარეობს“ - ნათია წკეპლაძე. საქართველოს მთავარი პროკურატურა წერს, რომ ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას. თუმცა, მხოლოდ არაბები არ არიან მომჩივანები, ”რაკია ჯორჯია” - დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

      საგარეო უწყების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას შესაძლოა ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი ემსხვერპლა, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა იგივე უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

      დავბრუნდეთ სამშობლოს, საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

      მანუგეშებელი განცხადება სოზარ სუბარისგან - მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

      საია-მ მთავარ პროკურატურას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

      როგორც ჩანს, ჩხოროწყუმ გამრავლებზე ხელი აიღო: ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილება იხურება.

      დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები გარემოვაჭრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. ამის შემდეგ, გაკეთდა განცხადება შპს ”დიდუბის ბაზრის” იურისტის მიერ, რომ ორ ბაზარს შორის ჭიშკარი არ გაიხსნება.

      ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა, ამის მიზეზად „მსოფლიოში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობას“ და „საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებას“ ასახელებს, თავად „იუბილარი“.

      დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო. მათ საერთაშორისო ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დაცვის საკითხი განიხილეს.

თითოხაზიანი ამბები:

      კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა.

      "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტების ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეეზღუდათ.

      აანონსებენ, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობები მსოფლიოს ციფრულ მედიაში „ვირუსულად“ გავრცელდება.

      ესტონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა.

      ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

      დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

      ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების შეკვეთების მიღების და რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

      ბორჯომში თორის ქუჩა მეწყერისგან სუფთავდება.

      ფილიპინებში ექსტრემისტებმა მძევლად 14 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის კათოლიკე მღვდელმსახური.

      გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ლიტვის ელჩს შეხვდა.

      ავარია მოხდა ბულაჩაურის ქუჩაზე.

      ქართველი მფრინავის სოსო ოსურაულის ნათესავები ქვემო ალვანში საპროტესტო აქციას მართავენ.

      დაზარალებულების ადვოკატის ინფორმაციით, "ბავშვთა სამყაროს" ქონება დაყადაღებულია.

      თურქეთში ქართველი ქალი მოკლული იპოვეს.

      სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

      კრიმინალურმა პოლიციამ შაჰინის სკოლის ყოფილი დირექტორი დააკავა

◄ წინა დღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 225

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters