საქართველოს და მსოფლიოს ამბები /23 მაისი, 2017/

      დილის პირველი ინფორმაცია ეხებოდა, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც სწორედ დღეს დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის შეფასება: „ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონის ვიზიტი ასეთი შემადგენლობით“. დღესვე, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.

      კონსტიტუციის განხილვბის თემა, არ კარგავს აქტუალობას. მითუფრო, რომ ბერლინში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს: „დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით“, ამავე საკითხზე, პრეზიდენტი მიესალმება თომას მარკერტის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ კონსტიტუციის პროექტში რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლის განხორციელების შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემა უდავოდ დაზარალდება. თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებული მოდელი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან საშიშია. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან კრიტიკული შენიშვნა არ გამოთქმულა. საქართველოდან, ხუთი NGO რელიგიის თავისუფლებაზე დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას მიმართავს.

      ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეატყობინონ. აქვე მან განაცხადა, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და სხვადასხვა დროს ის, როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მხარეს შეიცვლება. შეგახსენებთ, დღეს დოლარი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,4144 ლარი იყო. კიდევ ერთი საინტერსო სიახლე, საბანკო სფეროდან. საქართველოში ჩინური ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში კონსულტაციები გაიმართა

      დღის მთავარი მსოფლიო მოვლენა იყო, მანჩესტერში, არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი აფეთქება, რომელიც 23 წლის ლიბიელმა მამაკაცმა მოაწყო, მან თავი აიფეთქა. ხოლო პასუხისმგებლობა ტერაქტზე, ტრადიციულად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად, 25-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 120-მდე დაშავდა. საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები, პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმდომარე, შეუერთდნენ რა მსოფლიო ლიდერებს, უსამძიმრებენ ინგლისს და გმობენ ტერორიზმს. ამ ტერაქტის გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს სხდომა გამართა. ორიგინალური იყო დონალდ ტრამპი: „ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებსაც კი არ ვუწოდებ, ისინი „ლუზერები“ არიან“.

      სამართის სფეროდან, კვლავ აქტიურად შუქდება მამა გიორგი მამალაძის საქმე. დეკანოზი მამალაძე საეკლესიო სასამართლოს შექმნას და მის საკითხთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვასაც მოითხოვს, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. დეკანოზის ადვოკატის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გამოყენებას საპატრიარქოს კლინიკისა და ჩაქვის საეკლესიო სკოლის რეაბილიტაციაზე გეგმავდა. იქვე, „გრანტების მოძიება ორი მეუფის ლოცვა-კურთხევით ხორციელდებოდა და შორენა თეთრუაშვილიც საქმის კურსში იყო“. გუშინ, მამა გიორგიც აპირებდა სასამართლოში ჩივილს, რაზეც მამა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხდა, რომ - მღვდელს საერო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ აქვს. ბათუმის ეპარქია ამბობს, რომ მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეტიც, არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია. გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია დეკანოზის ადვოკატების ცვილებებზე, ადვოკატი მია ზოიძე ამბობს, დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს, რომ მისი უფლებების დაცვა იმ ადვოკატებმა გააგრძელონ, ვინც აქამდე მონაწილეობდნენ. პროცესში.

      გუშინ, კიდევ ერთი აქტუალური თემა იყო ფარცხალაძს საქმე, რომლის ადვოკატიც დღეს აცხადებს, რომ სიცრუეა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია ოთარ ფარცხალაძის საკუთრება გახდა, მერიამ მას მიწის ნაკვეთები 45 დღის ვადაში გადაუფორმა. იგივე ადვოკატი, „კადრებიდან ჩანს, რომ ლაშა თორდიას მხრიდან ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ“.

      ლანცეტის დირექტორმა პაციენტები ღვიძლის გადანერგვის რისკებზე არ გააფრთხილა. მაგრამ პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება და კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს. ისევ, სამედიცინო სფერო: ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, კლინიკა „რუსთავში" ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

      ოპოზიცია არჩევნებს ითხოვს - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მოუწოდებს, არჩევნების თარიღი სასწრაფოდ დანიშნოს. იგივე პარტია, ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ამით არ ჩერდებიან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.

      პარლამენტმა ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წესებზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის მოქალაქე თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში კი, დაჯარიმდება.

      სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, ასევე, ომბუდსმენმა ვაკანსიების შესახებ განცხადებებში დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით წინადადება შეიმუშავა.

      ”ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია იყო ბათუმშიც, სადაც სუვენირებით მოვაჭრეები გამოვიდნენ.

      დიმიტრი ქუმსიშვილი - დიმიტრი მედვედევთან არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, უბრალოდ, პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოს გადაღებისას მის გვერდზე მოვხვდიო. ისევ ქუმსიშვილის განცხადება: „ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყო ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი, რომელიც BSEC-ის სამიტზე გაჟღერდა.“

      თბილსის მერია აცხადებს, რომ დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. გუშინ, მეტრო „დიდუბეს“ მიმდებარე ტერიტორია „გაიწმინდა“.

      საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა დღეს საგარეო უწყებაში.

      ქალაქების სტატუსის ჩამორთმევა, კვლავ განსჯის საგანია. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ევროპულ მართვას ეწინააღმდეგება.

      შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები დააფიქსირეს, მეორე მხირვ, იმავე ზღვაში, ძუძუმწოვრების ჯოგები მცირდება.

      მეუფე დანიელმა სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. 23-ს აღინიშნება ასევე „აფხაზეთის დღე“.

      საგადასახადო სამართალდარღვევში ნამდვილად ვლიდერობთ, ერთ კვირაში დარღვევის 1 013 ფაქტი გამოვლინდა.

      თბილისის ზღვის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

      დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერს - ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მეგობრები, ჩვენ დიდი მოკავშირეები ვართ.

      თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კორუფციის რისკების შემცირების თემაზე იმსჯელეს.

თითოხაზინი ამბები:

      გერმანიის მოქალაქე აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს.

      რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო დააყაჩაღეს.

      „გრუზვინპრომმა“ ჩინურ კომპანიასთან 15-წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

      რიგ სკოლებში სპორტის გაკვეთილი კლასში ტარდება, ასეთია აუდიტის დასკვნა.

      მთაწმინდაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

      ბონდიანის მოყვარულებს, სამწუხარო ამბავი, 89 წლის ასაკში სერ როჯერ მური გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 217

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters