ეძღვნება ემა რაფავას - ულამაზეს და უსაყვარლესს        

               13 მაისი  

           (მწარე ორშაბათი)

   -დედა ორი წუთიც რაა და ავდგები...

   დედაჩემის მცდელობა გავეღვიძებინე ამაო იყო.

   -ცოტა ხანიც და ავდგები რაა.

   ხელით მეხებოდა და აქეთ-იქით მარწევდა და მიყვიროდა ავმდგარიყავი, მაგრამ მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა ყურში.

   -კიდევ ხუთი წუთი რა, გთხოვ.

   ფეხებზე სიცივე ვიგრძენი და დედაჩემის ხმა უსიამოვნო ბგერებად გადაიქცა. ყურს აღარ სიამოვნებდა. ფეხის თითებზე ცივი ნიავი შემეხო, მაგრამ ვერ ვიაზრებდი რატომ. საბანი გადახდილი მქონია და ფეხებზე დამბურძგლა. ამის შემდეგ იძულებული ვიყავი ავმდგარიყავი და დედაჩემს ნაწყენი, გაბრაზებული სახით შევხედე. იმისათვის, რომ ძილი არ მაცადა. ყოველი ორშაბათი თითქმის სულ ასე თენდებოდა. ძილს ვერ ვახერხებდი კარგად და გამოძინებას სკოლაში ვასწრებდი, მაგრამ მასწავლებლის რისხვა მატყდებოდა თავს.

   აქამდე არასდროს არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა ვწერ რადგან დღეს განსაკუთრებული რამ მოხდა და მინდა ფურცელზე გადავიტანო. არ ვიცი როგორი გამოვა, რადგან ამის ნიჭი ღმერთს არ უბოძებია ჩემთვის, მაგრამ დღეს ძალიან დიდია სურვილი რომ დავწერო. სამახსოვროდ შევინახო და გადავიკითხო ჩემთვის, რადგან ეს დღე დაუვიწყარი იყო.

   ახლა მოკალათებული ვარ ჩემს რბილ და მრგვალ სავარძელში, ფეხებიც სავარძელზე მილაგია. მუხლებზე მიდევს რვეული და თავს იმის უფლებას ვაძლევ, რომ რვეული ჩემი უნიჭობით დავღალო, მაგრამ ჩემი აზრები თუ არ გადავიტანე ფურცელზე ალბათ გავგიჟდები. გავაფრენ და საგიჟეთში გამაქანებენ საკაცით... ასე მგონია რომ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.

   დღეს ისეთი გახარებული ვარ, რომ აღტაცებას ვერ ვმალავ. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემზე ბედნიერი არავინ არის მთელ მსოფლიოში. მე კი საქართველოში ვცხოვრობ და ვამაყობ რომ ვარ ქართველი მანდილოსანი. ვცხოვრობ ერთ მყუდრო ბინაში, სადაც ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. მყავს კარგი მეგობრები, რომელსაც მარტო მაშინ არ ვახსენდები, როდესაც ვჭირდები. ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონს და თითქოს არაფერი მაკლდა. მთელ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი და ძალიან კარგადაც.

    შეყვარებული? - შეყვარებული არა იხვი. არ მყავს და არც არასდროს მეყოლება. არ მჯერა ეგეთი სიყვარულის და მომკალით.

   სკოლაში ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ მაგით არ დავიკვეხნი. მე ისინი არასდროს მომწონდა. როგორც ფილმებში ხდება ყოველთვის ის გიყვარდება, ვინც საერთოდ ყურადღებასაც არ გაქცევს და ნელ-ნელა ხვდები, რომ არც მოგაქცევს, რადგან მას არ აინტერესებს შენნაირი გოგოები ან უბრალოდ სხვა გოგოების ფონზე ვერც კი გამჩნევს. თუმცა ვიტყვი, რომ მე ასეთი სიყვარულიც არ მწვევია. ვუყურებ ფილმებს და სიხარულით ვივსები, მაგრამ სიყვარულის ამბავი დაუჯერებლად მეჩვენება და სკეპტიკურად ვუყურებ მას. სკოლა ძალიან დიდი მაქვს, იმხელა შენობაა რომ ამერიკის ნებისმიერ სკოლას არ ჩამოუვარდება. ბავშვები ძალიან თბილები არიან, თუმცა მაინც გამოერევა ისეთები ვისაც სხვისთვის ცუდის გაკეთება ახარებთ.

   სკოლაში წავედი, უფრო სწორად ბუზღუნით გამაგდეს სახლიდან, როგორც ყოველთვის. სკოლაში სიარული მხოლოდ იმიტომ მახარებდა, რომ იქ ჩემს მეგობრებს ვნახავდი, მაგრამ დილაობით ადგომა ჭირივით მეზიზღებოდა.

   -გამარჯობა გოგოებო.

   -გამარჯობა ემა. -თბილად მომესალმნენ და ყველა გადავკოცნე.

   კლასში ყველანაირი ტიპის ბავშვი ვიყავით შეკრებილნი: გენიოსი, გიჟი, სულელი, ქარაფშუტა, თავის თავში ჩაკეტილი და  მეგობრულები, რომელთანაც ვმგობრობდი. სულ 35 ბავშვი ვიყავით და ჯგუფებად ვიყავით დაყოფილნი. მე თვრამეტ მათგანთან ვმეგობრობდი მხოლოდ, სხვას ვერც ვუგებდი და ვერც გავუგებდი ალბათ. ორშაბათის გაკვეთილები ძალიან გაიწელა, თუმცა ჩემთვის არა, რადგან მერხზე თავჩამოდებული ტკბილად მეძინა, სანამ ქართულის მასწავლებელი სახაზავს არ ჩამარტყამდა თავში და ისე არ გამაღვიძებდა. მაინც მოვასწარი კარგად გამოძინება, თუმცა თავი ძალიან მტკიოდა ახლა უკვე აღარ მეძინებოდა.

   ვთქვი, რომ დაუვიწყარი დღე იყო-მეთქი. ეს არა იმიტომ, რომ გაკვეთილებზე ჩამეძინა ან პირველად მომხვდა სახაზავი თავში. დაუვიწყარი იყო ის საღამო, მეგობრებთან ერთად. ვიცოდი დღეს უნდა ჩამოსულიყო ჩემი მეგობარი ნინი ამერიკიდან, ქალაქი არ ვიცი მხოლოდ ის ვიცი რომ ოქსფორდში სწავლობდა და ერთი კვირით ჩვენთან უნდა ჩამოსულიყო, რადგან ძალიან მოგვენატრა და მასაც მოვენატრეთ. მოაგვარა სასწავლებელში ყველაფერი და ერთკვირიანი დასვენება აიღო, ნეტავ აქაც იყოს ამის მსგავსი რამ. ჩვენ თბილისის აეროპორტში უნდა დავხვედროდით, გაკვეთილების შემდეგ. ზუსტად 5 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო და თვითმფრინავს წუთიც არ დაუგვიანებია. ხუთნი ვიყავით მის დასახვედრად: მე, ლიკა,  ქეთი, მეგი და ელენე.  სიურპრიზი მოვუწყვეთ, თან მისი დაბადების დღე იყო და გვინდოდა გაგვეხარებინა. დიდი ყვავილების თაიგულით დავხვდით და ასევე საღამოსთვის რესტორან თიშებში ლესელიძეზე დავჯავშნეთ მაგიდა. წინა დღეს დავიარეთ ყველა რესტორანი, მაგრამ კარგი ვერ ავარჩიეთ თუმცა თიშებში, რომ შევედით იქაური ატმოსფერო მოგვეწონა, მუსიკის ჰანგები გამშვიდებდა და ქეიფის ხასიათზე მოჰყავდი. ნინის გადავეხვიე და რამდენჯერმე გადავკოცნე, დაახლოებით ერთი წელი იყო გასული, რომ არ მენახა და მისი ნახვით დიდი ბედნიერება განვიცადე, როგორც მამა როცა მის დიდი ხნის დაკარგულ შვილს ნახავს. ყველა მაგრად გადავეხვიეთ და ძალიან გავახარეთ, რომ მეგობრებს არ დაგვიწყებია და ისევე გვიყვარდა, როგორც ადრე. 

   წვიმა იყო და მზე ოდნავ ანათებდა, თუმცა ეს არ გვადარდებდა. ჩვენი სიგიჟეები ალბათ მთელ ქალაქს ახსოვს, რაც ერთად გვაქვს გაკეთებული. წვიმაში ვცეკვავდით და ვმღეროდით, თამაშ-თამაშით ვეჩხუბებოდით ერთმანეთს და მთელ ხმაზე ვყვიროდით.  სულ სველები სახლში შევდიოდით ხოლმე და ვიხსენებდი გამვლელები როგორ ალმაცერადაც გვიყურებდნენ იმის ფიქრში „ესენი სულ გადარეულან და ეგაა“, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებდა. როცა ერთად ვიყავით არავინ სხვა არ გვადარდებდა და ახლა კი ძველი „კამანდა“ ისევ შეიკრიბა. ნინის ყვავილები მივეცით, მან ცხვირი ჩაყო და კარგად შეიგრძნო მისი სურნელი. ძალიან მოეწონა თაიგული და დიდი მადლობაც გადაგვიხადა, მაგრამ სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა.

   სახლშიც არ მისულა ჩვენ არ მივეცით ამის უფლება, მაშინვე რესტორანში წავედით. ნინის თვალები ავუხვიეთ და რესტორანში ისე შევიყვანეთ. მის წამოძახილებს ყურადღებას არ ვაქცევდით, როცა გვეუბნებოდა - „ნუ ბავშვობთ აღარ ვარ პატარა“. სიურპრიზი სიურპრიზია ასე რომ ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით.  კუპეში, რომ შევიყვანეთ თვალები გაახილა და მის სახეზე გაკვირვების და ბედნიერების კვალი გამოისახა. კუპეში მაგიდა იდგა გრძელი, სადაც ნაირ-ნაირი საჭმელები ელაგა. წინასწარ გაემზადებინათ ყველაფერი ჩვენი თხოვნით. მწვადი, ხინკალი, ქაბაბი, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, რომელსაც ორთქლი ასდიოდა, ღვეზელი და კიდევ რაც საჭირო იყო სუფრისთვის დამატებით. თან ყველა ისე გემრიელად გამოიყურებოდა.  ასევე ლუდი მთიელი და ღვინო თუმცა მე არცერთს არ ვსვავ და ჩემთვის ლიმონათიც კი იყო. ვერ ვიტან მთვრალ ხალხს მამაჩემსა და დაქალებს კი მაინც ავიტან როგორმე, რადგან ისინი ძალიან მიყვარს. სუფრის შუაში ლამაზად მორთული ტორტი იყო, რომელსაც ზედ ნინის სახელი ეწერა, სანთლები კი ერთიანი და ექვსიანი უკვე აენთოთ.  ყველაფერი რომ მოათვალიერა ჩვენ უცებ წამოვიძახეთ:

    - ნინი გილოცავ დაბადების დღეს. - მთელ ხმაზე ვიყვირეთ და მგონი მთელმა რესტორანმა გაიგო. შემდეგ ზოგი დაგვეწვია კიდეც, ერთი ჭიქა დაგვილია და მიულოცა ჩვენს ნინის დაბადების დღე. ხუთი უცხო ბიჭიც მოვიდა ადღეგრძელეს, კომპლიმენტებით შეგვამკეს და შემდეგ თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. ნინის ასეთ გახარებულს რომ ვხედავდი მეც მიხაროდა, რამდენი ხანია არ მინახავს და ერთად სიგიჟეები არ გვიკეთებია. ეს დღე სწორედ სიგიჟეებისა იყო. ქეიფში დალევა არ მიყვარს და ეს ჩემმა დაქალებმა იცოდნენ. ქეიფში სიმღერა და ცეკვა მომწონდა. ბევრისგან მიმიღია კომპლიმენტად, რომ შესანიშნავად ვმღერი და ვცეკვავ, შესანიშნავი ხმა მაქვს და კარიერას აიწყობდიო, მაგრამ მე მხოლოდ ქეიფის დროს მიყვარს სიმღერა. ბევრს ჩემს გარეგნობაზეც კი გაუმახვილებია ყურადღება თუმდა ამით ვერ „მკერავდნენ“. როცა ყველა მთვრალია მე კი ფხიზელ მდგომარეობაში ვმღერი...

   თამადად ქეთი გვყავდა, კაი მსმელივით ეჭირა ღვინის ჭიქა და სადღეგრძელოებს ამბობდა. ელენე და მეგის შეამჩნია რომ ღვინოს ბოლომდე არ სვამდნენ და ჯარიმაც დაალევინა. ქეთი ბევრ ბიჭს სჯობდა თამადობაში და სმაში. ზოგმა ბიჭმა არც კი იცის სადღეგრძელოების თქმა და სწორად ჩამოყალიბება, მაგრამ ქეთის ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. მშვენივრადაც კი.  სმაში არც ლიკა ჩამოუვარდება, მაგრამ თამადად ყოველთვის ქეთი იყო ხოლმე. მეგი ბევრს არ სვამდა ხოლმე, როგორც  ყოველთვის მაგრამ ახლა ნინის ჩამოსვლას და მის დაბადების დღეს აღვნიშნავდით ასე რომ ცდილობდა მაინც დაელია. პირველი მას მოეკიდა და შეეტყო კიდეც. ისეთი რამეების ლაპარაკი დაიწყო, რაც ფხიზელს არ სჩვევია. თან იმდენს ლაპარაკობდა მისი გაჩუმება შეუძლებელი იყო, აქეთ გვაჩუმებდა... ბიჭებზე ლაპარაკი დაიწყო, შემდეგ სიმღერა მოაყოლა, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა. თვითონაც ხვდებოდა ამას, თუმცა არ გაჩერებულა. რამდენიმე სადღეგრძელოს მერე მეგის ელენეც მიჰყვა მე კი ლიმონათს ვწრუპავდი და მათ ქცევებს ვაკვირდებოდი. უეცრად სიტუაცია ჩაკვდა სუფრაზე. ამ დროს ხმა ავიმაღლე და სიმღერა დავიწყე, ყველანი ავდექით სუფრიდან, დავტოვეთ კუბე და მის მახლობლად ცეკვაც დავიწყეთ. ყველანი გაკვირვებულები გვიყურებდნენ, თუმცა ჩვენ ჩვენს სტიქიაში ვიყავით და არავის ვაქცევდით ყურადღებას. ქართული სიმღერა ჟღერდა საკრავებზე, მაგრამ ჩვენ სხვა მოძრაობებს ვაკეთებდით უფრო ამერიკულ სტილში. მთავარი იყო, რომ ერთად ვიყავით სხვას არაფერს ჰქონდა იმ წამს მნიშვნელობა. ვტკბებოდით იმ წუთით, რაც უფალმა მოგვცა. ეს ხომ მისი ნება იყო რომ დღეს ჩვენ შევკრებილიყავით და გვემხიარულა. ტორტი უგემრიელესი იყო იმდენი ვჭამე, რომ ალბათ ცოტას მოვიმატებდი, მაგრამ არ მანაღვლებს. ასეთი რამ ხშირად არ ხდება და როცა ხდება ბოლომდე უნდა დატკბე იმ დროით. იმ ტკბილი წუთებით რაც გეძლევა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგს სიამოვნებდა როგორც ვერთობოდით ზოგის უჟმური სახეები კი არ გვაღელვებდა.

   იმ დღეს ლამის პოლიციაშიც მოვხვდით, დროზე გამოვასწარით. ცეკვის დროს მეგი წაიქცა და მაგიდა გადმოაბრუნა. ყველაფერი გადმოიყარა, ჭიქები დაიმსხვრა, თეფშებიც და ზარალის ანაზღაურებას ჩვენ გვთხოვდნენ. გვემუქრებოდნენ პოლიციაში უნდა დავრეკოთო და საჩვენებელ თითს გვიქნევდნენ. გვაფრთხილებდნენ ადგილიდან არ გავნძრეულიყავით, თუმცა იქიდან გამოვიქეცით. თავქუდმოგლეჯილები მოვრბოდით წვიმაში. დავსველდით და წვიმაში ცეკვა ისევ მოგვინდა, როგორც ადრე. გვინდოდა ადრინდელი გაგვეხსენებინა, წლებისწინანდელი და ცეკვაც დავიწყეთ. ახლა ოდნავ განსხვავებულ მოძრაობებს ვაკეთებდით და სრულებით არ გავდა რესტორანში რასაც ვცეკვავდით იმის მოძრაობებს. მუსიკა არ იყო, თუმცა ყველა მელოდიურად ვცეკვავდით. მუსიკა წვიმას მოჰქონდა და ჩვენც მას ვყვებოდით. ის გვჩურჩულებდა მელოდიას ყურში, ნაზად გველამუნებოდა სახეზე და ყველა თავისთვის ცეკვავდა. თავისთვის, მაგრამ ერთ მელოდიაზე.

   ფხიზელი მარტო მე ვიყავი და ჩემი დაქალები, ჩემი დები სახლებში დავარიგე. შემდეგ მეც დავბრუნდი სახლში ისეთი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე, რომ კიდევ ვიცეკვებდი გათენებამდე მეგობრებთან ერთად. დაქალები სიცოცხლის ძალას მაძლევენ და მათით მიხარია ცხოვრება...

   ახლა მთელი გულით ველი გათენებას, რომ მათთან ერთად გავერთო და ვიჭორაოთ ათასგვარ თემებზე. ჩვენ ხომ განუყრელნი ვართ...

ნახვა: 866

ტეგები: Qwelly, blog, ბლოგი, გიორგი_ლოგუა, დაუვიწყარი_დღე, ემა, ერთი_დღე, კუმირი, ქველი, ცხოვრება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters