შემოდგომის დაწყებას თუ პირდაპირ ყურძნით და რთველით ელოდით, უნდა გაგაწბილოთ. ჯერ მსგავსი ნიუსები არ ჩანს საინფორმაციო სააგენტოებში, ამის ნაცვლად, #მერობა2017, პოლიტიკური დაპირისპირებები, ბოლო დღეების სპორტული კრიზისები, ცეცხლი თუ წუმწუბა გვაქვს
აგვისტოდან მოგვყვება, როგორც ზამთარზე იციან ხოლმე, ისესხაო, ალბათ ეგრეა - კახეთში ხანძარია. კახეთში ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს დავალებები მისცა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა. სოფელ ართანასთან და სოფელ ხახაბოსთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არის. რთული რელიეფიდან გამომდინარე, კოხტას მთაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ცოცხალი ძალა ასრულებს. თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. ზურაბ პატარაძე ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. კახეთის გუბერნატორი - დღის ბოლომდე, ალბათ, სოფელ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება მოხდება. ირაკლი ქადაგიშვილი - თუშეთში დილით წყლის ავზი ჩავიტანეთ, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. შსს - ჯერ კიდევ უცნობია, რა მასშტაბის ხანძარია ხულოში, შავნაბადას მთაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სოფელ შილდაში ხანძრის ახალი კერების გაჩენას არ ადასტურებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი - შავნაბადას მთაზე ვერტმფრენი მონიტორინგს ახორციელებს, დაათვალიერებს დაკვამლიანების კერებს, შეფასდება მდგომარეობა. კობა კობალაძე ხანძრების დრონით გაჩენაზე - აბსოლუტურად ყველა სავარაუდო და დასაშვები მიმართულება უნდა იყოს შესწავლილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, კოხტას მთაზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერა რჩება. ნოდარ ხარშილაძე - ტექნიკურად, დრონებით ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ასე იყო თუ არა. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, კორეის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს.
ისე უცბად გაივლის ეს კამპანია, გამოტოვება არცერთი ნიუსისა, არ ივარგებს. #არჩევნები2017 - საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის, ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესი დღეს დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. თვითმმართველობის არჩევნებზე ”ევროპული საქართველოს” თბილისის სიის პირველ ნომრად გიორგი გაბაშვილი წარადგინეს. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელმოწერები წარადგინა. კახა კალაძე - რაც ამ ზაფხულს მოხდა, არც ერთ წელს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. თემურ შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერობაზე კენჭი იყაროს. კახა კალაძე - როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავყიდე, ერთადერთი, რაც დამრჩა, ქობულეთში სასტუმროა, რომელსაც ყურადღებას ვერ ვაქცევ. ძლიერი დაკვამლიანების და ნისლის გამო ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩართვას ვერ ახერხებდნენ. თენგიზ შერგელაშვილი - კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება. კახა კალაძე - ”ხრუშჩოვკები” უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. „ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება დასრულდა. გიორგი ვაშაძე - ჩვენი ზე-მიზანი უნდა იყოს, თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის.
საკანონმდებლო ნიუსებიდან - რომან გოცირიძე - ვენეციის კომისია ლაპარაკობს ევროკავშირის სახელმწიფოების სახელით და მისი განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოში კონსტიტუცია ემსახურება ერთი პარტიის ინტერესებს. ირინა ფრუიძე - ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია და ამაში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა. ლევან ბერძენიშვილი - ევროპასთან ინტეგრაცია დასრულდება იმ დღესვე, როგორც კი კონსტიტუციის პროექტს შესწორების გარეშე დაამტკიცებენ. ლევან თარხნიშვილი - შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს საზოგადოებრივი აზრის გამომხატველ კონსტიტუციას, ნულის ტოლია. გიორგი კახიანი - პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს. ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. ლევან ალაფიშვილი - პარლამენტის ვებ-გვერდზე აღარ დევს ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტი - ახლა სავარაუდოდ, ჩაასწორებენ და გამოაცხობენ ახალ დოკუმენტს. გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ეკა გიგაური - პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ უნდა მიიღოს.
ოქიტამ ბრძოლა დაიწყო ეთერს მიღმაც - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მიმართავს, პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის საქმიანობით დაინტერესდეს. დავით ოქიტაშვილი - ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობასთან ვაჭრობას აპირებდა, მთავრობა მას არ ევაჭრა.
აქტიური იყო პრემიერი, ამიტომ ცალე - პრემიერ მინისტრის ბლოკი - გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობის სტრატეგიული გეგმა თვითმმართველობების დაფინანსების გაორმაგებას ითვალისწინებს. გიორგი კვირიკაშვილი - წელს, საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას დავიწყებთ. გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია.
სპორტული სიმწარეც ვიგემეთ გასულ დღეებში - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან 81:88 დამარცხდა.
ყველაფერს რომ სასაცილოდ აიგდებთ ხოლმე - ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების დარიგების კამპანიის მიზანია, ბავშვების ყურადღება „სუხარებიდან“ და შაქრიანი სასმელიდან გადავიტანოთ ჯანსაღ პროდუქტზე. ალექსანდრე ჯეჯელავა - ყველაზე მძიმე დარღვევა დემირელის სკოლაში იყო ის, რომ თურქულ სექტორზე დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც რეალურად საქართველოში არ ყოფილან.
ე, ბიჯო ხალხი - საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში მილიონს გადააჭარბა.
საზღვარგარეთულები:
ოკეანის გაღმის ნიუსებიდან - დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის სიტყვები და ქმედებები ჯერ კიდევ მტრული და საშიშია შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ს თავდაცვის მდივანი - აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის შესაძლო საფრთხეს სამხედრო ძალის მასშტაბური გამოყენებით გასცეს პასუხი. თეთრი სახლი - დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
კიდევ ერთი ამერიკული ნიუსიც - ჰაკერები გააქტიურდნენ ამერიაკში - ათასობით ამერიკელი სამხედროსა და სპეცსამსახურის თანამშრომლის პირადი ინფორმაცია შეცდომით ინტერნეტში მოხვდა.
ახლომხედველი კი არ არის, უბრალოდ ვერ ხედავს - ანგელა მერკელი - მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი.
რუსული ტერაქტები უკრაინაშიო - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების მომზადებაში დაადანაშაულა.
პუტინთის მეგობრობას მიჯობს, მიწამ მიყოს პირიო - მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს - არ გამიკვირდება თუ „ფე-ეს-ბეს“ გენერლად ან პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ. სააკაშვილის პარტიის წევრი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შეჭრას არ აპირებს, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის მთავრობამ საზღვარი გაამაგრა, ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და მავთულხლართები დაამაგრეს - ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ჩემი ეშინიათ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია