დეკემბერი. ყველაფერი და არაფერი. თოვლი ისევ ისეთი, როგორც... საკუთარი თავი? - პასუხი არ არის. წევხარ გულაღმა და იმის ნაცვლად, რომ ვარსკვლავებს ხედავდე, საკუთარ თავს დაჰყურებ ზემოდან. ხედავ მის უემოციო, გაყინულ თვალებს, სახეს, და გესმის გულში როგორ იმეორებს: „უნდა მოკლა. უნდა მოკლა. უნდა მოკლა“.
ერთნაირი ტემპით ისმის საათის ისრების და საფეთქლების ხმა. „მოკალი“. დიდი ხანია ფანჯარასთან ბეღურები არ მოფრენილან. სახლიდან რომელ ავტობუსსაც მიყვები, ზუსტად იგივეს მოჰყავხარ ისევ სახლში. იმ ავტობუსში, სარკესთან დაკიდებული სათამაშო მთელი ხმით გაჰყვირის, რომ ყველაფერი წრეზე დაგატარებს. გინდა რომ გაჩუმდეს. „მოკალი“. ზიხარ და გგონია, ისეთი თხელი ხარ, ისეთი მსუბუქი, გაჰყურებ სივრცეს და თითქმის არც ხარ. იმდენად იკარგები შენს შიგნით დაცარიელებულ სივრცეში, რომელიც არქტიკულ პოლუსს ჰგავს. ცოტა ხანში ამჩნევ საკუთარ დაძაბულობას, თითებს, რომლებიც გამუდმებით მოკუმული გაქვს, წუთით მოეშვები და სწორედ მაშინ ხვდები, თურმე როგორ დაგღალა. მაგრამ თითქოს, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ძვლები არ დაგეშალოს, რომ საკუთარი აგებულება შეინარჩუნო, ის, რაზეც დგახარ. „უნდა მოკლა“. გინდა მთელი ხმით იღრიალო, იყვირო ხმის წასვლამდე. რომ დარწმუნდე, ხმა ისევ გაქვს. იმიტომ რომ პირი წყლით გაქვს სავსე. იმიტომ რომ ფსკერზე ხარ.
ხედავ, როგორ სცდება ნაპირებს მოგონებები. ზღვაც გასცდება. შენ უკვე დიდი ხანია გასცდი საკუთარ ნაპირებს. გინდა გადმოალაგო ყველა ტკივილი, ჩამარხო ქვიშაში და წამოხვიდე უკანმოუხედავად. „უნდა მოკლა. მოკალი“. შენი ცხოვრება ისლანდიური დეკემბრის დღეებს ჰგავს. ორი საათით რომ გამოანათებს მზე, და მერე მთელი დარჩენილი ღამე ისევ იმ ორ საათს ელოდები. გონებაში წარმოშობილ ჩრდილოეთის ციალს ჰგავს დაჭერილი წამების გახსენება ამ სიბნელეში. აღებ ფანჯარას და ისე ხარბად ისუნთქავ ცივ ჰაერს, თითქოს ხვალინდელი დღე აღარც გითენდებოდეს.
ასოციაციები. სუნი, რომელიც შენშია გამჯდარი. სიტყვები. სიტყვები. სიტყვები. სიჩუმე. „მოკალი“. სიზმრები, პარალელურ რეალობაში გადასვლები და ისევ გადმოსვლები. კადრები, რომელთაც მთელი სიცხადით შეიგრძნობ. სადგურში, ბაქანზე ჩამომდგარი, წამსვლელი მატარებლები. გადამფრენი ჩიტები. „უნდა მოკლა. მოკალი“. მანდარინები. ყოფის აუტანელი სიმსუბუქე. ხის სახლი სხვენით. როიალი. გვირილები. ჩამსხვრეული ფანჯრები. დახეული ფარდები. ზურგის ქარი, ყოფის აუტანელი სიმძიმე. „მოკალი“.
შინ ხარ, და ფიქრობ სახლზე, რომელიც შინ იქნებოდა. უცბად სვამ კითხვას: „რას გავაკეთებდი ახლა, რომ ვიცოდე, ხვალინდელი დღე ჩემთვის აღარ გათენდება?“ ზოგჯერ, მაინცდამაინც უკანასკნელი მომენტები გჭირდება იმისთვის, რომ აღიარო ის, რასაც შეიძლება საკუთარ თავსაც უმალავდე. „უნდა მოკლა“.
სუიციდი არ არის მხოლოდ ვენების გადაჭრა, ყულფში თავის გაყოფა, მდინარეში ჩაყვინთვა და აღარ ამოყვინთვა, თავის დაწვა, ფანჯრიდან გასვლა, და ა.შ. სუიციდია ისიც, როდესაც თავს იკლავ საკუთარ თავში. და ტოლია თითქმის ყველა ერთად აღებულის.
მე - რომელიც ტკივილით სავსეა, ზოგჯერ უნდა მოიკლა, და მერე ხმამაღლა იცინო. თუ გინდა, რომ გადარჩე. „მოკალი. მოკალი. მოკალი“.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია