ახალი ფული, ისტორიული გამარჯვება, ვენეციელი კონსტიტუციონალისტები, ბოლო ციანიდი და ცოტაც ხანძარი

      კვირა კვირას მისდევს და დღეები დღეებს, თან ისე ჩქარა, რომ მიხედვ-მოხედვასაც ვერ მოასწრებთ. საინტერესოა, მართლა აჩქარდა დრო თუ უბრალოდ შემოკლდა მანძილი, რამაც დრო შეამცირა. ცხადია, ტრადიციას არ ვუღალატებ და რაიმე ფილოსოფიურზე კი არა, ქველინიუსზე ვისაუბრებთ დღესაც, მითუფრო რომ კვირის ბოლო და ახალი თვის პირველი ნიუსლისტია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 სექტემბერი, 2017/

      დავიწყობ სიახლით - ვისაც 100, 50 და 20 ლარიანები მოგეწონათ განახლებული სახით, იმათ გასაგონად - დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5-ლარიანი შევიდა.

      ხანძრებს კიდევ ჩავაჩოჩებ და გუშინდელ ზეიმს წინა რიგებს დავუთმობ, ეკუთვნით და ამიტომაც - გუშინ ევრობასკეტზე ლიტვის ნაკრები დავამარცხეთ, და როგორც ქველზეც წერდნენ, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ერთ-ერთი მეინსტრიმული ამბავი დღეს სწორედ ეს იყო - ილიას ზუროსი - კმაყოფილი ვარ ჩემი კალათბურთელებით, მათ გმირულად იბრძოლეს და ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა. თორნიკე შენგელია - მაშინაც კი, როცა მეტოქემ 12 ქულით გაგვასწრო, ბრძოლა განვაგრძეთ, ვიცოდით, რომ შეგვეძლო და შევძელით.

      ვერ ავცდებით კონსტიტუციას და მის რეფორმას - ტომას მარკერტი - საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, რიგი შეთავაზებით მივმართოთ, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენ. მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია არ ცვლის ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას. მამუკა კაციტაძე - გარკვეული ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის, რომ არ აპირებენ სტრასბურგში ჩასვლას, რას ჰგავს ეს სიტუაცია? ხომ არ ხდება დახმარების გაწევა ხელისუფლებისთვის? საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება. გიორგი ტუღუში - საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და ვენეციის კომისია არის მთლიანად მოტყუებული. ლევან თარხნიშვილი - მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც მხარს არ უჭერს არც ერთი ოპოზიციური პარტია და არც ერთი გავლენიანი ორგანიზაცია. ზაზა ბიბილაშვილი - სრული კონსენსუსია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იმაზე, რომ ეს კონსტიტუცია იქნება უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე. თინა ხიდაშელი - საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა. დავით მათიკაშვილი - კონსტიტუციაზე კონსენსუსი ვერ მოხერხდა და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება არ ერიდება არც ქართული საზოგადოების და არც ვენეციის კომისიის მოტყუებას. შალვა შავგულიძე - ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა. სოფიო კილაძე - ოპოზიციას სიტუაციის არევა უფრო უნდოდა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ნიკა რურუა - მმართველმა პარტიამ საზოგადოებას და ვენეციის კომისიას იმედები გაუცრუა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ „ქართული ოცნება“ ასე მოიქცეოდა. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ კონსენსუსი არ ინება და დღეს საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს ეს არის ხელისუფლების ბრალი. ვენეციის კომისიის მდივანი - არ მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ. გია ვოლსკი - "ქართული ოცნების" სია ზომიერად განახლებული იქნება. გიორგი აბაშიშვილი - მმართველ გუნდს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონსტიტუციის მიღების პროცესი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ და 6 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნას აფიქსირებენ. ჯანი ბუკიკიო - 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, ქართულ მხარეს ეკისრება შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარება. ჯანი ბუკიკიო - პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს. ჯანი ბუკიკიო - მოვუწოდებთ პარლამენტს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ყველა პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს.

      საუკუნის სკანდალად შეფასებული ციანიდის საქმე დასასრულს უახლოვდება - ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართა. ადვოკატი - მამა გიორგისგან პროკურატურა ითხოვდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რასაც ის, როგორც სულიერი მოძღვარი ფლობს და დეკანოზი საბოლოო სიტყვაში ამაზე ისაუბრებს. თორნიკე მამალაძე - თუ საქართველოში სამართლიანობა არსებობს, მამა გიორგი აუცილებლად უნდა გამართლდეს. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ჩვენ გვყავდა 100-ზე მეტი მოწმე, დაცვის მხარეს კი მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული ირაკლი ფირცხალავა. მიხეილ რამიშვილი - თუ მამა გიორგის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება კატასტროფა. სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ადვოკატი - მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და არც ის, რომ დეკანოზი ამ დანაშაულის შემსრულებელი იყო. მიხეილ რამიშვილი - დასკვნით სიტყვაში ვისაუბრე იმაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. ჯარჯი წიკლაური - დეკანოზის ადვოკატები კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ის შეიძლება გამართლდეს. საბოლოოდ, სასამრთლო დასრულდა და ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

      ერს არაფერი ეშველება - გარემოს დაცვის სამინისტრო - იმ ფონზე, როცა ტყეებში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას აგრძელებს. ამავე ბლოკში დავუბრუნდეთ ხანძრებს. გიორგი მღებრიშვილი - ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი - იგულისხმება აბასთუმნის ჩაქრობა, მაგრამ დღს ახალი ხანძარი გაჩნდა - თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. სულ მალე მთაწმინდაც ჩააქრეს და ხანძარი ჯერ დაალოკალურეს, შემდეგ კი აღკვეთეს. სოზარ სუბარი - სანამ გამოძიება რამეს არ იტყვის, ხანძრებთან დაკავშირებით არაფრის გამორიცხვა ან მტკიცება არ შეიძლება. დიდ და პატარა ლილოს შორის არსებულ ხევში ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

      მინისტრობიდან წავიდა, მაგრამ საგანმანათლებლო აქტუალობას არ კარგავს - თამარ სანიკიძე - დემირელის სახელობის სკოლასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაში სერიოზულ გადაცდომებზეა საუბარი. სოზარ სუბარი - არც მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან და არც დემირელის კოლეჯთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

      ზოგჯერ პირიქითაც ხდება მხარდაჭერა - ირაკლი კობახიძე - საქართველო იქნება აშშ-ის მხარდამჭერი მსოფლიოში, დემოკრატიისა და თავისუფლების გასამარჯვებლად.

      მსაჯები უკვე იმენად გვერბძვია ძიუდოში რომ სპორტსმენებს არც აჭიდავებენ - ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. მაგრამ მაინც მოვიგებთ - ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

      საშემოდგომო საჩუქრები ანონსად - ვარშავის ზოოპარკი თბილისს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს.

საზღვარგარეთულები:

      მთლად მეგობრული ჟესტი არ უნდა იყოს - ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოახდენს. აშშ რუსი დიპლომატების გაძევებას არ აპირებს. თეთრი სახლი - აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო.

      რას ნიშნავს მილიონერი პრეზიდენტი (თუ მილიარდელი? არ მახსოვს, კაი ხანია ფორბსზე არ ვყოფილვარ) - დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად 1 მილიონ აშშ დოლარს პირადი სახსრებიდან გაიღებს. აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 ადამიანამდე გაიზარდა.

      დროა საზღვარგარეთულებში გადავანაცვლოდ ჩვენი ექს პრეზიდენტი - პეტრო პოროშენკო - სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები.

      რუსეთიც ანტიკორეულს აწვება?! - ვლადიმერ პუტინი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

      სამარცხვინო ამერიკა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სასამართლოს მიერ მისი დაცვის 15 წევრისთვის ბრალის წაყენებას სამარცხვინო უწოდა.

      თურქეთით უკმაყოფილოა გერმანიაც. ანგელა მერკელი - თურქეთის ქმედებებმა, შესაძლოა, ბერლინისა და ანკარას ურთიერთობების გადახედვა გამოიწვიოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 152

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters