ხანდახან ვფიქრობ და უკვე უფრო ხშირადაც რა სჯობს, იფიქრო და ეძებო თუ ფიქრისგან და ყოველივე შეგრძნებისგან გათავისუფლდე რათა სიმყუდროვე და სიმშვიდე ჰპოვო. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" - ნეტავ თუ არსებობს ეს სხვა?! სად?! და როგორ მიუახლოვდე?! ეჰ, ეგ კი არა ჯერ ის ვერ გაგვირკვევია სიცოცხლე რა არის, ვერც ის სიკვდილი რაა. და ქიმერებს და წარმოსახვებს სდიე როგორია... მაგრამ გინდა არ გინდა საზრისზე, აზრზე, მთავარზე, აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე გეფიქრება. გინდა მიუახლოვდე მას ადამიანი და ეს ნახევრად იქეთ და ნახევრად აქეთ ყოფნა შეუგუებელია. უფრო რთული კი ისაა როცა ადამიანს შენი გამოცდილება რომ არ გყოფნის, შენი აზროვნება რომ ვერ წვდება რაღაცას და უფრო განათლებულს ან ზემდგომ ადამიანების შეხედულებებს მიმართავ ანდაც რწმენას, რელიგიას, იქაც კი აღმოაჩენ წინააღმდეგობებს. დისონანსს. ამ წუთისოფელში ვერ გაეცემა პასუხი ბევრ კითხვას მაგრამ ადამიანის ცნობისმოყვარეობა დაუოკებელი რამ არის. არადა ეს ცუდი არაა. ინდიფერენტულობის უფლებას არ გაძლევს და არ გყინავს ერთ ადგილას. გზრდის და ასეც უნდა იყოს თუმცა ეს გზა დაუსრულებელია და სიცოცხლეში არ უწერია გასვლა ფონს. არადა ლაო ძი რომ ამბობს ქვევრის არსს მასში მდგომი სიცარიელე შეადგენსო, აქვე ქარჩხაძე მახსენდება იმისათვის რომ რაღაც შეიმეცნო რაღაც ადგილი უნდა გაასუფთავო და დააცარიელოო.

      გამოდის რომ დაცლილი, ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი გრძნობს სიმშვიდეს. მაგრამ ესეცაა რომ თუ არ იფიქრე და იაზროვნე ისე ვერ მიხვალო კონსესუსთან.

      "ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობო" მაგრამ ბერდიაევი ფიქრობს რომ ჯერ ვარსებობ და მერე ვაზროვნებო.

      ასე განიბნევა ადამიანის გონება ერთიდან მეორეზე, აქედან იქით. ხან იმ კედელს მიაწყდება ხან მეორეს. და საბოლოოდ ნეტავ გამოვა რამე?!

      ეს ცოდნა ეს ინფორმაციული მარაგი მიიყვანს კი რამე კონკრეტულამდე? იქამდე სადაც ჯერ ვერავინ მისულა? ფაქტიურად ახლა მე ყველა კითხვებზე ვითხოვ პასუხს და ის მავიწყდება რომ ყოველ პასუხს ახალი კითხვა მოჰყვება და ასეა მარად ამ წუთისოფელში.

      ნიშნიანიძეს აქვს კარგი რამ ნათქვამი. "სწორი პასუხი სადაა თორემ, კითხვა ისედაც ყველა სწორიაო."

      რამდენი პრობლემატური კითხვა წამოიჭრება ამ თავში ხოლმე და რა ცუდია უპასუხობა და ის გზაბურუსიანობაც რომელსაც გთავაზობენ რელიგია და ფილოსოფია. გზები რთულია და იმაშიც ვერ იქნები დარწმუნებული სწორად მიდიხარ თუ არა. რელიგიურად იმას თუ მიხვდი მე სწორ გზაზე ვდგავარ და სწორად ვლოცულობ ან ასე გავაგრძელებო ესე იგი უკვე აღარაფერი არ გაქვს. რელიგიურად შენი უუნარობით შეიმეცნებ უფალს. ფილოსოფიაში კი საკუთარ სულა და პიროვნულობაში ჩაღრმავებით და ეგსისტენციალურად თუ იპოვი რამეს მაგრამ ესეცაა რომ შენი გონი და აზრი მთლად შენი და თავისუფალი არააა. ზეგავლენების და სწავლის ქვეშ რომ ხარ, ამას თან ისიც ერთვის რომ ჩვენს აზროვნებაში ბოროტიც ერევა და კეთილიც. ანუ ეშმაკიც და ანგელოზიც. ეშმაკს ხომ აქვს უფლება დატოვებული ჩაწეროს ჩვენს გონებაში მცდარი აზრი. და როგორი იმის მიხვედრა შენია ეს აზრობრივი მიმართულება და სწორია თუ პირიქით.

      საერთოდ იმდენ წვრილმანურ გადაკვეთამდე დავალთ რომ...

      საბოლოო ჯამში ვიღლები ასეთ დროს მაგრამ არ არსებობს დროის მონაკვეთი რომ ისევ არ გაჩნდეს მსგავსი აზრები, კითხვები. და ზოგი ამ ცხოვრების პრაქტიკულ, მექანისტური ყოფიდან რადიკალურად გმიჯნავს, ზოგიც საკუთარი თავიდანაც გმიჯნავს და ბუნებასთან გაახლოებს, ზოგიც პირიქით იმას განატრებინებს ნეტა საერთოდ ვერ ვაზროვნებდე და გამოქვაბულში დავრჩენილიყავიო, ზოგი კი მარადიულად გაქცევა გარბენის რეჟიმში გამყოფებს და გაშინებს, ამაზე ფიქრიც გაშინებს.

      ჰმმმ... ვინმეს თუ შეუძლია რამეში გამარკვიოს? ან მირჩიოს რამე? :) რაც მეტს კითხულობ ადამიანი მით მეტი დომხალია ხოლმე.

      უნამუნო ხომ ამბობს ეჭვის შეტანაა ჩვენი მიზანიო, ეჭვის გარეშე არ არსებობსო ცნობა. ეჭვი გაწყებინებს მოძრაობას, კითხვას, ძიებას. არადა უფალი ამბობს ნეტა მათ ვისაც არ ვუხილავარ და მირწმუნესო, ბედნიერებაა ალბათ თვითნაბადი რწმენა თუ არსებობს რამე ასეთი...

ნახვა: 397

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მიზანი, სიცოცხლე, ძიება

ლაშა: იანვარი 23, 2017||11:25am

ჭეშმარიტება ათავისუფლებს, იცავს და კურნავს! შესაბამისად, მისი, როგორც უმაღლესი ღირებულების, გნებავს ძალაუფლების ძიება და მასში ყოფნა პრობლემურია, მაგრამ არა დამაბნეველი.  

ნინო: იანვარი 23, 2017||6:49pm
თუ ასეთი სფეროები არ გიზიდავს და არ გაბედნიერებს :-/ არა პრინციპში რაც მაბედნიერებს და მინდა ვიცი მაგრამ არ გამოვა. არიან ადამიანები რომლებიც გარემო სიტუაციაზე დამოკიდებულნი არიან. მე მათ რიგებში ვარ. უბრალოდ იმის გამო რომ მყავს ადამიანები რომელთაც ვჭირდები ხოლო თუნდაც დროებით ხევსურეთში წასვლა საკუთარი ბედნიერებისთვის არ გამოდის.
საერთოდ ჩემი პრობლემა ეგაა მე თუ ისინი.
მეს თუ ავირჩევ რელიგიურად და მორალურად არ ვიქნები მართალი, მათ თუ ავირჩევ იმის გაკეთება მომიწევს რაც არასწორია და რაც პიროვნულობას დამიკარგავს. აი ჭეშმარიტება კი ერთადერთია სხვა ადამიანური ჭეშმარიტებები კი ცვალებადია დროსა და გარემოებებ-გამონაკლისებში. თუმცა ერთადერთი ჭეშმარიტება ვინაიდან უფალია, მისკენ სწრაფვა კი ერთადერთი ხსნა და სიმშვიდე არაა იოლი და დამაბნეველიცაა ვინაიდან ეს გზა დანის პირზე სიარულის ტოლფასია. და ძნელია მიხვდე მრუდე და სწორი ამ გზაზე მით უფრო ამ დროში როცა თავად სასულიერო პირებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ. ზოგადად ცხოვრების სირთულეს მიჰყავს ადამიანი ჩიხამდე.... ისეთ გარემოებებს რაც არა ადექვატურია. ასე იოლი რომ იყოს შოპინგი და სხვა.... ეგ კი არა ზოგს ისეთი ცხოვრება აქვს მშვიდად ვერც უსუნთქია.
ო , ეს "პროფილური" ისტორიები :D :D
ერთი და იგივე წამალი ყველა ადამიანზე და დაავადებაზე არ მიდის სამწუხაროდ :( :(
ლაშა: იანვარი 23, 2017||6:56pm
ციტ: მეს თუ ავირჩევ რელიგიურად და მორალურად არ ვიქნები მართალი, მათ თუ ავირჩევ იმის გაკეთება მომიწევს რაც არასწორია და რაც პიროვნულობას დამიკარგავს.

გამოდის, რელიგია პიროვნულობის წინააღმდეგია? რომელ რელიგიას გულისხმობ?
ნინო: იანვარი 23, 2017||7:11pm
არა. მათში ადამიანებს ვგულისხმობ და არა რელიგიას. ადამიანებს რომელნიც ჩემზე არიან დამოკიდებულნი და მე მათზე. სამწუხაროდ ეს ადამიანები თავიანთი არასწორი დამოკიდებულებით და საქციელით უკარგავენ ადამიანს პიროვნულობას..
მორალურად და რელიგიურად მოთმინებითა და სიყვარულით უნდა აღვიჭურვო ალბათ მაგრამ ესაა რომ ეს მოთმინება ანდაც მორჩილება ანდაც დახმარება სწორ გზას ან დადებითს არ მოემსახურება.
თორემ რელიგია რომ პირიქით პიროვნებას იცავს და პიროვნულობას ეგ კი ვიცი.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters