ქართული ფილმების დაუფასებლობასა და უგულებელყოფაში, რომ არ ჩამეთვალოს, ერთი ჩვენებური შედევრიც უნდა მოვაქციო ჩემი ბლოგის კინომანიის კატეგორიაში. თინეიჯერებს შეიძლება არც გაუგიათ, ახალგაზრდების უმრავლესობას ნანახი არ ექნება, უფრო ასაკოვნებს კი ნანახიც აქვთ და გულს მიღმაც ვერ დატოვებდნე. არ ვიცი ამ შესავალმა დაგაინტერესათ თუ არა, მაგრამ დღეს ცოტაოდენი უნდა ვისაუბრო 1967 წელს, გაგანია საბჭოეთში გამოშვებულ ქართულ ფილმზე "დიდი მწვანე ველი".

დიდი მწვანე ველი, კინომანია, ქველი, ბლოგი, დღიური, მერაბ კოკოჩაშვილი, didi mwvane veli, Merab Kokochashvili, movie, Qwelly, blog, ქართული ფილმი, ქართული კინო, მადლი

      ფილმის რეჟისორია მერაბ კოკოჩაშვილი. ალბათ ნუცას სკოლადან უფრო ეცოდინება კინომოყვარულებს ეს რეჟისორი, სცენარის ავტორი კი გახლავთ, არც მეტი არც ნაკლები, "მოყოლილი ფილმის" ერთ-ერთი მთავარი გმირი, ტრიფონი ანუ მერაბ ელიოზიშვილი. ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, არადა ძალიან საყვარელი მეორე ფილმი - "დიდედები და შვილიშვილები" სწორედ მერაბ ელიოზიშვილის სცენარით ყოფილა გადაღებული შესანიშნავი ქალბატონის და რეჟისორის - ნანა მჭედლიძის მიერ.

      დავუბრუნდეთ ჩვენს დიდ მწვანე ველს. ბოლო 5-10 წლეულის განმავლობაში ჩვენში პოპულარული იყო ისეთი ფილმები და ხშირად დღემდე ინარჩუნებენ ამ პოპულარობას, სადაც შეყვარებულები შორდებიან, ან ქვრივდებიან, ან კვდებიან ან რამე მსგავსი დრამატულ-მელოდრამულ ტრაგიკული სიტუაციები გადახდებათ თავს, ციდან სამ მეტრზე დაფრინავენ, ჩქარობენ შეყვარებას, ვამპირები მოსწონთ და ა.შ. მაგრამ დრამა რომელიც დიდ მწვანე ველშია წარმოდგენილი, ცოტამ თუ შეიყვარა და დააფასა.

      მეგობრებო, ფილმი იწყება კადრით: ტრაქტორზე ზის ვეება კაცი - ზურაბ ქაფიანიძე; სადღაც, შორიახლოს ურემზე შემომჯდარი მეორე ზორბა კაცი, სოსანა, (დოდო აბაშიძე) ბრუნდება სახლში და მის დაბრუნებას ცოლი ეგებება იმით, რომ ცდილობს ღობეზე თავი ჩამოიხრჩოს.

      რატომ? ერთი ამბავი გამოვტოვე - სოსანას გამოჩენისთანავი, ეს ქალბატონი - პირიმზე, ზურაბ ქაფიანიძის უსახელო გმირს ეხვეწება - ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ერთად ვეტყოდითო. არც კოცნაა, არც სადმე კოტრიალი, არც რამე მსგავსი, მხოლოდ თხოვნა და მიღებული უარის შემდეგ თავის ჩამოხრჩობის მცდელობა - რეჟისორი მიგახვედრებს, რომ ამ ქალმა ქმარს უღალატა... აი, ასე შეგითრევს ეს ფილმი, რადგან აუცილებლად იკითხავთ - კი, მაგრამ როგორ შეიძლება დოდო აბაშიძეს ზურაბ ქაფიანიძესთან უღალატო? ეს ხუმრობით, მაგრამ არც მთლად, რადგან განა სახეებს ტყუილად შეარჩევდა რეჟისორი?

      ამის შემდეგ, ფილმი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება - სოსანა თავის ცოლ-შვილთან ერთად აიბარგება და წავა ამ სოფლიდან, დატოვებს ყველაფერს.

      სად მიდის და დიდ მწვანე ველზე - თავის ნახირთან. მწყემსი კაცი ყოფილა სოსანა, მამამისიც მწყემსი იყო და თვითონაც მწყემსობა სწადია, შვილსაც ასე გაზრდის და ცოლის გვერდშიდგომაც უნდა.

      ახლა, შიგადაშიგ ვკითხულობ ჩემს ნაწერს და უკმარისობის გრძნობა მაქვს, არ შეიძლება ამ ფილმის მოყოლა - ეს უნდა ნახოთ. უნდა ნახოთ რას ნიშნავს ადამიანისთვის საყვარელი საქმე და რამდენად არის ეს საქმე პირდაპირკავშირში ბედნიერებასთან.

      აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი, თუ გინდათ რომ აღფრთოვანდეთ - როგორ შეიძლება იგრძნოთ რომანტიკა იმავე დოზით, როგორც მაგალითად ტიტანიკში და თან არც მუსიკა იყოს შესაბამისი, არც ჰოლივუდში მთელი თავისი ტექნოლოგიური სიდიადით გადაღებული ფილმს უყურებდეთ და მეტიც - სიტყვებიც კი არ იყოს რომანტიკული.

      ნახეთ ფილმი და თქვენ დიდი ხნით მოექცევით შთაბეჭდილების ქვეშ, რადგან ერთდროულად შეგიყვარდებათ სოსანა და ამავდროულად გაამტყუნებთ მას მისი ცოლის პოზიციიდან გამომდინარე.

      მეგობრობის და ერთგულების ამბავს არ იკითხავთ? შესაშურად არის გადმოცემული.

      ფილმის დასასრულის სიტყვებს უბრალოდ უკომენტაროდ შემოგთავაზებთ და როცა იქ მიხვალთ, დამჯერეთ ცრემლებს ძლივს შეიკავებთ. ჰოდა, მეც ამით დავასრულებ:

- სიზმრებმა აღარ მომასვენეს სოსანა, ერთთავად ბღავილი მესმოდა. შინ ვიყავ, ეგრე იყო. გამოედი - გამყვა, სულ თან დამდევდა. მოვედი სოსანა!

- ეს თოვლიც რა სასწაულივით მოვიდა, გიორგი, ჰა?!
 - ვერც ცოლი შევირთე, სოსანა, და ვერც ვერაფერი!
 - მარტო მოთმენა და პატიება არაფერი ყოფილა, რაღაცა უნდა გასცე ალბათ, რაღაცა უნდა გაიღო. ჯერ მე ჩავაქციე ჭუჭყი წყალში, მერე სხვამაც არ გამზოგა და საქონელი გაუკითხავი დარჩა. დარჩა და თვითონ ეძია სამართალი. იგინი ხო დაბადებიდან მართლები არიან. ნეტა თუ სულ გამეცალა და აღარ მობრუნდება? ეს თოვლიც როგორ სასწაულივით მოვიდა, რამის მუცლებში დაეყინოთ ხბორები. ... თითქო რაღაცა მესმის. თითქო იძახიან. ცხადია თუ მეჩვენება ჰა?
 - ცხადია, სოსანა! ჩვენები გამოვიდოდნენ, საქონლის ძებნაში შეგეშველებითო.
 - მიწა არ უნდა გაგექცეს ფეხქვეშიდან და კაცი ხარ გამართული. დანარჩენი კი მოვა. მოსაგები მოიგებს, ზოგი გზაში მოიგებს, ზოგიც ადგილზე. გავიშალოთ გიორგი და ისე ვეძებოთ...

- იპოვე სოსანაა!!
 - ვერა გიორგი, ჯერ ვერა!

ნახვა: 760

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, კინომანია, კოკოჩაშვილი, ფილმი, ქველი

madina: ივლისი 15, 2016||4:51pm

ძალიან მომეწონა,აზრიანი ფილმი იყო.განხილვაც კარგია :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters