როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები დღის ერთი მთავარი თემაა. მეორე თემა სტრასბრგამდე საპოვნი ქართული სამართლის ბედს ეხებოდა.
რუსთავი ორის მფლობელობა და მართვა - გია ვოლსკი „რუსთავი 2“-ზე - არ მაინტერესებს, იქ ხალვაში იქნება ხელმძღვანელი, სააკაშვილი თუ ყარამანაშვილი. ნიკა გვარამია - ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ „რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი შესწავლის გარეშე მიიღო. ლევან იზორია „რუსთავი 2“-ზე - მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას. ირაკლი ოქრუაშვილი - კეთილი ინებოს ქიბარ ხალვაშმა, მიბრძანდეს და ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი - დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილი - მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა გახდეს ხალვაშის მერე „რუსთავი 2“-ის წილების შემძენი, იქნება არაკეთილსინდისიერი. ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. გიგა ბოკერია ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე - ივანიშვილის მარიონეტის უტიფარი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო - გონიერება არ ეყოთ და ხისტად მოქმედებენ. თამარ კინწურაშვილი - საკითხავია, ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას. “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. სოზარ სუბარი - ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ყაჩაღობა, სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი. ქიბარ ხალვაში - სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული პირების გემოვნებაზე მორგებას. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კონტაქტებით ისარგებლა. ირაკლი ოქრუაშვილი - 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, ჩემ მიერ იყო დაფინანსებული. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული. ლევან კობერიძე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს. დავით უსუფაშვილი - თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში. მაია ცქიტიშვილი - თუ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა იმაში გამოიხატება, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ და ცრუ ამბები შექმნან, ეს მედიის თავისუფლება არაა. ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ დაიკითხება. გენერალური პროკურატურა - ოქრუაშვილის განცხადებას სამართლებრივი რეაგირება ვერ მოყვება, რადგან მას არ განუცხადებია, რომ ცრუ ჩვენება მისცა. სულხან სალაძე - თუ „რუსთავი 2“-ს ფინანსური პრობლემის გამო ხელოვნურად წაიყვანენ გაკოტრებისკენ, ეს იქნება შეტყობინება, რომ ის უბრალოდ არ უნდა მაუწყებლობდეს. ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საზოგადოებას გააცნონ ყველა ის საფრთხე, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არსებობს. ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-სთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს.
აქციები სხვა ფორმით - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ. გუშინ კი პროტესტის 32-ე დღეს სიტყვით გამოსვლების პარალელურად გაიმართა „ფლი მარკეტიც“, სადაც 40-მდე სტარტაპერმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინა. პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით, გადაცემით „სირცხვილია“ განახლდა.
გარეჯზე გაურკვევლობა - არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯში საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება.
მოსამართლეთა განწესება - მოსამართლე ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს - ყველაფერს კადრულობთ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს? ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილს, სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და ამაში მას მამა ეხმარება. მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში, რომელიმე საქმეზე ვერავინ დაურეკავს. მამუკა ვასაძე - მე და შალვა თადუმაძემ მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ. ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველს საკითხის შესწავლას სთხოვს. გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე - პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, შესაძლებლობა მომცა თავი წარმომედგინა მოსამართლეობის კანდიდატად.
აღრიცხული სტუდენტობა - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.
ტურისტული ჩარჩოები - თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული ავტობუსებისთვის დამტკიცებული მარშრუტის დარღვევა დასჯადი ხდება.
საზღვარგარეთულები:
უკრაინის პარლამენტში შესულები - უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გუნდმა ხმების 42 % მიიღო, 0,47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ. ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა შესაძლოა, სხვა პარტიების გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია