ისევ წუხილის სუნი ასდის
ამ შემოდგომას,
ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი
დღეების გემო...
არაფერია ჩემს ოთახში
სიჩუმის გარდა,
ვერ შევეჩვიე, ისე გდია
უშინაარსოდ...
ვდგავარ და ისევ,
თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,
ქუჩის გულგრილმა სახეებმა
ძვლებში დამტეხეს...
წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ
ჰაერი ალბათ,
ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და
მიმატოვეს...
ამ შემოდგომას არ უხდება უშენობით
სავსე თვალები,
მისმა წუხილმა ყვითელ ფოთლებს
ყოფნა მოსწყვიტეს...
ეზოში დგანან ძაღლები და
უყეფენ ღრუბლებს...
ღრუბლებს, რომლებმაც მათ ღამეებს
მთვარე მოჰპარეს...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია